მ- და ნ-ქოლინორეცეპტორების მაბლოკირებელი  საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

ქოლინომაბლოკირებელ (ანტიქოლინერგულ) საშუალებებს მიეკუთვნებიან პრეპარატები, რომლებიც ხელს უშლიან აცეტილქოლინის ურთიერთქმედებას ქოლინორეცეპტორებთან. არსებობს ქოლინორეცეპტორების ორი ძირითადი ტიპი: მუსკარინის მიმართ მგრძნობიარე (მ-ტიპი) და ნიკოტინის მიმართ მგრძნობიარე (ნ-ტიპი). შესაბამისად გამოყოფენ პრეპარატებს უპირატესი მ- ან ნ-ქოლინომაბლოკირებელი მოქმედებით. ზოგიერთი ქოლინომაბლოკირებელი საშუალება ადვილად გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს და უკავშირდება ცენტრალურ ქოლინორეცეპტორებს (ბენაქტიზინი, აპროფენი, ტრიჰექსიფენიდილი და სხვა). ამ პრეპარატებს ხშირად უწოდებენ ცენტრალურ ქოლინობლოკატორებს. თუმცა გამორიცხული არ არის მათი პერიფერიული (სპაზმოლიზური) აქტივობა. სამკურნალო საშუალებების აღნიშნული ჯგუფი გამოიყენება ჰიპერკინეზებისა და პარკინსონიზმის (მათ შორის მედიკამენტოზურის) სამკურნალოდ.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.