სარაჯიშვილი პეტრე

სარაჯიშვილი პეტრე მიხეილის ძე (1894) – ქართველი ნევროპათოლოგი, ქართული ნეიროქირურგიის სკოლის ფუძემდებელი. დამთავრა ოდესის უნივერსიტეტი; მუშაობდა სამხედრო ექიმად, ფსიქიატრული სავადმყოფოს ორდინატორად. 1937 წლიდან ხელმძღვანელობდა ნერვული დაავადებების კათედრას. სარაჯიშვილი ავტორია 250-ზე მეტი სამეცნიერო შრომისა. მან მსოფლიო ლიტერატურაში აღწერა ნევრული სისტემის დაზიანების კლინიკური გამოვლინებები ტრიკრეზილფოსფატით მოწამვლისას და გამოთქვა მოსაზრება ტოქსიკური წარმოშობის გვერდითი ამიოტროფული სკლეროზის  შესაძლო განვითარების შესახებ. აღწერა რიგი სიმპტომებისა და სინდრომებისა, რომლებიც წარმოიქმნება  პერიფერიული ნერვული სისტემის, ნათხემის, ექსტრაპირამიდული სისტემის და სხვ. დაზიანებებისას; რიგი შრომებისა ეძღვნება ეპილეფსიის პრობლემებს. მისი ხელმძღვანელობით მომზადებული იქნა 66 დისერტაცია, მათგან 26 სადოქტორო. (Г. С.  Зедгинилзе, Большая медицинская энциклопедия; 1984)

სარაჯიშვილი პეტრე