პლევრა – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები (2)
ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები. პლევრა დასაწყისი იხ. >>> გამოკვლევის მეთოდები. გამოკვლევის მეთოდები მოიცავენ ავადმყოფის გამოკითხვას, დათვალიერებას, გულმკერდის პალპაციას და პერკუსიას, ფილტვების აუსკულტაციას, გულმკერდის რენტგენოგრაფიას და რენტგენოსკოპიას სხვადასხვა პროექციაში, კომპიუტერულ ტომოგრაფიას, ულტრაბგერით გამოკვლევას, სასინჯ პლევრულ პუნქციას ასპირაციული მასალის შემდგომი გამოკვლევით, თორაკოსკოპიას პლევრის ბიოფსიით. პლევრაში და პლევრის ღრუში არსებული პათოლოგიური პროცესების უმეტესობა გამოიხატება ტრანსუდაციული ან ექსუდაციური ხასიათის