Author Archives: studenti

ასათიანი მიხეილ

ასათიანი მიხეილ მიხეილის ძე  – (10. V. 1882, თბილისი – 20.I. 1938, იქვე), ქართველი საბჭოთა ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი, მეცნიერული ფსიქიატრიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. 1907 დაამთავრა მოსკოვის უნივესიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი და მუშაობა დაიწყო იმავე უნივერსიტეტის ფსიქიატრიის კათედრაზე.

Read More

ასათიანი ვლადიმერ

ასათიანი ვლადიმერ სამსონის ძე – (10. IX.1901 – 9. III. 1972),  ქართველი საბჭოთა ბიოქიმიკოსი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1931), საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1960).

Read More

ასათიანი გრამიტონ

ასათიანი გრამიტონ ყაფლანის ძე – [დაიბადა 6(19). VI. 1895, სოფ. ტვიში, ახლანდელი ცაგერის რაიონი], ქართველი საბჭოთა გინეკოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1946), პროფესორი (1946), საქ. სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1960). 1927 დაამთავრა თსუ-ს სამკურნალო ფაკულტეტი. 1945-48 განაგებდა დაღესტნის სამედიცინო ინსტუტის მეანობა-გინეკოლოგიისა და პათანატომიის კათედრებს. 1953-68 ხელმძღვანელობდა საქართველოს სსრ ჯანდაცვის სამინისტროს მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტუტის სამეანო განყოფილებას. შეისწავლა

Read More

ანთელავა ნიკოლოზ

ანთელავა ნიკოლოზ ვარდენის ძე (1893-1970) – ქირურგი; თორაკალური ქირურგიის ფუძემდებელი საქართველოში. მისი ინიციატივით შეიქმნა ქირურგიული განყოფილებები ტუბერკულოზურ სანატორიუმებში.

Read More

ალადაშვილი ალექსანდრე

ალადაშვილი ალექსანდრე სტეპანეს ძე (1876-1950) –  თერაპევტი, აკადემიკოსი. ა. ს. ალადაშვილი ავტორია 30 მეცნიერული შრომისა, მათ შორის პირველი საბჭოური სახელმძღვანელოებისა თერაპიაში ქართულ ენაზე. მისი კვლევების ძირითადი მიმართულება იყო რესპუბლიკის სამკურნალო და კლიმატობალნეოლოგიური რესურსების, სამხარეო პათოლოგიების და სხვ. შესწავლა. მისი ხელმძღვანელობით პირველად სსრკ-ში გამოვლენილი, შესწავლილი და აღწერილი იქნა ანკილოსტომიდოზების, პელაგრის, ბრუცელოზის, სპრუს ეპიდემიური კერები, რომელთა გავრცელებაც

Read More

ბერიტაშვილი ივანე

ბერიტაშვილი ივანე  – [29. XII. 1884 (10. I. 1885), სოფ. ვეჯინი, ახლანდელი გურჯაანის რ-ნი, – 29. XII. 1974, თბილისი], ქართველი საბჭოთა ფიზიოლოგი, ფიზიოლოგიური სკოლის ფუძემდებელი საქართველოში. სსრკ მეცნ. აკად. (1939), საქართვ. მეცნ. აკად. (1941) და სსრკ მედ. მეცნ. აკად. (1944) აკადემიკოსი, საქ. სსრ მეცნ. დამს. მოღვაწე (1935), სოციალ. შრომის გმირი (1964), ი. პავლოვის სახ. ფიზიოლოგთა სრულიად საკავშ. საზ-ების (1970), ნიუ-იორკის მეცნ. აკად. (1959), ტვინის გამოკვლევის საერთაშ. ორგანიზაციის (1960), ამერიკის ბიოლ. ფსიქიატრიის საზ-ბის (1969) საპატიო წევრი.  ქართ. საბჭ. ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი.

Read More

აბულაძე კალენიკ

აბულაძე კალენიკ სარდიონის ძე (1897-1972) – ქართველი ფიზიოლოგი; პავლოვის ხელმძღვანელობით სწავლობდა ფიზიოლოგიის კანონზომიერებებს, კერძოდ ნერვული პროცესების მიმდინარეობის დარღვევებს თავის ტვინის ქერქში მხედველობის, სმენისა და ყნოსვის რეცეპტორების დაშლის ზეგავლენით; შეიმუშავა ძაღლებში პირობითი და უპირობო ცრემლდენის კვლევის ორიგინალური მეთოდები აბულაძის მეთოდია-მოცილებული მომყოლის გამოყოფის სამეანო ხელის მეთოდი, რომელიც მდგომარეობს მეანის ხელებით მშობიარის მუცლის კედლის ფიქსაციაში. (Большая медицинская энциклопедия;

Read More

ზურაბაშვილი ავლიპი

ზურაბაშვილი ავლიპი დავითის ძე (1902-199–) ქართველი ფსიქიატრი და ნეირომორფოლოგი, აკადემიკოსი. დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი; მუშაობდა ფსიქიატრიის კათედრაზე. გამოქვეყნებული აქვს 280 სამეცნიერო შრომა, მათ შორის 14 მონოგრაფია ფსიქიატრიის სხვადასხვა პრობლემებზე და ნევრული სისტემის მორფოლოგიაზე. მოგვაწოდა ადამიანის ტვინის მხედველობის ბორცვების ონტოგენეტიკური კლასიფიკაცია; სადოქტორო დისერტაციაში აღწერა ადამიანის დიდი ტვინის ქერქის შუბლის წილების განვითარების მორფოლოგიური განვითარების კანონზომიერება. მისი

Read More

ჯავახიშვილი ნინო

ჯავახიშვილი ნინო ალექსანდრეს ასული – დაიბადა 1914 წელს, ქ. მოსკოვში. თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ  (1935) მუშაობდა ამავე ინსტიტუტში ადამიანის ანატომიის კათედრის ასისტენტად (1935–48), დოცენტად (1948-49), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომლად (1946-51), განყოფილების გამგედ (1951-58), დირექტორის მოადგილედ (1958-59), დირექტორად (1959- დღემდე). ერთდროულად კითხულობდა ლექციებს თბილისის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში,

Read More

პრეპარატების შერჩევის კრიტერიუმები

ლალი დათეშიძე. ,,კლინიკური ფარმაცია” დასაწყისი იხ. ,, კლინიკური ფარმაცია. კლინიკური ფარმაციის მრჩეველი (საექსპერტო) კომპიუტერული სისტემა” >>> თერაპიის მიზნის ფორმულირების შემდეგ, ხდება ამ მიზნის მიღწევის კრიტერიუმების დადგენა. პრეპარატების შერჩევის კრიტერიუმები, დაკავშირებულია სხვადასხვა სუბიექტურ და ობიექტურ ფაქტორებთან, რომლებიც თან სდევენ მკურნალობის  პროცესს და გადაწყვეტილების მიღებამდე საჭიროებენ სისტემურ ანალიზს. ფაქტორები,  რომელთა ანალიზიც აუცილებელია ორგანულად იყოფა ორ ჯგუფად: –

Read More