რეგენერაციის პროცესების მასტიმულირებელი საშუალებები
პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” ორგანიზმის ნორმალურ ცხოველმოქმედებას თან სდევს მკვდარი უჯრედებისა და ქსოვილების ცვლის მუდმივი პროცესი, რასაც ფიზიოლოგიური რეგენერაციის ეწოდება. სხვადასხვა ქსოვილები განსხვავდებიან აღდგენის (რეგენერაციის) უნარით. ეს უნარი მით უფრო მაღალია, რაც უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფიზიოლოგიური რეგენერაცია ქსოვილის სტრუქტურასა და ფუნქციონირებაში. სისხლის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის, კანის საფარველის ეპითელიუმის