ნათიშვილი ალექსანდრე

ნათიშვილი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე (1878-1959)-ქართველი ანატომი; დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკუტეტი 1905 წ. 1918 წლიდან იყო თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ნორმალური ანატომიის კათედრის გამგე; მანვე შექმნა პლასტიკური ანატომიის კათედრა სამხატვრო აკადემიაში (1924), შინაურ ცხოველთა ანატომიის კათედრა ზოოვეტერინალურ ინსტიტუტში (1932), ანატომიის კათერდა ფიზკულტურის ინსტიტუტში. 1946 წელს ორგანიზება გაუკეთა და სათავეში ჩაუდგა ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტს, რომელიც 1959 წ-დან ატარებს მის სახელს. გამოქვეყნებული აქვს 80 სამეცნიერო შრომა, რომლებიც ძირითადად ეძღვნება ნაწლავების ანატომიას. დაამუშავა ანატომიური და ჰისტოლოგიური ტერმინოლოგია ქართულ ენაზე. გამოსცა ადამიანის ნორმალური ანატომიის, პლასტიკური ანატომიისა და შინაურ ცხოველთა ანატომიის და სხვ.  სახელმძღვანელო. (Н. А. Джавахишвили,  Большая медицинская энциклопедия; 1981)

ნათიშვილი ალექსანდრე