მადესენსიბილიზირებელი საშუალებები
პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”. 2002 წ. მადესენსიბილიზირებელი საშუალებები (ლათ. თავსართი de -ამოღება, მოსპობა + sensibilis მგრძნობიარე; სინ. ანტიალერგიული საშუალებები) _ სამკურნალო ნივთიერებები, რომლებიც იწვევენ სხვადასხვა უცხო ნივთიერებების მიმართ ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობის კლინიკური გამოხატულების თავიდან აცილებას ან შესუსტებას და განაპირობებენ ჰიპერსენსიბილიზაციის მდგომარეობის განვითარებას, ჰიპერსენსიბილიზაციის ხასიათიდან გამომდინარე, მადესენსიბილიზირებელ საშუალებებს ყოფენ სპეციფიკურ და
მინერალური ნივთიერებები, ვიტამინებთან და სხვა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებთან ერთად, წარმოადგენენ ადამიანის ორგანიზმის ცხოველმოქმედების პროცესების ნორმალური მიმდინარეობის უზრუნველყოფისათვის აუცილებელ ელემენტებს. ისინი აუცილებელია ორგანიზმის შიდა გარემოს, ტუტე-მჟავა წონასწორობის, წყალ-მარილების მიმოცვლის და სხვათა მუდმივობის შესანარჩუნებლად. ადამიანის მოთხოვნილება მინერალურ ნივთიერებებზე ჩვეულებისამებრ ივსება საკვები პროდუქტებიდან (რაციონით დაბალანსებული კვების პირობებში). მაგრამ ზოგიერთი პათოლოგიური მდგომარეობის დროს, ფეხმძიმობისას, ფიზიკური დატვირთვისას, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევისას, არასწორი კვების დროს საჭიროა მინერალური ნივთიერებების დამატებითი რაოდენობა. ორგანიზმში მაკრო- და მიკროელემენტების აუცილებელი რაოდენობის მოხვედრის უზრუნველყოფა შეიძლება მათი შემცველი პრეპარატების მეშვეობით. მათგან ერთნი შეიცავენ ცალკეულ ნაერთებს (რკინის, კალციუმის, კალიუმის, მაგნიუმის, ფთორის და სხვათა პრეპარატები), სხვები – მათ ნაკრებს, ხშირად ვიტამინებთან კომბინაციაში.