ხერხემლის მალებს შორის დისკოს თიაქარი – იკურნება

კინეზეთერაპევტი ალექსანდრე კონდრატენკოს. მ. ბუბნოვსკის კინეზეთერაპიის ცენტრი (მოსკოვი)

ოსტეოხონდროზი ერთ ერთი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა. ნერვიული სისტემის ვერტებროგენური დაავადებებიდან ამ ტიპის დაავადებებზე მოდის 50%-ზე მეტი და ისინი იწვევენ დროებით შრომის უნარიანობის დაკარგვას. ოსტეხონდროზის ყველაზე გართულებული ფორმაა დისკოზი ანუ ხერხემლის მალებსშორისების თიაქარი.
ამ დაავადების მკურნალობა ტრადიციული მეთოდებით შეუძლებელია. ხერხემალი წარმოადგენს რთულ მორფო-ფუნქციონალურ სისტემას, რომელიც შედგება მალებისაგან და მათ შორის განლაგებული ხრტილოვანი დისკების და სახსრებისაგან, რომლებიც შეერთებულნი და გარემოცულნი არიან მძლავრი კუნთოვანი და შემაკავშირებელი სისტემით. კუნთების ქსოვილების სიგრძის შემცირება იწვევს საყრდენ- მამოძრავებელი სისტემის მოშლილობას, რომელიც შეიძლება მიმდინარეობდეს უმტკივნეულოდ. ზრდასრული ადამიანების მალებს შორის დისკოებს არ გააჩნიათ სისხლძარღვები, ხოლო ნივთიერებათა ცვლა მიმდინარეობს დიფუზიის მეშვეობით. ელასტიკური ბირთვი ხელს უწყობს ამორტიზაციას და შეკუმშვის დროსაც კი შეიწოვს სითხეს. მალებისა და მალებსშორისი დისკოების კვება წარმოებს კუნთების მუშაობის ხარჯზე, ვინაიდან კვებითი ნივთიერებების მიწოდება ჩვენს ორგანიზმში ხდება კუნთების ქსოვილების საშუალებით. ჯამრთელ ორგანიზმში კუნთების ქსოვილი უნდა შეადგენდეს ადამიანი წონის 40%-ს მთელი სიცოცხლის განმავლობაში, ამიტომ ის უნდა მივაკუთვნოთ ადამიანის ფუნქციონალურ (დინამიურ) კონსტატას. კუნთების კონსტანტის მუდმივობის შენარჩუნებას ხელს უწყობს შეკუმშვისა და მოდუნების კანონი, ე. ი. სწორი ვარჯიში. თუ ამ წესს შევინარჩუნებთ მთელი ცხოვრების მანძილზე, მაშინ კუნთების კონსტანტა შენარჩუნებული იქნება და ხელს შეუწყობს ნორმალურ რეჟიმში სატრანსპორტო ფუნქციას, ე. ი. ორგანიზმის გეომაგნიტიზმს.
თუ კონსტანტა ვერ შენარჩუნდება, ეს კი ხდება 2 მიზეზით:
ჰიპოკინეზით (დაძაბულობის უკმარისობა) და ჰიპერკინეზით, მაშინ წარმოიშვება შემდეგი პროცესები: კუნთების კონსტანტის დავარდნა 50%-დე, სატრანსპორტო ფუნქციის დარღვევით. ამრიგად კვების დარღვევა- დისტროფია წარმოადგენს ძირითად პათოლოგიურ რგოლს. ამის შედეგად წარმოიშვება კატაბოლური პროცესების პრივალირება (დაშლის პროდუქტების დაგროვება,) რაც თავის მხრივ იწვევს დეგენერაციულ და იშემიურ მოვლენებს, კერძოდ ოსტეოხონდროზს, დისკოზს, ართროზს, თიაქარს, მარილების დაგროვებას და სხვა არასახსროვან დაავადებებს.
თიაქარი წარმოიშვება დისკოს დეჰიდრაციის (გამოშრობის) შედეგად, რაც გამოწვეულია ამ დისკოს გარშემო არსებული ღრმა კუნთების უარის თქმით მოაწოდონ დისკოს წყალი (მისი რაოდენობა უნდა იყოს დისკოს 85%-დე), ამიტომ წარმოიშვება იშემია (მიკროცირკულაციის დარღვევა), ანთება, შესივება, ტკივილი. ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის დანიშვნისას ტკივილი შეიძლება დროებით გაქრეს, მაგრამ დეჰიდრაცია დისკოს გარშემო ყველა ქსოვილების და თვით დისკოსიც გაძლიერდება. შემდგომში როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს ტკივილი განახლდება, კლინიკური სურათი გაუარესდება, თუ შევქმნით პირობებს, რომ ღრმა კუნთებმა და მყესებმა ნორმალურად იმუშაონ, რაც თავის მხრივ შესაძლებელია სპეციალური კომპლექსური ვარჯიშებით, მაშინ თანდათან გაქრება იშემია, ე.ი აღდგება სისხლბრუნვა მალების გარშემო არსებულ ქსოვილებში, გაქრება შეშუპება, ანთება, ტკივილი. ასე რომ – ოპერაციას აზრი არა აქვს!
მე შემიძლია ეს დავამტკიცო, იმის საფუძველზე რომ 1997 წელს მე მქონდა თიაქარი ზომით 21.5*4.5 და დურალური მეშოკი 60 % ით იყო მოჭერილი. თვენახევრის განმავლობაში მთლიანად დავკარგე მოძრაობოს უნარი, განვიცდიდი აუტანელ ტკივილებს. ყველა სპეციალისტი გამოსავალს მხილოდ ოპერაციაში ხედავდა, მაგრამ 3 თვის განმავლობაში ვივარჯიშე ს.მ. ბუბნოვსკის კინეზეთერაპიის ცენტრში, შედეგად განმეორებით გადაღებულ სურათზე თიაქარი აღარ აისახა. გავიდა უკვე 12 წელი და ამ წლების განმავლობაში ჯანმრთელობის მხრივ არავითარი პრობლემები აღარ მქონია. მინდა ავღნიშნო რომ ანალოგირ პაციენტებთან მუშაობისას მე ჩემი ავადმყოფობის ანალოგიური რთული შემთხვევა არ შემხვედრია, მაგრამ ჩემს პრაქტიკაში შემხვედრია პაციენტები, რომლებსაც თიაქრის ოპერაცია 2-4 ჯერ ჰქონდათ გაკეთებული, იმიტომ რომ ოპერაციის შემდეგ ერთი და იმავე ადგილზე ახალი თიაქარი ჩნდებოდა, რადგან ახალი თიაქარის წარმოშობის მიზეზი – გამომშრალი დისკოს ფრაგმენტები, რჩება და ნებისმიეი ოპერაციის შემდგომ მოძრაობები იწვევს მათ ახლიდან გამოვარდნას დურალურ სივრცეში, ანუ ახლიდან ყალიბდება დისკოზი. ხშირად, ოპერაციის შემდგომ, ახალი თიაქარი წარმოიქმნება მაღლა და დაბლა მდებარე მალებსშორის სივრცეებში, ამის დამადასტურებელი რენტგენული სურათები უამრავია, ვისაც ამაში ეჭვი ეპარება შეუძლია გადაიღონ საკონტროლო რენტგენის სურათი მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფით, ოპერაციიდან 3-6 თვეში. გარდა ამისა, ძალიან ბევრი შემთხვევაა, როდესაც თიაქარი არა აქვს ადამიანს, მაგრამ ზურგის ქვედა ნაწილში აღინიშნება ტკივილები. არის აგრეთვე შემთხვევები როდესაც ადამიანს თიაქარი აქვს, მაგრამ არ გააჩნია ტკივილები და ხშირად თიაქარის აღმოჩენა ხდება შემთხვევით რენტგენის სურათებზე. კანადელი ნეიროქირურგის ჰამილტონ ჰოლის მონაცემებით, ხერხემლის თიაქრით დაავადებული ადამიანების მხოლოდ 2 %-ს აღენიშნება დადებითი შედეგები ოპერაციის შემდეგ. ჩემი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ოპერაციის შემდეგ ავადმყოფების უმნიშვნელო რაოდენობა გრძნობს უკეთესობას, იმასაც ცოტა ხნით, ხოლო შემდეგ მდგომარეობა ყოველთვის უარესდება. ავადმყოფი იმაზე უარესად გრძნობს თავს ვიდრე ოპერაციამდე გრძნობდა და რაც ყველაზე ცუდია – რეციდივები დისკოს თიაქრის უმეტყეს შემთხვევებში. ოპერაციას მივყავართ შრომის უნარიანიბის დაკარგვამდე და ინვალიდობამდე.
Yოველ წინამდებარედან გამომდინარე, აუცილებელია განვიხილოთ სხეულის ვარჯიში, როგორც ერთადერთი ნამდვილად სამკურნალო საშუალება, რომელიც კარგად იმართება გონებით (ან შეგნებით), ნებისმიერი ჩამქრალი ფუნქციის აღსადგენად ან დასუსტებული ორგანოს (სახსარის ) აღსადგენად ყოველი ავადმყოფის თავისებურებების გათვალისწინებით. ეს იმიტომ რომ სხვა შეგნებით მართვადი სტრუქტურა ადამიანის ორგანიზმში არ არსებობს. გარკვეული ვარჯიშების სამკურნალო ზემოქმედების შემეცნება საყრდენ -მამოძრავებელი აპარატის სხვადასხვა ნაწილ-უბნებზე , შეიძლება გააზრებით იმისა, რომ ჩონჩხის კუნთების მოძრაობა-ვარჯიშის დროს ძლიერდება სისხლ-მიმოქცევა დატვირთულ (ვარჯიშით) მონაკვეთებში, შესაბამისად უმჯობესდება კვება დაზიანებული უბნის და ინტენსიური ნივთიერებათა ცვლის შედეგად ხდება პათოლოგიური პროცესის ალაგება, ანუ ხდება განკურნება.
დიდი რუსი ფიზიოლოგი პავლოვი ამბობდა რომ:” მოძრაობამ შეიძლება შეცვალოს ყველა წამალი, მაგრამ ვერც ერთი წამალი ვერ შეცვლის მოძრაობას”. Aდამიანს გააჩნია 600-ამდე კუნთი, 400-ამდე სახსარი და შესაბამისი მყესთა რაოდენოდა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აუცილებელია მათი ყოველდღიური დაძაბვა, ტრიალი, დაჭიმვა.
Dაავადების შემთხვევაში, საჭიროა ეტაპობრივი ჩართვა დაზიანებული კუნთების, მყესების მოძრაობის და დატვირთვის პროცესში, იმისათვის რომ მკურნალობის დასასრულს ადამიანმა შეძლოს თავისი სხეულის მართვა და შეძლოს სამუშაო საქმიანობას დაუბრუნდეს ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.
ჩემთან სამკურნალოდ მოდიან ავადმყოფები რომლებიც თვეობით და წლობით ცდილობენ ხერხემლის თიაქრისაგან განკურნებას სტაციონარებში ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო ინექციებით, წამლებით, ფიზიოტერაპიით, ლაზერით, მაგნიტური ზემოქმედებით. აღსანიშნავია რომ,ეს ყოველივე არამარტო უსარგებლოა – არამედ ძალიან ხშირად საზიანოცაა. დროებითი გაუმჯობესების შემდეგ ავადმყოფობა ისევ მძაფრდება, რემისიის პერიოდი სულ მოკლდება, გამწვავება სულ უფრო მტკივნეულია. წამლები შვების მაგიერ იწვევენ ალერგიებს, გვერდით ქმედებებს- ღვიძლისა და თირკმელების მუშაობის დარღვევას. ზოგიერთი სპეციალისტი თიაქარის მკურნალობისას ურჩევს კორსეტების ტარებას. ეს დიდი შეცდომაა, რადგან იწვევს ხერხემლის სეგმენტის ბლოკადას, რაც ხელს უწყობს მალთაშორის თიაქარის სხადასხვა ნაირსახეობების განვითარებას. გარდა ამისა კორსეტის ტარება იწვევს წელის კუნთების უფრო დიდ ატროფიას. ქრონიკული სისტემური დაავადებების მკურნალობა (რომლებსაც მიეკუთვნება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებებათა უმრავლესობა) შესაძლებელია და აუცილებელიცაა ბუნებრივი მედიცინის – კინეზეთერაპიის საშუალებით. კინეზოთერაპია დიდ დატვირთვას არ გულისხმობს, აქ ხდება ლოკალური და ფიზიკური ზემოქმედება, რომელიც ახდენს სხეულის მდგომარეობის აღდგენას ხერხემლის დეკომპრესიამდე.
შაბოლოოდ, ზემოთ ნათქვამის შესაჯამებლად, გვინდა ერთხელ კიდევ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე რომ, ვერტებრალური გენეძის ტკივილის გამომწვევი მიზეზია ადამიანის მიერ კუნთოვანი მასის დაკარგვა. კუნთოვანი ქსოვილი ერთადერთი ქსოვილია ადამიანის ოგანიზმში რომელიც იმართება თავის ტვინით (არა ავტომატურად) სამუშაო რეჟიმში. მხოლოდ ამ ქსოვილთან შეიძლება ჩატარდეს ფაქიზი კორექციები, რომლებიც ითვალისწინებს ადამიანის ზოგად მდგომარეობას. კუნთოვანი სხეული ყოველთვის არსებობს და თუ ჩვენ შევქმნით პირობებს მისი რაციონალური გამოყენებისათვის ის აღადგენს Yყველაფერს რაც მასზეა დამოკიდებული.
დადებითი მეტაბოლიზმი რბილ ქსოვილებში კუნთოვანი უჯრედების ზემოქმედების გარეშე შეუძლებელია. ამის ერთადერთი პირობაა – შეკუმშვა, მოშვება. ე.ი კუნთოვანი უჯრედი უნდა ჩავრთოთ მოძრაობით (ვარჯიშით) ზემოდან ბრძანებით (თავის ტვინით) . ამითაა დაკავებული კინეზეთერაპია, სადაც მთავარი კრიტერიუმია მოძრაობის კულტურა. მოძრაობა უნდა იყოს სწორი, ვინაიდან სწორი მოძრაობა -კურნავს, არასწორი – აზიანებს. კუნთების აქტიურ მუშაობაში ჩართვისას თავის ტვინის მუშაობაც აქტიურდება. იმ ცხოველებს რომლებიც ჩართეს აქტიურ ფიზიკურ დატვირთვებში თავის ტვინის სისხძარღვების ქსელი და ნერვიული სისტემა გაეზარდა, გაუხშირდა, იმ ცხოველებთან შედარებით რომლებმაც ასეთი დატვირთვა არ განიცადეს. სისხლძარღვების სკლეროზული შევიწროების ან წვრილი სისხლძარღვების დაცობისას კუნთში თუ მას რეგულარულად ჩავრთავთ მუშაობაში სისხლი იწყებს გზის გაკვლევას და ქმნის სისხლძარღვების უფრო ფართო ქსელს. ელექტრო ფიზიოლოგიური გამოკვლევები, რომლებიც ხანდაზმულ ადამიანებს ჩაუტარდა, ადასტურებენ იმას, რომ იმ ადამიანებს რომლებიც მისდევენ ფიზიკურ ვარჯიშებს, თავის ტვინის აქტივობის ტალღები შეესაბამებოდა ახალგაზრდა ადამიანებისას. სხვა სიტტყვებით ფიზიკური აჯამრთელებს არა მარტო სხეულს არამედ თავის ტვინსაც. ეს ერთხელ კიდევ ადასტურებს ორგანიზმის ყველა ორგანოების ურთიერთკავშირსა და ურთიერთდამოკიდებულებას. ფიზიკური დატვირთვების დროს, კუნტების აქტიური მუშაობის ხარჯზე, ადამიანის ტანი თბება და მისი ტემპერატურა მატულობს 0.5 გრადუსიდან 1 გრადუსით რაც აუმჯობესებს ათეროსკლეროზული წარმონაქმნების დაშლას.
კუნთები – ღმერთის მიერ ნაბოძები წამლების “ფაბრიკაა”. აქაა ტკივილგამაყუჩებელი, ანტიდეპრეპრესიული, გამწმენდი წამლები – სხეულის წამლები. ამ დროს ასაკი არავითარ როლს არ თამაშობს, საჭიროა მხოლოდ დატვირთვების თანდათანობით და თანმიმდევრობით გაზრდა. თავისი ბუნების გამო ადამიანი არ უნდა ავადმყოფობდეს, რადგან იგი წარმოადგენს კარგად ორგანიზებულ და თვითაღდგენად სისტემას. ბუნება ძალიან ბრძნულად მოიქცა, როცა მოგვცა 8-10-მაგი საიმედობის ორგანიზმის სისტემები, რომლებიც ყოველთვისარიან ყველა დამაზიანებელ ფაქტორზე ძლიერნი. ამიტომ არაა საჭირო მას ხელი შევუშალოთ და ცოტათი უნდა დავეზმაროთ, მაგრამ გვახსოვდეს რომ ;
“ჯანმრთელობა —– ესაა შრომა,
შრომა ——- ესაა მოთმინება,
მოთმინება —– ესაა ტანჯვა
ტანჯვა —– ესაა განწმენდა
განწმენდა —– ესაა ჯანმრთელობა”
არცერთი ამ ადამიანური შეგრძნების ამოგდება ამ ჯანმრთელობის ალგორითმიდან არ შეიძლება” ( ს.მ. ბუბნოვსკი).
ვინაიდან ჯანმთელობა, როგორც ბრძანა დიდმა ფრანგმა ფილოსოფოსმა მიშელ მონტენმა: ” ესაა განძი, თანაც ერთადერთი, რომლის გულისთვისაც არ ღირს დაიშურო დრო, ღონე, შრომა და ყველა სიკეთე. ამიტომ შესწირეთ მას ცხოვრების ნაწილი, ვინაიდან სიცოცხლე მის გარეშე ხდება აუტანელი და დამამცირებელი.”
ხერხემლი დაავადებების მკურნალობისას ავადმყოფის როლი საგრძნობლად იზრდება. მკურნალობის შედეგი 70 – 80 % -ით დამოკიდებულია პაციენტზე, მის დისციპლინაზე, მონდომაზე და გარჯაზე. თითოეული ჩვენთაგანის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა დამოკიდებულია ჩვენი ხერხემლის მდგომარეობაზე, მის მოქნილობაზე. თქვენ ვერ დაგიმორჩილებთ სიბერე მანამ, სანამ გექნებათ მოქნილი ხერხემალი.