ანტისეპტიკური საშუალებები
პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”. 2000 წ. ანტისეპტიკური საშუალებები (ბერძ. anti-წინააღმდეგ+ septikos დაჩირქების გამომწვევი, ჩირქოვანი) – ნაერთები, რომელsაც გააჩნიათ ანტიმიკრობული თვისებები. ანტისეპტიკური საშუალებები მიეკუთვნებიან სხვადასხვა ქიმიური ნაერთების კლასებს და შეიძლება დაიყონ შემდეგ ჯგუფებად: 1) ჰალოიდები – ქლორის, იოდის პრეპარატები; 2) დამჟანგველები – წყალბადის ზეჟანგი, ჰიდროპერიტი, მანგანუმმჟავა კალიუმი, ბერთოლის მარილი; 3) მჟავები