სიმპათოლიზური საშუალებები (სიმპათოლიტიკები)

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

ნივთიერებებს, რომლებიც ამცირებენ სიმპათიკური ნერვების დაბოლოებებში გამოყოფილი მედიატორის რაოდენობას და ამით აფერხებენ ადრენერგული აგზნების გადაცემას, უწოდებენ სიმპატოლიტიკებს.

ადრენობლოკატორებისაგან განსხვავებით სიმპათოლიტიკები არ შედიან ურთიერთობაში პოსტსინაფსურ ადრენორეცეპტორებთან. ამ ჯგუფის ძირითადი წარმომადგენლებია რეზერპინი, გუანეტიდინი, ბრეთილიუმის ტოზილატი. სადღეისოდ ეს პრეპარატები ფართოდ არ გამოიყენება. რეზერპინი შედის კომბინირებული ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების შემადგენლობაში


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.