პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”
ჰეპარინის ანტაგონისტები წარმოადგენენ ჰემოსტატიკურ საშუალებებს. მათ მიეკუთვნება: პროტამინის სულფატი, ფიბრინოლიზის ინჰიბიტორები – ამინოკაპრონის მჟავა.
ამბენი (Ambenum), ცხოველური წარმოშობის სხვადასხვა ჰემოსტატიკური პრეპარატები,
ფიბრინოგენი – წარმოადგენს სისხლის ბუნებრივ შემადგენელ ნაწილს; იზოგენური ფიბრინული აპკი (Membranula fibrinosa isoena). ფიბრინული აპკი წარმოადგენს ფიბრინს, რომელიც მიღებულა ადამიანის სისხლის პლაზმის ფიბრინოგენიდან და გაჟღენთილია გლიცერინის წყალხსნარით.
თრომბინი (Thrombinum); თრომბინი წარმოადგენს სისხლის შემადედებელი სისტემის ბუნებრივ კომპონენტს, რომელიც ორგანიზმში წარმოიქმნება პროთრომბინისაგან, მისი თრომბოპლას-ტინით ფერმენტული აქტივაციის პირობებში;
ჰემოსტატიური კოლაგენური ღრუბელი (Spongia haemostatica collagenica). დამზადებულია კოლაგენის მასისაგან, 2% კოლაგენის ხსნარისაგან, ფურაცილინისა და ბორის მჟავის დამატებით;
ანტისეპტიკური ბიოლოგიური სანთლები (Suppositori aantiseptica biologica). შეიცავენ ხარის პლაზმის მშრალ ნარევს და თრომბოპლასტინს 0,9 გ; ლევომიცეტინს 0,02 გ, ნოვოკაინს 0,12 გ, შხამას ექსტრაქტს 0,015 გ, კაკაოს ზეთს 0,5გ და აბუსალათინის ზეთს იმ რაოდენობით, რაც საჭიროა სანთლების დასამზადებლად;
ჟელატინის ღრუბელი (Spongia gelatinosa). მიღებული კოლაგენის ნაწილობრივი ჰიდროლიზით, რომელსაც შეიცავს ცხოველების ხრტილები და ძვლები;
ანტისეპტიკური ღრუბელი კანამიცინით (Spongia antiseptica cumKanamycino). შეიცავს ჟელატინს კანამიცინის სულფატის დამატებით, ფურაცილინს, კალციუმის ქლორიდს;
ჟელპლასტანი, შედგება რქოსანის პირუტყვის გამომშრალი სისხლის პლაზმისაგან (0,49 გ), კანამიცინის მონოსულფატისაგან (0,058 გ) და საკვები ჟელატინისაგან (2,5 გ-მდე);
მცენარეული წარმოშობის ჰემოსტატიკური პრეპარატებია: მათრობელა ლაგოჰილუსი (Lagochilus inebrians Bunge). ლაგოჰილუსის ფოთლებისა და ყვავილების ნაყენი რამდენადმე აჩქარებს სისხლის შედედებას; ჭინჭრის ფოთლები (Folia Urticae). ფარსმანდუკის ბალახი (Herba Millefolii).
წალიკის ბალახი. (Herba Polygoni hydropiperis). ბოსტნის წალიკის ბალახი (Herba Polygoni persicariae). ძახველის ქერქი (CortexViurni opuli), არნიკის ყვავილები (Flores Arnicae).
თრომბწარმომქმნელ საშუალებებს მიეკუთვნება:
დეცილატი (Decilatum). სინონიმები: თრომბოვარი, Obliterol, Sotradecol, Tergitol – 4, Trombovar, Varicol და სხვ. გამოიყენება ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაფართოების კონსერვატულ მკურნალობაში.
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.
- გაფრთხილება
- წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.