წყალ-ელექტროლიტური ბალანსის და მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის რეგულატორები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

წყალ-ელექტროლიტური ბალანსისა და მჟავა -ტუტოვანი წონასწორობის რეგულატორებს მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებები (დიმეფოსფონი, კალიუმის ასპარაგინატი და სხვა), რომელთა მოქმედება მიმართულია წყლის, ელექტროლიტების (წყალ-ელექტროლიტური ბალანსი) შემცველობის და წყალბადის იონების (რომლებიც ძირითადად განაპირობებენ მჟავა-ტუტოვან წონასწორობას) კონცენტრაციის კორექციაზე. ჰომეოსტაზის ეს ძირითადი ფაქტორები ნარჩუნდება და რეგულირდება სასუნთქი, გამომყოფი და ენდოკრინული სისტემების ურთიერთდაკავშირებული მოქმედებით. წყლის ან ელექტროლიტების (ნატრიუმის, ქლორის, ჰიდროკარბონატის, კალიუმის, მაგნიუმის, ფოსფორის და სხვა) ნებისმიერმა, თუნდაც უმნიშვნელო ცვლილებებმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა.   მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის დარღვევის კორექცია მიმართულია ძირითადად აციდოზის ან ალკალოზის, აგრეთვე კათიონური დისბალანსის ლიკვიდაციაზე.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.