ხერხემლის ვენები

ადამიანის ნორმალური ანატომია. ხერხემლის ვენები

ლალი დათეშიძე

1. ხერხემლის გარეთა ვენური წნულები – plexus venosi vertehrales externi, მდებარეობს ხერხემლის სვეტის წინა და უკან ზედაპირებზე. ამიტომ არჩევენ: ა) ხერხემლის გარეთა წინა წნულებს – plexus venosi vertehrales externi anteriores, რომლებიც კრებენ სისხლს მალების სხეულების წინა ნაწილებიდან, წინა გასწვრივი იოგიდან – Lig. longitudinale anterius და მიმდებარე კუნთებიდან (კისრის ღრმა კუნთები); ბ) ხერხემლის გარეთა უკანა წნულები – plexus venosi vertebrates externi posleriores, მდებარეობს განივი და წვეტიანი მორჩების რკალების უკანა ზედაპირებზე; ეს წნულები კრებენ სისხლს ზურგის ღრმა კუნთებიდან და კანიდან,  და მალებიდან.

ხერხემლის ვენები

2. ხერხემლის შიგნითა ვენური წნულები – plexus venosi vertebrates interni, მდებარეობს ხერხემლის არხში – Canalis vertebralis, მისი ძვლოვანი კედლების შიგნითა ზედაპირზე, ტვინის მაგარი გარსის გარეთ;  წარმოქმნის: ა) ხერხემლის შიგნითა წინა წნულებს და ხერხემლის შიგნითა უკანა წნულებს. ამასთან, წინა წნულები წარმოქმნილია შედარებით მსხვილი ვენებით, ხოლო უკანა წნულები – შედარებით წვრილით. ისინი განლაგებულნი არიან კეფის ხვრელიდან გავის არხის ბოლო კიდემდე. წინა და უკანა ვენური წნულები დაკავშირებულნი არიან განივი ანასოტომოზებით, რომლებიც თითოეული მალის დონეზე ქმნიან ვენურ რგოლს. გარდა ამისა, ხერხემლის შიგნითა უკანა წნულებს აქვთ კავშირი ხერხემლის გარეთა უკანა ვენურ წნულებთან, ხოლო შიგნითა წინა წნულებს – გარეთა წინა წნულებთან. ეს წნულები აგროვებენ სისხლს მალებიდან და შიგნითა იოგებიდან და კეფის დიდი ხვრელის დონეზე უკავშირდებიან კეფის ვენურ სინუსსა და ძირითად ვენურ წნულს.

3. ხერხემლის ძირითადი ვენები მიემართებიან ღრუბლისებრი ნივთიერების (დიპლოეს) არხებში, მალების სხეულების უკანა ზედაპირების მიმართულებით და ერთვიან ხერხემლის შიგნითა წინა ვენურ წნულებს – plexus venosus vertebralis internus anterior. ხერხემლის შიგნითა ვენური წნულები უკავშირდებიან ხერხემლის გარეთა წინა ვენურ წნულებს მალთაშუა ხვრელების მეშვეობით: ხერხემლის ვენებს – კისრის ნაწილში, ნეკნთაშუა ვენებს – ხერხემლის გულმკერდის ნაწილში და წელის ვენებს – წელის ნაწილში. ხერხემლის წნულები უერთდებიან ზურგის ტვინის ვენებს – vv. spinales, რომლებიც ზურგის ტვინის რბილ გარსში არიან მოთავსებულნი. სისხლი ზურგის ტვინიდან და ხერხემლის წნულებიდან გაედინება: მალთაშუა ტოტებით – vv. intervertebrales, ან უშუალოდ – vv. vertebrales, vv. intercostales, vv. lumbales, vv. sacrales laterales.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება

.

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter