სამკურნალო საშუალებების ექსკრეციის სხვა გზები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

სამკურნალო საშუალებების ექსკრეციის სხვა გზებს (მაგალითად ექსკრეცია ოფლთან, ცრემლთან, ვაგინალურ სეკრეტთან ერთად) არ გააჩნიათ არსებითი პრაქტიკული მნიშვნელობა. ოფლთან ერთად პრეპარატების დაჩქარებული გამოყოფა აღინიშნება გამოხატული ოფლიანობის, სიმპათიკური ნერვული სისტემის ტონუსის მომატების, არტერიული წნევის უეცარი დაქვეითების დროს, თუმცა ამ შემთხვევებშიც კი, გამოყოფილი სამკურნალო საშუალებების რაოდენობა უმნიშვნელოა და არ გააჩნია პრაქტიკული ღირებულება ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების შეფასების თვალსაზრისით.
ამრიგად, შეყვანილი დოზის სტანდარტული სიდიდის პირობებში, ორგანიზმში სამკურნალო საშუალებების კონცეტრაცია დამოკიდებულია როგორც მაკროორგანიზმის მახასიათებლებზე (მაგალითად, კუჭის წვენის pH, კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის და სეკრეციის ცვლილება, ნაღველის სეკრეცია, კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსების და ჰეპატობილიარული სისტემის სისხლმომარაგება, ექსკრეციის ორგანოების მდგომარეობა), ასევე სამკურნალო საშუალებების თვისებებზე (მაგალითად, ლიპოფილურობა, პრესისტემური ელიმინაცია, მაადსორბცირებელ ნივთიერებებთან ურთიერთქმედება).
დოზირების რეჟიმის დარღვევის ან ბიოტრანსფორმაციის და გამოყოფის პროცესების შენელების შემთხვევაში შესაძლებელია აღინიშნებოდეს სამკურნალო საშუალებების დაგროვება (კუმულაცია) ორგანიზმში.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.