მუხაძე გრიგოლ

მუხაძე გრიგოლ მიხეილის ძე (1879-1948) –  ქართველი ქირურგი, სამეცნიერო და კლინიკური ქირურგიის ფუძემდებელი საქართველოში. დაამთავრა ტომსკის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი; 1912 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია; 1914 წლიდან იყო თბილისის სამხედრო ლაზარეთის მთავარი ქირურგი. 1918 წელს დაინიშნა თბილისის ტრავმატოლოგიური ინსტიტუტის დირექტორად. გამოქვეყნებული აქვს 90 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 10 მონოგრაფია-ანესთეზიოლოგიაში, უროლოგიაში, გულისა და სისხლძარღვების, მუცლის ღრუს ორგანოების ქირურგიაში, ტრანსფუზიოლოგიაში. შეიმუშავა შარდსაწვეთის ნაწლავში გადანერგვის ერთ – ერთი მეთოდი. შექმნა 2-ტომიანი სახელმძღვანელო კერძო ქირურგიაში; დააარსა საქართველოს ქირურგთა სამეცნიერო საზოგადოება. (ნ. ვ. ანთელავა, Большая медицинская энциклопедия; 1980)

მუხაძე გრიგოლ