ძვალი – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები (III)
ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები დასაწყისი იხ. >> გამოკვლევის მეთოდები. რადგანაც ძვლების მრავალ დაზიანებას არ გააჩნია სპეციფიკური სიმპტომები, მათი დიაგნოსტირების მიზნით დიდი მნიშვნელობა ენიჭება ანამნეზის შეგროვებას, ავადმყოფის დათვალიერების შედეგებს, მისი ზოგადი მდგომარეობის, ასაკის, პათოლოგიური პროცესის ლოკალიზაციის, ტკივილების ხასიათის და ინტენსივობის შეფასებას. ძალიან მნიშვნელოვანია ცნობები დაავადების დინამიკის შესახებ, ამიტომაც აუცილებელია კლინიკური ანამნეზის საგულდაგულოდ შეგროვება და გამოკვლევის ეტაპებზე