პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”
ქლოქსილი (Chloxylum). იყენებენ ღვიძლის ჰელმინთოზების სამკურნალოდ: ოპისტორქოზის, ფასციოლოზის, კლონორქოზის.
პრაზიკვანტელი (Praziquantel). სინონიმები: Biltride, Cesol, Cestox, Cistricid, Droncit, Pyquinton, Azinox. წარმოადგენს მაღალეფექტურ საშუალებას შისტოსომატოზებისა და ტრემატოზოდების მიმართ.
ანთიმონილ – ნატრიუმის ტარტრატი (Stibiiet Natrii tartras). სინონიმები: ღვინოსტიბიუმ-ნატრიუმის მარილი, ღვინოსტიბიუმმჟავას ნატრიუმი, Natrium tartarico stibium, Sodium Antimony tartrate, Stibiiet Natrii tartas, Stibnal, Stibyal, Tartarus Stibiatus natronatus. გამოიყენება შისტოსომატოზების სამკურნალოდ
დიტრაზინის ციტრატი (Ditrazinicitras) სინონიმები: ლოქსურანი, Banocide, Carbamazine, Carbilazine, Caricid, Citrazan, Decazine, Diaethylcarbamazini citras, Ditrazinum citricum, Filabran, Hetrazan, Notezine, Supatonini, Unicarbazan და სხვ. დიტრაზინს გააჩნია ძირითადი გამოყენება ფილარიატოზების სამკურნალოდ (ვუხერერიოზი, ბრუგიოზი, ონქოცერკოზი, აკანტოქეილენემატოზი.)
პოსტი წარმოადგენს ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.
- გაფრთხილება
- წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.