ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები
პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” არტერიული ჰიპერტენზიის და გულის ქრონიკული უკმარობის მკურნალობის თანამედროვე სტანდარტებში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავიათ ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორებს. სადღეისოდ არსებობს რამდენიმე ათეული ქიმიური ნაერთი, რომლებსაც შეუძლიათ ანგიოტენზინ I-ის ბიოლოგიურად აქტიურ ანგიოტენზინ 2-ში გადასვლის ბლოკირება. ამ სამკურნალო საშუალებებით ხანგრძლივი თერაპიის დროს შეიმჩნევა სისხლძარღვთა საერთო პერიფერიული წინააღმდეგობის, მიოკარდიუმზე პოსტ-