სამკურნალო საშუალებებით მწვავე მოწამვლების მკურნალობის ზოგადი პრიციპები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

ქიმიური ნივთიერებებით, მათ შორის სამკურნალო საშუალებებით, მწვავე მოწამვლები საკმაოდ ხშირად გვხვდება. ინტოქსიკაციები შეიძლება იყოს შემთხვევითი, წინასწარ განზრახული (სუიციდური) და პროფესიის თავისებურებებთან დაკავშირებული. ყველაზე ხშირად გვხვდება ეთილის სპირტით, საძილე საშუალებებით, ფსიქოტროპული პრეპარატებით, ნარკოტიკული და არანარკოტიკული ანალგეტიკებით, ფოსფოორგანული ინსექტიციდებით და სხვა ნაერთებით მწვავე მოწამვლები.

ქიმიური ნივთიერებებით ინტოქსიკაციების მკურნალობის მიზნით შექმნილია სპეციალური ტოქსიკოლოგიური ცენტრები და განყოფილებები. მწვავე მოწამვლების მკურნალობის პროცესში ძირითადი მიზანია ორგანიზმიდან ინტოქსიკაციის გამომწვევი ნივთიერების მოცილება. პაციენტების მძიმე მდგომარეობის შემთხვევებში, ამას აუცილებლად წინ უნდა უძღვოდეს ზოგადთერაპიული და რეანიმაციული ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია სასიცოცხლო მნიშვნელობის სისტემების – სუნთქვის და სისხლის მიმოქცევის – ფუნქციონირების უზრუნველყოფისკენ.
დეტოქსიკაციის პრინციპები მდგომარეობს შემდეგში. უპირველეს ყოვლისა, უნდა შევაჩეროთ ნივთიერების შეწოვა ორგანიზმში მისი შეყვანის დროს. თუკი მოხდა ნივთიერების სრულად ან ნაწილობრივ შეწოვა, აუცილებელია ორგანიზმიდან მისი გამოყოფის დაჩქარება, აგრეთვე ანტიდოტების გამოყენება მისი გაუვნებელყოფის და არასასურველი ეფექტების აღმოფხვრის მიზნით.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.