პოსტის გამოქვეყნების დროის დაყენება

WordPress – კონსულტაციები

ჩვეულებრივ, ახალი პოსტის შექმნისას სისტემა თვითონ ავტომატურად აფიქსირებს მიმდინარე თარიღს; თარიღის შეცვლა შეიძლება შემდეგნაირად: – ახალი პოსტის შექმნის რეჟიმში, მარჯვენა სვეტში არის ,,გამოქვეყნება დაუყოვნებლივ” და ,,ჩასწორება” .

თუ გვინდა თარიღის შეცვლა, ვაკლიკებთ ,,ჩასწორებაზე” და ჩავწერთ სასურველ თარიღს და ბოლოს ,,განახლება

 თუკი თქვენ მოამზადეთ პოსტი და მისი გამოქვეყნება გსურთ, დავუშვათ, 5 დღის შემდეგ, გამოიყენებთ ამ მექანიზმს.

მიაქციეთ ყურადღება! თუკი ძველ, უკვე გამოქვეყნებულ პოსტს შეუცვლით თარიღს, ეს აისახება მის URL-ში, ანუ პოსტის მისამართი შეიცვლება. (ცხადია, ეს იმ შემთხვევაში, თუკი ამ საიტის პოსტების მისამართში ჩანს პოსტის გამოქვეყნების თარიღი).