ამინოგლიკოზიდები
პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” ამ ჯგუფის ანტიბიოტიკებია სტრეპტომიცინი, ნეომიცინი, მონომიცინი, კანამიცინი, გენტამიცინი, ტობრამიცინი და სხვ.). მათი ანტიბატერიული მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს რიბოსომებზე გავლენით ცილის სინთეზის დათრგუნვაში. ამინოგლიკოზიდები იწვევენ ბაქტერიოციდულ ეფექტს. ამინოგლიკოზიდების დამახასიათებელ სტრუქტურულ ელემენტს წარმოადგენს 2–დეზოქსი–D–სტრეპტამინი. ამ ანტიბიოტიკების ნაწილი ბუნებაში წარმოიქმნება სხივისებრი სოკოებით Actinomyces (ნეომიცინი, კანამიცინი, ტობრამიცინი); ანტიბიოტიკთა მეორე ნაწილის პროდუცენტს