ტკივილგამაყუჩებელი (ანალგეზიური) საშუალებები
პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” ანალგეზიური ნივთიერებები, ანუ ანალგეტიკები (ბერძნ. algos – ტკივილი), ეწოდებათ სამკურნალო საშუალებებს, რომლებსაც შეუძლიათ შეასუსტონ ან აღმოფხვრან ტკივილის გრძნობა. ანალგეზიური (ტკივილგამაყუჩებელი) მოქმედება გააჩნია არა მარტო ანალგეტიკებს, არამედ სხვა საშუალებებსაც, რომლებიც სხვადასხვა ფარმაკოლოგიურ ჯგუფებს მიეკუთვნებიან. ანალგეზიური ეფექტი შესაძლებელია გააჩნდეთ პრეპარტებს, რომლებიც გამოიყენებიან ნარკოზისათვის (ზოგადი გაუმტკივარება) და ზოგიერთი მათგანი