პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”
სხვადასხვა ჯგუფების ანტიბიოტიკები
რისტომიცინი. სინონიმები: Ristocetin, Spontin.
ფუზიდინ – ნატრიუმი (Fusidinum–natrium). ფუზიდინის მჟავის ნატრიუმის მარილი – ანტიბიოტიკური ნივთიერება, რომელიც წარმოიქმნება სოკო Fusidium coccineum. სინონიმები: ფუზიდინ ნატრიუმი, Fucidine, Fusidin, Ramycin, Sodium fusidicum.
პოლიმიქსინ M სულფატი (Polymyxini M sulfas). პოლიმიქსინებს უწოდებენ მონათესავე ჯგუფის ანტიბიოტიკებს, რომლებიც პროდუცირდებიან ნიადაგის ბაქტერიებით Bacillus polymyxa ან სხვა მონათესავე მიკროორგანიზმებით.
პოლიმიქსინ B სულფატი (Polymyxini B sulfas) წარმოადგენს პოლიპეპტიდურ ანტიბიოტიკს პოლიმიქსინთა ჯგუფიდან. სინონიმები: აეროსპორინი, Aerosporin, Bacillosporin, Polmix.
სპექტინომიცინი (Spectinomycin). სინონიმები: ტრობიცინი, სპექტამი, Spectaro, Trobicin. სამციკლიანი სტრუქტურის ანტიბიოტიკი. ეფექტურია გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ. ახდენს მიკრობთა უჯრედებში ცილის სინთეზის ინჰიბირებას. არაეფექტურია Treponema pallidum და ქლამიდიების მიმართ. ეფექტურია გონორეის გამომწვევისადმი.
გრამიციდინი (Gramicidinum). გრამიციდინი (გრამიციდინ C) წარმოადგენს ანტიბიოტიკს, რომელიც ახდენს ბაქტრიოსტატიკურ და ბაქტერიოციდულ მოქმედებას სტრეპტოკოკებზე, სტაფილოკოკებზე, პნევმოკოკებზე, ანაერობული ინფექციების გამომწვევებზე და სხვა მიკროორგანიზმებზე.
ჰელიომიცინი (Heliomycinum). ჰელიომიცინი წარმოადგენს ანტიბიოტიკს, პროდუცირებულს სოკო Actinomyces flavochromogenes var. heliomycini. აქტიურია გრამდადებითი და ზოგიერთი სხვა მიკროორგანიზმების მიმართ
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.
- გაფრთხილება
- წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.