ლალი დათეშიძე
ადამიანის ნორმალური ანატომია. რკალმორჩების შეერთება Junctura zygapophysealis
რკალმორჩების შეერთება – junctura zygapophysealis, ხორციელდება თითოეული მალის ქვემო სასახსრე მორჩსა – processus articularis inferior და მის ქვემო მდებარე მალის ზემო სასახსრე მორჩს – processus articularis superior შორის. სასახსრე ჩანთა – capsula articularis, დამაგრებულია სასახსრე ხრტილის კიდეზე. სასახსრე ღრუ – cavum articulare მოთავსებულია სასახსრე ზედაპირების მდებარეობისა და მიმართულების შესაბამისად და კისრის ნაწილში უახლოვდება ჰორიზონტალურ სიბრტყეს, გულმკერდის ნაწილში – ფრონტალურსა და წელის ნაწილში კი – საგიტალურ სიბრტყეს.
ხერხემლის სვეტის კისრისა და გულმკერდის ნაწილებში რკალმორჩთა შეერთებანი მიეკუთვნება ბრტყელი სახსრების ჯგუფს, წელის ნაწილში – ცილინდრულს. ფუნქციურად რკალმორჩთა შეერთებას მიაკუთვნებენ ნაკლებმოძრავ სახსართა ჯგუფს. სიმეტრიული რკალმორჩთა შეერთებანი წარმოადგენენ კომბინირებული ტიპის შენაწევრებას, ანუ როდესაც ერთ სახსარში მოძრაობა აუცილებლად იწვევს მეორე სახსარშიც გადანაცვლებას, ვინაიდან ორივე სახსარი წარმოადგენს ერთი და იმავე ძვლის სასახსრე მორჩების წარმონაქმნს.
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება