ფსიქოტროპული საშუალებები (II)

 ”პრობლემური წამლები” . ენდრიუ ჩეტლი

დასაწყისი იხ. >>>

გადაჭარბებული დანიშნულება

ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე იმ მრავალრიცხოვან მიზეზთაგან, რომელთა გამოც ადამიანებს ბენზოდიაზეპინებს უნიშნავდნენ

·         მძიმე დანაკარგები

·         ზიმე ემოციური ძვრები

·         ავადმყოფი ცოლის მოვლა

·         ქმრის უბედური შემთხვევა

·         სოციალური კონტაქტები

·         გრიპის შემდეგ

·         თავლების სიმშრალე

·         ჰისტერექტომია

·         ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემები

·         მამა-ალკოჰოლიკი

·         სექსუალური უნარებით  ბოროტად სარგებლობა

·         კუჭის მოქმედების დარღვევები

·         პრობლემები ბიზნესი

·         აქტიური/მტირალა ბავშვის მოვლა

·         განვითარების დეფექტების მქონე ბავშვის მოვლა

·         ძლიერ მომთხოვნი დედის მოვლა

·         წერითი სამუშაო

·         გაკოტრება

·         სიკვდილის შიში

·         საკუთარ თავში დაურწმუნებლობა

·         უსახლკაროს სტატუსი

·          დედის თვითმკვლელობა

·          ნაფიც მსაჯულთა ჟიურის წევრის მოვალეობის შესრულება

·          სტრესი სამუშაო ადგილზე

·          სმენის დაკარგვა

·          ნევროზული მდგომარეობა გასაუბრების წინ

·          თავბრუსხვევა

·          ინსულტი

·          გაუბედაობა

·          დაუცველობა ბავშვობაში

·          მარტოხელად ყოფნა

·          ოჯახური პრობლემები

·          კისრის მალების მოტეხილობა

·          სამუშაოს გამოცვლა

·          აგრესიული ქმარი

·          საპატიმრო

·          უნაყოფობა

·          ცისტიტი

·          გაზის ქურის აფეთქება

·          კლაუსტროფობია

·          ავადმყოფობა

·          დეპრესია მშობიარობის შემდეგ

·          ნევროზული მდგომარეობა გამოცდის წინ

·         სასიკვდილო ავადმყოფობა

·         ხერხემლის დისკოსთან დაკავშირებული პრობლემები

·         განქორწინება

·         მანოპაუზა

·         უხერხული დავარდნა

·         ტრავმა რაგბოს თამაშის დროს

·         გაუპატიურება

·         მანქანების შეჯახება

·         თავის ტკივილები

·         ტკივილი ზურგის არეში

·         მასტექტომია

·         ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები

·         გამოცდა მართვის უფლების ასაღებად

·           კატის სიკვდილი

·           შტატების შემცირება

·           თივის ცხელება

·           ვერტიგო

·           გახშირებული გულისცემა

·           სხვა საცხოვრებელ ადგილზე გადასვლა

·           ასთმა

·           პენსიაზე გასვლა

·           მუცლის მოშლა

შესაბამისად დანიშნული მკურნალობისას. სწორი დოზირებით, სწორად განსაზღვრული დროის განმავლობაში, ბეზნოდიაზეპინებს სარგებლობის მოტანაც შეუძლიათ. მათ შეუძლიათ, რომ ადამიანს მისცენ მეტად ღირებული, გარკვეული დროით, სულის მოთქმისა და შესვენების საშუალება, როდესაც ემოციური კრიზისი უკვე აუტანელი ხდება. თუმცა, ამ წამლების წარმოების მძლავრი ჯაჭვი, მათი წინ წამოწევა და არასწორი დანიშნულება, დაღს ასვამს მათ სათანადო გამოყენებას

ანტიდეპრესანტები

დეპრესის ბევრი ფორმა აღმოცენებულია სრულიად განსხვავებული ფაქტების მონაცვლეობაზე, „სევდიდან“ დაწყებული, ცხოვრებისეულ სიტუაციებთან გამკლავების უუნარობამდე და თავის მოკვლის მიდრეკილებამდე. მდგომარეობების მთელ ამ სპექტრს ზედმეტად ხშირად წამლებით მკურნალობენ – იმისდა მიუხედავად, რაციონალურია ასეთი თერაპია თუ პირიქით.
ყოველთვის არაა ადვილი დეპრესიის ისეთი ფორმების დადგენა, როდესაც განართლებული იქნება ფარმაკოთერაპია. სოციალური, ეკონომიური და ფიზიკური ფაქტორები – ყველა მათგანს შეუძლია გარკვეული როლის შესრულება დეპრესიის განვითარებაში. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგენილი იქნება სიმპტომების ბუნება დეპრესიის მიზეზები, შეიძლება განხილულ იქნას ანტიდეპრესანტებით მკურნალობის მიზანშეწონილობა [62]. „შესაძლებელია, რომ ერთი ჯგუფის პაციენტებს ინდივიდუალური ან ჯგუფური ფსიქოთერაპია ესაჭიროებათ, ხოლო სხვებში დადებითი შედეგი მიიღება სპეციალისტთან კონსულტაციით ან წამლებით, ზოგიერთს, შესაძლოა, რომ ახალი სახლი ან 50 000 გირვანქა სტერლინგის  ჩეკი სურდეს, კიდევ სხვებს კი ახალი ცოლი ან ქმარი უნდოდეთ – აუცილებელია ყველა მათგანისათვის მოდუნების სწავლება [63]. გარდა ამისა, ადამიანების 30%-ს შეიძლება უშველოს პლაცებომ [64], ხოლო დეპრესიის დროს სპონტანური გაუმჯობესება დგება ადამიანების მინიმუმ ერთ მეოთხედში ავადმყოფობის დაახლოებით პირველი ერთი თვის ან მახლობელ პერიოდში, ხოლო ნახევარზე მეტ პაციენტებში – რამდენიმე თვის განმავლობაში [65].
მაგრამ, ყველაფერი ამის მიუხედავად, ანტიდეპრესანტები – პოპულარული წამლებია. აშშ-ში  მათი დანიშნულების რაოდენობას ტრანკვილიზატორების შემდეგ მეორე ადგილი უკავია: ექიმები ყოველწლიურად არანაკლებ 34 მილიონზე რეცეპტს წერენ [66].
არსებობს ანტიდეპრესანტების სამი ძირითადი ტიპი: ტრიციკლური და სხვა ციკლური წარმოებულები, რომლებიც ყველაზე ფართოდ გამოიყენებიან; მონოამინოოქსიდაზის ინჰიბიტორები; და მეორე თაობის უფრო ახალი წამლები, ისეთები, როგორებიცაა ტრაზოდონი, ფლუოქსეტინი და სერტრალინი.
ბევრი ანტიდეპრესანტი ბაზარზე უკვე სამ ათეულ წელზე მეტია, რაც გამოტანილია. მათ შორისაა – ტრიციკლური იმიპრამინი (ტოფრანილი) და ამიტრიპტილინი (დომიკალი, ელავილი) და მონოამინოოქსიდაზის ინჰიბიტორი ტრანილციპრომინი (პარნატი). 1950-იანი  წლების ბოლოს მათ ისეთი სტიმულატორებიის ადგილი დაიკავეს, როგორებიცაა ამფეტამინები. მიუხედავად ძირითად ტრიციკლურ ბირთვზე ჩატარებული მანიპულაციებისა, რაც  მრავალი ახალი განსხვავებული წამლის შექმნის საფუძველი გახდა, ანტიდეპრესანტების ეფექტურობის საერთო სპექტრი არ შეცვლილა [67]. ანუ, ერთი ექიმის სიტყვებით, „1958 წლიდან, როდესაც პირველად გამოაცხადეს დეპრესიის მდგომარეობისას იმიპრამინის ეფექტურობის შესახებ, არ არსებობდა მეტ-ნაკლებად ფართო ცნობები რომელიმე სხვა ანტიდეპრესანტის უფრო მეტი ეფექტურობის შესახებ“ [68].
ფარმაცევტული წარმოება აყენებს არგუმენტებს, რომ სხვადასხვა, მაგრამ შინაარსობრივად მსგავსი წამლების გამოყენება, საშუალებას აძლევს ექიმებს ამოირჩიონ მათგან ყველაზე შესაფერისი, მათზე პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის გათვალისწინებით. არჩევანის ერთ-ერთი მეთოდია წამლის გვერდითი ეფექტების საფუძველზე შერჩევა. თუმცა, წამლების მრავალფეროვნება არ იძლევა დიდი არჩევანის საშუალებას. ყველა ტრიციკლური წარმოებული იწვევს ქოლინოლიტიკურ ეფექტებს: სიმშრალეს პირში, არამკაფიო მხედველობას, კუჭის შეკრულობებს, შარდვის გაძნელებას. სხვა ეფექტების რიცხვში შედიან: სედატიური ეფექტი, ეპილეფსიური გულყრების პროვოცირება, კანკალი, გულის რევის შეგრძნება, ჰიპომანია და შეგნების აღრევა. ასევე იყო ცნობები გულ-სისხლძარღვთა სისტემის რეაქციაზე, სისხლის დაბალი წნევის ჩათვლით [69].
მონოამინოოქსიდაზის ინჰიბიტორებს ასევე შეუძლიათ ძლიერი გვერდითი ეფექტების გამოწვევა. „მონოამინოოქსიდაზის ინჰიბიტორების პოტენციური ტოქსიური ეფექტები უფრო მრავალფეროვანია და ასევე პოტენციურად უფრო სერიოზული, ვიდრეს ეს გააჩნიათ იმ სხვა თერაპიული საშუალებების ჯგუფების უმრავლესობას, რომლებიც ფსიქიატრიული ავადმყოფების მკურნალობისას გამოიყენება“ [71]. ისინი სახიფათოდ ურთიერთქმედებენ კვების მრავალ პროდუქტთან და სხვა წამლებთან, რითაც სისხლის წნევის მკვეთრ მომატებას იწვევენ [72]. აუცილებელია განასკუთრებული დიეტის დაცვა. უფრო ნაკლებად სერიოზულ ეფექტებს განეკუთვნებიან: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ეაკულაციისა და მოშარდვის შეკავება, კუჭის შეკრულობები, მოთენთილობა და მალე დაღლა, სიმშრალე პირში, არამკაფიო მხედველობა და კანზე გამონაყარები [73]. წამლების მიღების შეწყვეტა – და ეს სხვა ანტიდეპრესანტებსაც ეხება – უნდა ხდებოდეს თანდათანობით. უეცარი შეწყვეტას მთელი რიგი სიმპტომების გამოვევა შეუძლია, გულის რევის შეგრძნების, ღებინების, მადის დაკარგვის, ტავის ტკივილის, უძილობისა და შიშის და შფოთვების ჩათვლით [74]. უძილობას, შიშებსა და შფოთვებს, შესაძლოა მაინც ჰქონდეთ ადგილი, თუნდაც წამლების მიღების შეწყვეტა თანდათანობით მოხდება [75].
თუმცა საყოველთაოდ მიღებულია აზრი, რომ მონოამინოოქსიდაზის ინჰიბიტორები, „როგორც ჩანს, არ მიეკუთვნებიან საუკეთესო საშუალებებს ფსიქოტური დეპრესიების უმრავლესობის სამკურნალოდ“, მაგრამ მათ მაინც გააჩნიათ  შეზღუდული გამოყენება „არატიპიური“ სიმპტომების მქონე გარკვეულ პაციენტებში [76]. მიუხედავად ამისა, მონოამინოოქსიდაზის ინჰიბიტორებთან და  პირველ ტრიციკლურ წარმოებულებთან დაკავშირებული სირთულეები აღმოჩნდნენ სტიმულები გამოკვლევებისათვის ახალი წამლების შესაქმნელად.

ახალი თაობა: ,,გარღვევა თუ ჩავარდნა“

1988 წლის იანვარში ფირმა Eli Lilly-მა გამოუშვა ერთ-ერთი ასეთი ახალი წამალი ფლუოქსეტინი (საფირმო სახელწოდება – პროზაკი).
ფლუოქსეტინს ძლიერი გვერდითი ეფექტების გამოწვევა შეუძლია, ისეთების, როგორიცაა უკონტროლო მოძრაობები, ანტიდიურეზული ჰორმონის უადგილო გამოყოფა, შრატოვანი დაავადება, სასქესო ფუნქციების დარღვევა, ენაბლუობა, ტიკი, სმენის დაკარგვა, მანიაკალური ეპიზოდები, პარანოიდალური რეაქციები და თვითმკვლელობისაკენ ინტენსიური მიდრეკილება. ის ასევე სახიფათოდ ურთიერთქმედებენ სხვა ფსიქოტროპულ წამლებთან [83].
ცნობებმა თვითმკვლელობისაკენ მომატებული ტენდენციების შესახებ, ყურადღება ფლუოქსეტინისაკენ მიაპყრო [84]. თუმცა შეიძლება კამათი იმაზე, როგორ ამას ზემოხსენებული ფირმა აკათებდა. რომ თვითონ დეპრესია იწვევს სუიციდალურ ტენდენციებს, ამ წამლის მიღებამდე არც ერთი პაციეენტი არ განიცდიდა ლტოლვას თვითმკვლელობისაკენ. აშშ-ი ფირმა Lilly-ს წინააღმდეგ 70 სარჩელი იყო შეტანილი, მაგრამ არც ერთი მათგანი სასამართლომდე არ მისულა. ამ ფირმამ ასევე წარმოადგინა ბრალდების მტკიცებულებები იმ საქმეებთან დაკავშირებით, სადაც დამნაშავე მოპასუხენი ამტკიცებდნენ, რომ პროზაკის გამოყენებამ აიძულა ისინი ძალადობა ჩაედინათ. დაცვის ეს არგუმენტები აცილებულ იქნა ყველა საქმის მოსმენის დროს [85].
1991 წლის სექტენბერში, აშშ-ს ფსიქოფარმაკოლოგიური წამლების საკონსულტაციო კომიტეტის სხდომაზე გადაწყდა, რომ არ არსებობს „დამაჯერებელი მტკიცებულებები“ იმ დასკვნის სასარგებლოდ, რომ ანტიდეპრესანტების საერთოდ და, კერძოდ პროზაკის გამოყენება, იწვევს სუიციდალური აქტების ან სხვა აგრესიული მოქმედების სხვადასხვა სახეების ინტენსიფიკაციის გამოვლინებას [86]. თუმცა, ასეთ უპირობო აზრს კომიტეტის ყველა წევრი არ იზიარებდა. ზოგმა მათგანმა შეიტანა წინადადება, რომ „ შესაძლოა, საჭირო გახდეს დამატებითი გამოკვლევები მაღალი რისკის ჯგუფის პოტენციური პაციენტების გამოსავლენად“ [87].
თუმცა, მრავალი პაციენტი ირებდა ფლუოქსეტინს ხანგრძლივი დროის განმავლობაში, 4-5 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე კონტროლირებად გამოცდებში მისი ეფექტურობის შეფასება არ ჩატარებულია. არ ჩატარებულა საკმარისად დამაჯერებელი ანალიზი მისი გრძელვადიანი სარგებლობისა და შესაძლო აბსტინენციის ზეგავლენის შესახებ. კიდევ ერთი შემაშფოთებელი ფაქტია მის მიერ გამოწვეული გვერდითი ეფექტების პროფილი, რომლებიც გვანან უსაფრთხოების თვალსაზრისით კლინიკიდან უკვე  ამოღებული ისეთი წამლების გვერდით ეფექტებს, როგორებიცაა ფირმა Astra-ს მიერ წარმოებული ზელმიდი (ზიმელდინი), ფირმა Hoechst-ის წარმოებული მერიტალი (ნომიფენსინი) და ტრიფტოფანი.
საპრეზენტაციო მასალების მიერ შეცდომაში შეყვანის შედეგად ფლუოქსეტინის გადაჭარბებული მოხმარებამ, შესაძლოა, რომ „სერიოზული გვერდითი ეფექტების სიჭარბე“ გამოიწვიოს [89].
ანტიდეპრესანტების უფრო ახალი თაობის როლია – იყვნენ მეორე რიგის ალტერნატიული პრეპარატები, მაშინ, როდესაც უფრო ადრეული წამლებს არ გააჩნიათ ეფექტები დეპრესიის მძიმე ფორმებით დაავადებულ პაციენტებზე. „ამიტომაც, პერსპექტივაში ძნელი წარმოსადგენია ფლუოქსეტინის ფართო მოხმარების წარმოდგენა… ახლად გამოწვეყნებული ცნობები, პრაქტიკაში ახლად მიღებული ანტიდეპრესანტების მოქმედების შესახებ გვახსენებენ, რომ მათგან მხოლოდ რამდენიმეა ნამდვილად ნოვატორული“ [90]. მთლიანობაში, „არც ერთ შემთხვევაში არ იქნა დამტკიცებული, რომ ახალი ანტიდეპრესანტის მოქმედება აჭარბებს ტრიციკლური პრეპარატების ეფექტურობას [91]. გარმა ამისა, კვლავინდებურად ჩნდება  ახალი ინფორმაციები გვერდითი ეფექტების შესახებ. ცხრილში 27.2 განზოგადებულია ასეთი ინფორმაციები ზოგიერთი უფრო ახალი ანტიდეპრესანტების შესახებ.

ზოგიერთი უფრო ახალი ანტიდეპრესანტის გვერდითი ეფექტები

წამალი

შენიშვნები

ვილოქსაზინი

ანტიდეპრესიული ეფექტები მცირედით განსხვავდებიან სტანდარტული წამლების ასეთივე ეფქტებისაგან; მის სარგებლიანობას ამცირებს გულის რევის შეგრძნება, რომელიც იკვეთება დოზირების შეცვლის შედეგად

მაპროტილინი

გვერდით ეფექტებს შორისაა – გამონაყარი და კრუნჩხვები; საჭიროებს გულდასმით დაკვირვებებს

მიანსერინი

იყო ცნობები სისხლში ისეთი ცვლილებების შესახებ, როგორებიცაა აპლასტიური ანემია და აგრანულოციტოზი; ღვიძლის ფუნქციების დარღვევის შემთხვევები; ასევე საჭიროებს გულდასმით დაკვირვევებს

ტრაზოდონი

აღინიშნებოდა პრიაპიზმი (სასქესო ასოს ერექცია, რომელიც არ ქრება)

ფლუვოქსამინი

ტიპიური ეფექტების გულის რევის შეგღზნება და ღებინება, იყო ცნობები კრუნჩხვების შესახებაც

ფლუქსეტინი

იყო ცნობები გულის რევის შეგრძნებებისა  და უფრო სერიოზული გვერდითი მოვლენების შესახებ; შეფასება ჯერ ძალიან ნაადრევია

სერტრალინი

შეფასება ჯერ ძალიან ნაადრევია

ლიტერატურა: Feefy, J. (ed.), New Drugs, London, British Medical Journal, 1991, ррЗОЗ-5; ВМА and the Royal Pharmaceutical Society of Great Britain, British National Formulary, London, ВМА and The Pharmaceutical Press, No 23, Mar 1992, pp151-2.

მაგრამ არსებობს წამლების ალტერნატივებიც: „ადამიანთა უდიდესი უმრავლესობა ძლევს დეპრესიას, ფსიქიატრიის დახმარების გარეშეც. ისინი ამას აღწევენ თავისი შინაგანი ძალის, კითხვისა და და ფიქრის, მეგობრობისა და სიყვარულის, მუშაობისა და დასვენების, რელიგიის, ხელოვნების, მოგზაურობების, ოჯახში საყვარელი არსებების საშუალებებითა და დროთა განმავლობაში – ყველა იმ ამოუწურავი ხერხებით, რომლებიც ადამიანს იმიტომაც აქვს, რომ გაიმაგროს თავისი სული და გადალახოს დანაკარგები“ [92].

ნეიროლეპტიკები

მრავალი მილიონი ადამიანი, როგორც ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, ისე მათ ფარგლებს გარეთ, მკურნალობს ნეიროლეპტიკური საშუალებებით (ძლიერი ტრანკვილიზატორებით ან ანტიფსიქოტიკები) ისეთი მდგომარეობების დროს, როგორიცაა შიზოფრენია და სხვა მძიმე ფსიქიატრიული დარღვევები. ეს წამლები თავის თავში გვერდითი მოვლენების სერიოზული რისკის მატარებლები არიან – მოგვიანო დისკინეზიის ჩათვლით, რომელიც, შესაძლოა, შეუქცევადიც კი აღმოჩნდეს [93]. ისინი „ვერანაირად ვერ კურნავენ“ იმ მდგომარეობებს, რომელთა დროსაც გამოიყენებიან; პირიქით, ყველაზე საუკეთესოა მათი განხილვა ისეთ საშუალებებად, რომლებსაც „შეუძლიათ მძიმე ფსიქოზის შეტევის ხანგრძლივობის შემცირება და გაზარდოს რეციდივებს შორის ინტერვალი“ [94].
ფარმაკოლოგიის ერთ-ერთ საუკეთესო სახელმძღვანელოში ნაჩვენებია, რომ  ადამიანების ცოდნა წამლების გამიყენების შესახებ ფსიქიური და ქცევითი დარღვევებისას „იმყოფება ჩანასახოვანი განვითარების სტადიაში. რაც შეეხება ფარმაკოთერაპიას, პრაქტიკულად არაფერი არ არის ცნობილი ფსიქიური დაავადებების მიზეზების შესახებ  ან კიდევ, თუ რომელ და რამდენ წამალს შეუძლია სიმპტომების შემსუბუქება, თუმცა მრავალი ფარმაკოლოგიური ფაქტია ცნობილი… გარდა ამისა, ნამდვილად არ არის საკმარისი კორექტულად ჩატარებული თერაპევტული გამოცდება, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გასარკვევად, თუ რა შეუძლიათ წამლებს“ [95].
კიდევ სხვა იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მხოლოდ ამ წამლების გამოყენება „არ ქმნის ფსიქოტონური პაციენტების ოპტიმალური მკურნალობის მიმდინარეობას. მნიშვნელოვანი სამედიცინო უნარ-ჩვევები გამოიხატება მწვავე მდგომარეობების დროს გადაუდებელ დახმარებაში, ამავე მწვავე მწვავე სტადიების დროს ფსიქოტონური პაციენტების დაცვასა და მხარდაჭერაში, და ასევე იმ მეთოდების ათვისებაში, რომლებიც გამოიყენება მათი გრძელვადიანი მკურნალობისა და რეაბილიტიციის პროცესში“ [96].

დამოკიდებულების წრის გარღვევა

ნეიროლეპტიკური საშუალებების გამოყენების ისტორია აჩვენებს, რომ მის  რამდენიმე სხვადასხვა ეტაპზე  აუცილებელია მარეგლამენტირებელი კონტროლი. კლინიკურ დონეზე აუცილებელია ახალი წამლების გამოსაცდელად კორექტულად დაყენებული გამოცდები, განსაკუთრებით აღმატებული რისკის ჯგუფებს – ქალებსა და ხანდაზმულ ადამიანებს – შორის. გასაყიდად ნებართვის გაცემის დროს აუცილებელია წამლებზე მოთხოვნილების გათვალისწინებაც. ამ შემთხვევაში დახმარების გაწევა შეუძლია გვერდითი ეფექტების მონიტორინგსა და მათზე ეფექტურ რეაგირებებს. ასეთივე სარგებლობის მოტანა შეუძლია უფრო მეტი სიფრთხილით დანიშვნას, რათა გამოირიცხოს წამლების, რაოგორც პალიატიური საშუალებების, გამოყენება იმ შემთხვევებში, როდესაც სოციალური დახმარებაა საჭირო. ამისათვის კარგი დასაწყისი იქნებოდა მაღალხარისხოვანი ინფორმაციის უზრუნველსაყოფად გატარებული მკაცრი ზომები და საპრეზენტაციო მასალების ცუდი ხარისხის გამო დაწესებული მკაცრი სანქციები.

სამოქმედო რეკომენდაციები

1.    აუცილებლობას წარმოადგენს ბარბიტურატების შემცველი  კომბინირებული პროდუქტების აკრძალვა. მრავალკომპონენტია ბარბიტურატები ამოღებულ უნდა იქნას ჩვეულებრივი ფარმაცევტული ბაზრიდან, და მათი მოხმარება მკაცრად უნდა იქნას შემოფარგლული ანესთეზიით, კრუნჩხვების საწინააღმდეგო თერაპიის განსაზღვრული სახეებით და, ასევე, შეზღუდული უნდა მათი მოხმარება იმ ხანდაზმული პაციენტების მიერ. რომლებიც ამ წამლებს უკვე იღებენ გარკვეული დროის განმავლობაში.
2.    ბენზოდიაზეპინები უნდა დაენიშნოს მხოლოდ შიშებისა და შფოთვების ძლიერი სიმპტომების დროს, ან ძილის მძიმე დარღვევების სამკურნალოდ, და, ამავე დროს, დროის მხოლოდ მაქსიმალურად მცირე მონაკეთში და მაქსიმალურად დაბალი დოზებით. მათი მოხმარება ხანდაზმულ ადამიანებში უნდა შეიზღუდოს
3.    მთავრობებმა უნდა გაამკაცრონ კონტროლის ზომები, რათა არ დაუშვან რეცეპტის გარეშე ბენზოდიაზეპინების ჯგუფის ტრანკვილიზატორების გაყიდვა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ბაზარზე ბენზოდიაზეპინების წინ წამოწევას, რათა არ იქნას სტიმულირებული მათი გადაჭარბებული მოხმარება.
4.    საჭიროა დამუშავდეს ეროვნული და ადგილობრივი ცნობარები და სახელმძღვანელოები შიშებისა და შფოთვების მდგომარეობის, უძილობისა და დაპრესიის მკურნალობის თერაპიული პრაქტიკის შესახებ. ყველა შესაძლო შემთხვევაში წახალისებულ უნდა იქნას მკურნალობის არამედიკამენტური ფორმები.
5.    მთავრობებმა და სამედიცინო მუშაკთა ასოციაციებმა უნდა უზრუნველყონ პაციენტებისა და მედიკოსებისათვის ობიექტური ინფორმაციის არსებობა ფსიქტროპული წამლების რაციონალური გამოყენების შესახებ, ამ წამლებზე დამოკიდებულების ჩამოყალიბების რისკის შესახებ ადეკვატური გაფრთხილებების ჩათვლით.


ლიტერატურა

1. Chaudhary, V., “Experts urge sleeping pill ban be lifted”, Guardian (London), 15 Apr 1993, p2.
2. Fitzsimons, C., “Addicts to sue over “happy pill” misery”, Observer (London), 14 Feb 1988.
3. FIND/SVP, The Market for Psychotropic Drugs, New York, FIND/SVP, 1992, cited in: Anon., “Psychotropic sales $7.6 bill by 1996?”, Scrip, No 1720, 22 May 1992, p26.
4. Management and Marketing Corporation, US Psychotherapeutic Agents Rx Strategies: Trends, Strategies, Threats and Opportunities,
Stamford, СТ., Management and Marketing Corporation, 1992.
5. Medawar, С., Power and Dependence, London, Social Audit, 1992, pp8-25.
6. Ibid, p58.
7. Ibid, p69.
8. Lacey, R., The Complete Guide to Psychiatric Drugs, London, Ebury, 1991, p37.
9. Parish, P., Medicines: a guide for everybody, London, Penguin (6th edn, revised), 1989, p68.
10. Peely, J. (ed.), New Drugs, London, British Medical Journal, 1991, pp297-8.
10a. Hartog, R. Barbiturate Combinations: Risks without Benefits, Bielefeld, BUKO Pharma-Kampagne and Health Action International, 1993.
11. Parish, op cit, p68.
12. Medawar, op cit, p73.
13. BMA and the Royal Pharmaceutical Society of Great Britain, British National Formulary, London, BMA and The Pharmaceutical Press, No 23, Mar 1992, p139.
14. Gaudreault, P., Guay, J., et al, “Benzodiazepine poisoning: Clinical and pharmacological considerations and treatment”, Drug Safety, Vol 6, No 4, 1991, pp247-65.
15. Winger, G., Tranquillizers: The Cost of Calmness, London, Burke, 1988, p27.
16. Hollister, L.E., Mortzenbecker, P.P., et al, “Withdrawal reactions from chlordiaze-poxide (Librium), Psychopharmacologia, Vol 2, 1961, pp63-8.
17. Blenkinsopp, A. and Panton, R., Health Promotion for Pharmacists, Oxford, Oxford University Press, 1991, pl83.
18. Votey, S.R., Bosse, G.M., et al, “Flumazenil: a new benzodiazepine antagonist”, Annals of Emergency Medicine, Vol 20, Feb 1991, ppl81-8.
19. Parish, op cit, p65.
20. Wolfe, S.M., Fugate, L., et al, Worst Pills Best Pills, Washington, Public Citizen Health Research Group, 1988, pl49.
21. Cumming, R.G., Miller, J.P., et al, “Medications and multiple falls in elderly people: the St Louis OASIS Study”, Age and Ageing, Vol 20, 1991, pp455-61.
22. Jerram, Т.С., “Hypnotics and sedatives”, in: Dukes, M.N.G. and Beeley, L., (eds), Side Effects of Drugs Annual 14, Amsterdam, Elsevier, 1990, p35-44.
23. Quoted in Medawar, op cit, p201.
24. Steinberg, J., quoted in Breggin, P. Toxic Psychiatry, London, Fontana, 1993, p305.
25. Andrews, G., “The management of anxiety”, Australian Prescriber, Vol 14, No 1, 1991, ppl7-19.
26. Cohen, S.I., “Are benzodiazepines useful in anxiety?”, Lancet, 7 Nov 1978, pl080.
27. Winger, op cit, p27.
28. Lacey, op cit, p22.
29. Medawar, op cit, p113.
30. BMA and the Royal Pharmaceutical Society of Great Britain, op cit, pl33.
31. Anon, “Media attention for council statement on BZDs”, Pharmaceutical Journal, Vol 243, 1989, p209.
32. Anon., “Psychotropic drug prescribing in children”, Scrip, No 1590, 13 Feb 1991, p23.
33. Summers, R.S., Schutte, A., Summers, В., “Benzodiazepine use in a small community hospital”, South African Medical Journal, Vol 78, 15 Dec 1990, p724.
34. Anon., “French benzodiazepine report calls for change”, Scrip, No 1587, 1 Feb 1991, p4.
35. Anon., “Psychotropic misprescribing in Spain”, Scrip, No 1618, 22 May 1991, p9.
36. Gaudreault, et al, op cit.
37. Lacey, op cit, p19.
38. Ashton, H., “Psychotropic drug prescribing for women”, British Journal of Psychiatry, Vol 158 (Suppl. 10), 1991, ррЗО-5.
39. Medawar, op cit, pll2
40. Anon., “Upjohn’s CNS sales down”, Scrip, No 1776, 4 Dec 1992, p11.
41. Anon., “Buspirone and gepirone – an expanding role in psychiatry?”, Scrip, No 1482, 24 Jan 1990, p24.
42. Parish, op cit, p64.
43. Physicians’ Desk Reference, Oradell, NJ, Medical Economics Company, 44th edn, 1990, pl308.
44. Breggin, op cit, p311.
45. Anon., “Zopiclone: another carriage on the tranquilliser train”, Lancet, Vol 335, 3 Mar 1990,
pp507-8.
46. Anon., “Zopiclone (Zimovane) and neuro-psychiatric reactions”, Current Problems, No 30, Dec 1990, p2.
47. Anon., “No serious adverse reactions?”, Utusan Konsumer, Jan 1993, pl5.
48. Ghodse, H., and Khan, I. (eds), Psychoactive Drugs: Improving Prescribing Practices, Geneva, WHO, 1988, p15.
49. Birley, J.L.T., “Drug advertisements in developing countries”, Lancet, 28 Jan 1989, p220.
50. López Linares, R. and Phang Romero, C., Promoviendo la Salud о los Negocios?, Chimbote, Acción para la Salud, 1992, p11.
51. Anon., Scrip, No 1587, op cit, p4.
52. Breggin, op cit, p330.
53. Feely, op cit, p300.
54. Joldal, В. “Selecting drugs on the basis of need”, World Health Forum, Vol 6, 1985, pp67-9.
55. Bruun, К., (ed.), Controlling Psycho tropic Drugs – The Nordic Experience, London, Croom Helm, 1983, p255.
56. Collier, J., The Health Conspiracy, London, Century Hutchinson, 1989, p20.
57. Medawar, op cit, ppl76-80.
58. Ridley, H., Drugs of Choice, London, Social Audit, 1986, p8.
59. Ramster, D., Barber, A.J., et al, “A policy on benzodiazepines”, Lancet, 12 Dec 1987, pl406.
60. Brahams, D., “Benzodiazepine overprescribing: successful initiative in New York State”, Lancet, Vol 336, 1 Dec 1990, pp1372-3.
61. Shader, R.I., Greenblatt, D.J., et al, “Appropriate use and regulatory control of benzodiazepines”, Journal of Clinical Pharmacology, Vol 31, 1991, pp781-4.
62. Feely, op cit, p301.
63. Parish, op cit, p74.
64. Matthews, K. and Eagles, J.M., “Which antidepressant?”, British Journal of General Practice, Vol 41, Mar 1991, pp123-5.
65. Breggin, op cit, p194.
66. Ibid, pl86.
67. Matthews and Eagles, op cit.
68. Rand, E.H., “Choosing an antidepressant to treat depression”, American Family Physician, Mar 1991, pp847-54.
69. Feely, op cit, p306.
70. Breggin, op cit, p188.
71. Gilman, A.G., Rail, T.W., Nies, A.S., and Taylor, P., Goodman and Gilman’s The Pharmacological Basis of Therapeutics, New York, Pergamon Press, (8th edn) 1990, p416.
72. BMA and the Royal Pharmaceutical Society of Great Britain, op cit, p156.
73. Gilman, et al, op cit, p416.
74. BMA and the Royal Pharmaceutical Society of Great Britain, op cit, p151.
75. Henry, J. (ed.), The British Medical Association Gu ide to Medicines & Drugs, London, Dorling Kindersley, (2nd edn) 1991, p80.
76. Feely, op cit, p307.
77. Breggin, op cit, p199.
78. Anon., “US group warnings on Prozac”, Scrip, No 1533, 20 Jul 1990, p26.
79. Anon., “Top 20 products in 1992”, Scrip, No 1812/13, 16/20 Apr 1993, p29.
80. Anon., “US FDA panel on Prozac – effect on litigation”, Scrip, No 1656, 2 Oct 1991, p21.
81. Potter, W.Z., Rudorfer, M.V., et al, “The pharmacological treatment of depression”, New England Journal of Medicine, Vol 325, 29 Augl991, pp633-42.
82. Breggin, op cit, p200.
83. Levinson, M.L., Lipsy, R.J. and Fuller, D.K., “Adverse effects and drug interactions associated with fluoxetine therapy”, DICP, The Annals of Pharmacotherapy, Vol 125, Jun 1991, pp657-61.
84. Teicher, M.H., Glod, C., et al, “Emergence of intense suicidal preoccupation during fluoxetine treatment”, American Journal of Psychiatry, Vol 147, 1990, pp206-10.
85. Anon., “Prozac claims”, Lancet, Vol 338, 3 Aug 1991, p307.
86. Ahmad, S.R., “USA: fluoxetine ‘not linked to suicide'”, Lancet, Vol 338, 5 Oct 1991, pp875-6.
87. Anon., Scrip, No 1656, op cit, p21.
88. Breggin, op cit, p208.
89. Anon., “Dr Moebius attacks Prozac enthusiasm”, Scrip, No 1517, 25 May 1990, p27.
90. Potter, et al, op cit.
91. Feely, op cit, p303.
92. Breggin, op cit, p211.
93. Ibid, pp57-83.
94. Monon, I., Hall, J. and Halliday, J., Tranquillisers: The comprehensive guide, London, Bloomsbury, 1992, ppxvi-xvii.
95. Laurence, D.R. and Bennett, P.N., Clinical Pharmacology, Edinburgh, Churchill Livingstone, (6th edn), 1987, p362.
96. Gilman, et al, op cit, p402.
97. Wolfe, et al, op cit, p159.