შარდმჟავას ცვლაზე მოქმედი საშუალებები
პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” შარდმჟავას ცვლის დარღვევა შესაძლოა გახდეს ისეთი დაავადების მიზეზი, როგორიცაა პოდაგრა. ორგანიზმიდან შარდმჟავას შენელებული გამოყოფა ან ქსანტინებიდან (პურინებიდან) მისი ჭარბი სინთეზი იწვევს ჰიპერურიკემიას, ურიკოზურიას, რასაც თან სდევს სახსრებში, სახსრის მიმდებარე ქსოვილებში, შარდგამომყვან გზებში ურატების მიკროკრისტალების (ურატული ქვები) დალექვა. პოდაგრის სამკურნალოდ იყენებენ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებს, რომლებიც ამსუბუქებენ