ჩვეულებრივი ბეგქონდარას აგრობიოლოგიური თავისებურებანი და გამოყენება

რეცენზირებადი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი ,,Plants Science” ISSN E1987-80 UDK 581, N23, მარტი, 2010 წ

ჩვეულებრივი ბეგქონდარას (Thymus vulgaris L) აგრობიოლოგიური თავისებურებანი და გამოყენება
თამარ კაჭარავა – სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, აფხაზეთის ა/რ ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი
ნინო წიკლაური – დოქტორანტი
საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი, სსიპ ბიოტექნოლოგიის ცენტრი

thymusშესავალი. ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული და გამოყენებული სამკურნალო, არომატული და სანელებელი მცენარეა ჩვეულებრივი ბეგქონდარა (Thymus vulgaris L), რომელიც ფართოდ გამოიყენება ფიტოკულინარიასა და ფიტომედიცინაში. ამ უნიკალური მცენარის ინტენსიური ექსპლუატაცია ბუნებრივი რესურსების განადგურებას იწვევს, პროცესი შეუქცევადია, ამიტომაც უმდიდრესი გენეტიკური რესურსის შენარჩუნებისათვის მათი მოძიება და სამრეწველო-საკოლექციო ნაკვეთების შექმნის აუცილებლობა იქმნება, რაც ნებისმიერი ქვეყნისათვის სტრატე-გიული ამოცანაა, რადგან იგი განიცდის მუდმივ ცვლილებას სტიქიური თუ ანტროპოლოგიური ზემოქმედებების შედეგად. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამკურნალო, არომატული და სანელებელ მცენარეთა სასაქონლო ფასს ხარისხობრივი მაჩვენებლები განსაზღვრავენ. ამასთანავე კულტივირებული მცენარეების ხარისხობრივი მაჩვენებლები ბევრად აღემატება მათი ველური ფორმებისას, რადგან მეცნიერულ კვლევებზე დამყარებული ინტენსიური აგროტექნოლოგიები დადებით ზეგავლენას ახდენენ ამ უკანასკნელთა ფარმაკოლოგიურ შემცველობაზე.
ბეგქონდარა (Thymus vulgaris L) წარმოადგენს მეტად ძვირფას და შეუცვლელ ნედლეულს არამარტო სამამულო მრეწველობისათვის, არამედ საექსპორტო პოტენციალის სერიოზული პერსპექტივაც გააჩნიათ. აქედან გამომდინარე, ბეგქონდარას ველური ფორმების მოძიება, საკოლექციო ნაკვეთების გაშენება, თესლის ბანკის შექმნა კულტივირებული პლანტაცი-ების გასაშენებლად მათი აგრობიოლოგიური თავისე¬ბურებების გათვა-ლისწინებით მაღალნაყოფიერი დიაგნოსტიკის კრიტერიუმთა სისტემაში ნიადაგი-გარემო-მცენარე-სასუქი-მოსავალი აქტუალურია. ძველ რომში სანელებლების შეძენა ითვლებოდა ხარჯების ერთ-ერთ ძირითად სტადიად, რადგან ძვირად ფასობდა. რომაელი ისტორიკოსები აღნიშნავდნენ, რომ ყოველ წელს ეგზოტიკური სანელებლის შესაძენად ქვეყანასი იხარჯებოდა 50 მილიონი სუსპენცია (4 მილიონი ოქროს ფულით), შემდეგ კი ეს საქონელი იყიდებოდა 100-ჯერ უფრო ძვირად.
სამკურნალო, არომატულ და სანელებელ მცენარეებში ეთერზეთების რაოდენობა მერყეობს კვალიდან რამდენიმე პროცენტამდე. ყველაზე მეტი ეთერზეთებისა არის ქოლგისებრთა ნაყოფებში – მათ შორის ბეგქონდარაში კი -2%-მდე. უნდა აღინიშნოს, რომ ბეგქონდარას სპეციფიკურ სასიამოვნო სურნელს ანიჭებს სწორედ ეთერზეთის ფენოლური ფრაქცია.
კვლევის ობიექტი და მეთოდები. ჩვენი კვლევის ობიექტს წარმოადგენს ჩვეულებრივი ბეგქონდარა Thymus vulgaris L განსხვავებულ ეკოსისტემებში: საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ექსპერიმენტალურ ბაზაზე და სტეფანწმინდის რაიონში. ჩვენ შევქმენით დიაგნოსტიკიკის ინტეგრალური მოდელი ნიადაგი-გარემო-მცენარე-სასუქი-მოსავალი ეკოლოგი-ურად სუფთა ნედლეულის მისაღებად.
ბალახოვან მცენარეთა ბიოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით ჩვენ ვისარგებლეთ ფენოლოგიური კვლევის კლასიკური სქემით: აღმოცენება, მიწისზედა და მიწისქვედა ნაწილების ფორმირება, საასიმილაციო აპარატის ჩამოყალიბება, გენერაციული ორგანოების განვითარება, ყვავილობის დაწყება-დამთავრება, თესლის ჩამოყალიბება-მომწიფება, საასიმილაციო აპარატის კვდომა, ფესვთა სისტემის მდგომარეობა. ვახდენდით ბეგქონდარას გენეტიკური რესურსის გავრცელების პარამეტრების აღრიცხვას {1}.
შედეგების განხილვა. ჩვეულებრივი ბეგქონდარა (Thymus vulgaris L) პატარა ნახევრადბუჩქოვანი მცენარეა L (lamiaceae) ტუჩოსანთა ოჯახიდან, სიმაღლით 50 სმ-მდე, სწორმდგომი, ფუძიდანვე დატოტვილი ბალახოვანი ღეროთი და კარგად განვითრებული ღერძული ფესვით, ფოთლები წვრილი, მოკლე ყუნწიანი, მოპირდაპირედ განლაგებული, მოგრძო-ლანცეტა ფორმის, კიდეები ქვევით ჩახვეული, ყვავილები წვრილი, მარტოული ან რამდენიმე ერთად, თეთრი ან ლილისფერი, გვხვდება მოწითალოც. ნაყოფი 4-თესლიანია.
პარამეტრები, რომლებიც აუცილებელია სამკურნალო, არომატული და სანელებელ მცენარეთა განვითარების ამა თუ იმ ეტაპისათვის, განისაზღვრება ძირითადად ეკოლოგიური ფაქტორებით, რადგან მათი გავლენით განიცდის ფორმირებას ამა თუ იმ მცენარის ფორმა თუ ჯიში. ბეგქონდარას თესვის ვადები შეზღუდული არ არის. იგი შეიძლება დაითესოს ზაფხულში, უშუალოდ თესლის აღებისთანავე, როცა მას აღმოცენების მაქსიმალური ენერგია გააჩნია, ითესება ადრე შემოდგომით ან გაზაფ-ხულზე. აქვე გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ აღმონაცენი წაყინვებმა არ დააზიანოს ან არ მოხდეს ნათესის გადარეცხვა. ჩითილებითაც მრავლდება, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება თესვისა და გადარგვის ვადებს მაქსიმალური პროდუქტულობის და ხარისხობრივი პარამეტრების მისაღებად, განსაკუთრე-ბით მნიშვნელოვანია მისთვის ეთერზეთების წარმოქმნის პროცესის ოპტიმიზაცია. ამასთანავე შემოდგომით დათესილი ან გადარგული მცენარეები ითვისებენ სითბოს, ტენს, ინვითარებენ მძლავრ ასიმილაციურô აპარატს, შესაბამისად პირდაპირპროპორციულად ვითარდება ფესვთა სისტემა, რაც შემდგომ მაღალი პროდუქტულობის საწინდარია. მცენარეები მომძლავრებულნი გადადიან მოსვენებით მდგომარეობაში, ვეგეტაციას იწყებენ გაზაფხულზე, მაქსიმალური პროდუქტულობით გამოირჩევიან და წარმოქმნიან ძვირფას თესლს, 1000 თესლის მასა დაახლოებით 0,10-0,12 გ-ია. კულტივირებული პლანტაციის გაშენებისას აუცილებლად გამოკვლეულ უნდა იქნეს ეკოსისტემის პარამეტრები (ნიადაგის ნაყოფიერება, გარემოს დაბინძურების ხარისხი), რადგანაც ისინი განმსაზღვრელი ლიმიტირებადი ფაქტორებია პროდუქტულობის და ხარისხობრივი ტესტების ჩამოყალიბებისას.
ცხრილი N1
ბეგქონდარას აგრობიოლოგიური თავისებურებანი

მაქსიმალური სიმაღლე 5-15 სმ
ფოთლის შეფერილობა მწვანე
ყვავილების შეფერილობა, ყვავილობის პერიოდი მოთეთრო –ლილისფერი, გვხვდება მოწითალო შეფერილობის
სინათლისადმი და სითბოსადმი დამოკიდებულება სინათლისა და სითბოს მოყვარული
ნიადაგისადმი მოთხოვნილება მსუბუქი დრენირებული, ნეიტრალური ან ტუტე არეთი
ყინვაგამძლეობა იზამთრებს გადახურვის გარეშე
გამრავლება თესლით, ჩითილებით, ვეგეტატიურად

ჩვენი ექსპერიმენტებით დავადგინეთ, რომ ბეგქონდარა სითბოს და სინათლის მოყვარული მცენარეა, მომთხოვნია ნიადაგის ნაყოფიერებისადმი, უპირატესიბას ანჭებს ნეიტრალური ან ტუტე არეს მქონე ნიადაგებს, ზომიერად ტენის მოყვარულია, ჭარბი ტენის პირობებში მცენარის ზრდა-განვითარება ითრგუნება (2008წლის გაზაფხული – სტაფანწმინდა)
ბეგქონდარას შემადგენლობაში შედის მთრიმლავი და ფისოვანი ნაერთები, ალკალოიდები, ფლავონოიდები, ორგანული მჟავები, ვიტამინები, მინერალური მარილები, ეთერზეთები –1,0-2,2%.
ცხრილი N2
ორწლიანი კულტივირებული მცენარის მასა (გ)

2009 წ ღეროს მასა ფესვის მასა ფოთლის მასა ყვავილის მასა თესლის მასა 1 მცენარიდან
ნედლი 3.3 11.2 6.9 3.3 0,12
ჰაერმშრალი 5.9 4.7 3.6 2.7

გამოყენება. ბეგქონდარას სამკურნალო მიზნებისათვის ამზადებენ ყვავილობის პერიოდში, როცა მასში დიდი რაოდენობითაა სასარგებლო და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებანი. ჭრიან მცენარის ზედა ნაწილს, გაუხეშებული ღეროების გარეშე, ამასთანავე არ უნდა დაზიანდეს ფესვთა სისტემა. აღებული მასალა სასურველია გაშრეს ბუნებრივ პირობებში, ჩრდილში, რათა მან მაქსიმალურად შეინარჩუნოს უძვირფასესი ეთერზეთები. ბეგქონდარა ტენის შემცველობით არა უმეტეს 14%, ინახება სამი წლის განმავლობაში მშრალ საწყობებში.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბეგქონდარას ძველთაგანვე თვლიდნენ გამბედაობის, რაინდობის სიმბოლოდ. ბეგქონდარას გამოყენება ხდებოდა ძველ საბერძნეთში ჯერ კიდევ ჩვენს წელთა აღრიცხვამდე, სადაც იგი სითამამესა და სიძლიერეს განასახიარებდა. ხოლო რომაელი ჯარსკაცები ბანაობდნენ ბეგქონდარას ნაყენის წყალხსნარში, რათა მოეკრიბათ ძალა და სითამამე. შუა საუკუნეებში ქალიშვილები ბეგქონდარას ტოტებს უკერებდნენ რაინდებს, როგორც წამახალისებელ საშუალებას, რათა მათ ჩაედინათ გმირობანი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ბეგქონდარა ამოსახველებელი და დამარბილებელი საშუალებაა ბრონქიტისა და ზედა სასუნთქი გზების დაავადებებისას. ახასიათებს ანტისეფსისური და სპაზმოლიზური მოქმედება, ამ უკანასკნელს განაპირობებს ფლავონოიდების შემცველობა. ნევრალგიური და რევმატული დაავადებისას გამთბარ ბალახს იკრავენ მტკივან ადგიდებზე. ბალახი შეიძლება ვასუნთქოთ გულის წასვლისას და თავბრუსხვევისას.
ბეგქონდარა ძვირფასი სანელებელია, ეთერზეთების შემცველობა განაპირობებს მის გამოყენებას ფიტოკულინარიაში. ბეგქონდარა გამოიყენება, როგორც სანელებელი გამშრალი სახით. მას როგორც ძვირფას საკაზმს, უმატებენ სალათებს, ბოსტნეულ და ხორციან კერძებს. უფრო მეტი რაოდენობით მას ამატებენ თევზის კერძებს, გამოიყენება ბოსტნეულისა და სოკოს დამწნილებისას.
ბეგქონდარა შედის ფრანგული სანელებლების ბუკეტში – herbes de Provence, აგრეთვე შუა აზიის სანელებელთა ნაკრებებში.
დასკვნა. საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და უმდიდრესი გენეტიკური რესურსია სამკურნალო-არომატული და სანელებელი მცენა-რეები და მათ შორისაა ჩვეულებრივი ბეგქონდარა. ამასთანავე ქვეყნაში არსებობს მცენარეთა ფიტოგამოყენების უძველესი ტრადიციები თუ ეთნოჩვევები. ამ დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების პატივისცემა, გაფრთხილება და შენარჩუნება, უფრო ფართო გამოყენების ხელშეწყობა და შედეგად მიღებული მდგრადი მოგების სამართლიანი განაწილება ბიომრავალფეროვნების კონვენციის მხარეთა ერთ-ერთი ძირითადი ვალდებულებაა.

ლიტერატურა
1. კაჭარავა თ. (2009) – სამკურნალო, არომატული, სანელებელი და შხამიანი მცენარეები – გამომცემლობა ,,უნივერსალი”, თბილისი.
2. სახელმწიფო ფარმაკოპეა (2003) – ტ. II – საქართველოს შრომის, 4. ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო; თბილისი
3. Машанов В. Покровский А.(1999) – Пряно-ароматические растения – М.