ფიბრინოლიზის აქტივატორები
პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” ფიბრინოლიტიკები ანუ ფიბრინოლიზური საშუალებები იწვევენ ფიბრინის წარმოქმნილი ძაფების დაშლას; ისინი ხელს უწყობენ ძირითადად ახალი (ჯერ კიდევ არაორგანიზებული) თრომბების გაწოვას. არსებობს პირდაპირი და არაპირდაპირი მოქმედების ფიბრინოლიზური საშუალებები. პირველ ჯგუფს მიეკუთვნება ნივთიერებები, რომლებიც უშუალოდ ზემოქმედებენ სისხლის პლაზმაზე, ფიბრინის ძაფების კოლტზე, ეფექტურნი არიან ორგანიზმის გარეთ და ორგანიზმის შიგნით (ფიბრინოლიზინი