ზემო ღრუ ვენა
ადამიანის ნორმალური ანატომია. ზემო ღრუ ვენა Vena cava superior; Superior vena cava ლალი დათეშიძე ზემო ღრუ ვენა – v. cava superior, აგროვებს სისხლს თავიდან, კისრიდან, ზემო კიდურებიდან, გულმკერის ღრუს ორგანოებიდან და კედლებიდან, ნაწილობრივ მუცლის კედლიდანაც. ზემო ღრუ ვენა წარმოიქმნება წინა შუასაყარში, მარჯვენა პირველი ნეკნის ხრტილის უკან, მკერდის ძვალთან, მარჯვენა და მარცხენა მხარ-თავის ვენების – vv. brachiocephalicae