მედიცინის ენის ”ნაციონალიზაცია”

”სამედიცინო ტერმინოლოგიის ისტორია. სამედიცინო ტერმინოლოგიის განვითარების ისტორია და  თანამედროვე ტენდენციები. სამედიცინო ტერმინოლოგიის “ევროპული ხაზის” ისტორია”, დასაწყისი იხ. >>>

ამდენად, მედიცინის  ენად იქცა ახალი ლათინური. ამ ენაზე იქმნებოდა სამედიცინო ნაშრომები. ამან თავისი დადებითი როლი ითამაშა მედიცინის განვითარებაში – მოწესრიგდა ტერმინოლოგია და დეფინიციები. ამავე დროს, თანდათან ერთიანი ”მკვდარი ენით” სარგებლობა გახდა მედიცინის დემოკრატიზაციის პროცესის შემაფერხებელი ფაქტორი.

გვიანი აღორძინების პერიოდიდან მოყოლებული ეტაპობრივად ხდებოდა სამედიცინო ენის შეწყობა ახალი ნაციონალური ენების განვითარების მოთხოვნებთან.
ფრანგმა ქირურგმა ამბრუაზ პარემ (1510-1590 წწ.) დაარღვია ლათინურ ენაზე წერის ტრადიცია, ის  თავის შრომებს წერდა სალაპარაკო ფრანგულ ენაზე. თუმცა ამ დროისათვის ლათინური ჯერ კიდევ რჩებოდა ბიოლოგიისა და მედიცინის საერთაშორისო ენად, რომლითაც ხდებოდა სამეცნიერო ნაშრომების გამოცემა, მიმდინარეობდა სწავლება და სამეცნიერო დისპუტები. ლათინური ჰარმონიულად ეთვისებოდა ნაციონალურ ენებს, როგორც თავის ტოლფასს. XIX საუკუნის შუა ხანებში ლათინური საბოლოოდ უთმობს ადგილს (სხვადასხვა ქვეყანაში – სხვადასხვა დროს) ნაციონალურ ენებს, რომლითაც  ხდება ზეპირი და წერითი სამეცნიერო ურთიერთობა. ამ დროს ლათინურს შენარჩუნებული აქვს ნომინაციური როლი ანუ ზოგიერთ სამედიცინო – ბიოლოგიურ კლასიფიკაციებში შესასწავლი ობიექტების დასახელების ფუნქცია. (ანატომია, ჰისტოლოგია, ბოტანიკა, ზოოლოგია და სხვ.)


საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე, უცვლელად და შემოკლებების გარეშე. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “ .
ნაშრომში, სათანადო მითითებით გამოყენებულია ფრაგმენტები ლადო კოტეტიშვილის ნაშრომებიდან; ქვეპარაგრაფში ”ლათინიზაციის პროცესი”, სათანადო აღნიშვნებით, გამოყენებულია ფრაგმენტები ნანა ამირანაშვილის სადისერტაციო ნაშრომიდან.

ლიტერატურა

1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.

2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.

3. ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია,ვლადიმერ ბაზიაშვილი, მანანა კიკნაძე,

სამედიციო ტერმინოლოგია აღორძინების პერიოდიდან.