პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”
არტერიული წნევის მწვავე დაწევის დროს ჰიპოტენზიის მიზეზიდან გამომდინარე შეიძლება გამოყენებულ იქნას მოქმედების სხვადასხვა მექანიზმის მქონე სამკურნალო საშუალებები, მათ შირის საგულე გლიკოზიდები, რომლებიც აძლიერებენ მიოკარდიუმის კუმშვის აქტივობას, სიმპატომიმეტური (ნორადრენალინი, მეზატონი, დობუტამინი და სხვა), დოფამინერგული (დოფამინი) საშუალებები, როლებსაც გააჩნიათ სისხლძარღვთა შემავიწროებელი და კარდიოტონური თვისებები. ძლიერ და სწრაფ პრესორულ ეფექტს იწვევს ანგიოტენზინამიდი, რომელიც ქიმიური სტრუქტურით უახლოვდება ენდოგენურ სისხლძარღვების შემავიწროებელ ფაქტორს – ანგიოტენზინ II-ს. ჰიპოტენზიის ზომიერი ფორმების დროს იყენებენ ქაფურის ნიკეტამიდის პრეპარატებს და აგრეთვე ზოგადად მასტიმულირებელ (მატონიზირებელ) საშუალებებს.
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.
- გაფრთხილება
- წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.