კისრის შუა კუნთები

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. კისრის შუა კუნთები Medial muscles of neck

კისრის შუა ჯგუფის კუნთებია:
1. ინის ძვლის ზემოთ მდებარე კუნთები – mm. suprahyoidei
2. ინის ძვლის ქვემოთ მდებარე კუნთები – mm. infrahyoidei

ინის ძვლის ზემოთ მდებარე კუნთები
1. ორმუცელა კუნთს – m. digastricus ორი მუცელი აქვს: წინა და უკანა, რომლებიც ერთმანეთთან მყესით არიან დაკავშირებულნი. წინა მუცელი – venter anterior, იწყება ქვედა ყბის სხეულის ორმუცელა ფოსოდან – fossa digastrica mandibulae, მიემართება უკან და ქვემოთ და გადადის მყესში, რომელიც კისრის შუა ფასციის მორჩით დამარებულია ინის ძვლის სხეულზე. ეს მყესი გადადის უკანა მუცელში – venter posterior, რომელიც უმაგრდება საფეთქლის ძვლის დვრილისებრ ნაჭდევს – incisura mastoidea. ორივე მუცელსა და ქვედა ყბის კიდეს შორის მდებარეობს ქვედა ყბის ფოსო – fossa submandibularis, რომელშიც მოთავსებულია ქვედა ყბისქვეშა ჯირკვალი – glandula submandibularis.
მოქმედება: ქვემოთ სწევს ქვედა ყბას; ქვედა ყბის გამაგრებისას ინის ძვალს სწევს ზემოთ.
ინერვაცია: წინა მუცელი – n. trigeminus (მესამე ტოტი), უკანა მუცელი – n. facialis.
სისხლმომარაგება: წინა მუცელი – a. submentalis, უკანა მუცელი – àà. occipitalis, auricularis posterior.

კისრის კუნთები
2. სადგის – ინის კუნთი – m. stylohyoideus, აქვს თხელი მუცელი, რომელიც იწყება საფეთქლის ძვლის სადგისისებრი მორჩიდან, მიემართება წინ და ქვემოთ, წვება ორმუცელა კუნთის უკანა მუცელის წინა ზედაპირზე. კუნთის დისტალური ბოლო იყოფა და ორი ფეხით მოიცავს ორმუცელა კუნთის მყესს, უმაგრდება ინის ძვლის სხეულსა და დიდ რქას.
მოქმედება: სწევს ინის ძვალს უკან, ზემოთ და გარეთ.
ინერვაცია: n. facialis.
სისხლმომარაგება: aa. occipitalis, facialis, r. suprahyoideus a. lingualis.

3. ყბა – ინის კუნთი – m. myiohyoideus, ბრტყელი, სამკუთხა ფორმისაა. იწყება ქვედაყბა – ინის ხაზიდან – linea mylohyoidea. კუნთის კონები მიემართებიან ზემოდან ქვემოთ და რამდენადმე უკნიდან წინისაკენ და შუა ხაზზე უერთდებიან მოპირდაპირე მხარის თანამოსახელე კუნთის კონებს და წარმოქმნის ყბა – ინის კუნთის ნაკერს. კუნთის უკანა მუცელი უმაგრდება ინის ძვლის სხეულის წინა ზედაპირს. ორივე ყბა – ინის კუნთი მონაწილეობს პირის ღრუს ფსკერის წარმოქმნაში და ეწოდება პირის შუასაძგიდი.
მოქმედება: სწევს ინის ძვალს ზემოთ და წინ; ინის ძვლის დაფიქსირებისას მონაწილობს ქვედა ყბის დაწევაში.
ინერვაცია: n. myiohyoideus.
სისხლმომარაგება: aa. sublingualis, submentalis.

4. ნიკაპ – ინის კუნთი – m. geniohyoideus იწყება ქვედა ყბის ნიკაპის წვეტიდან – Spina mentalis, მიემართება ქვემოთ და უკან, თავსდება ყბა – ინის კუნთის – m. mylohyoideus ზემოთ და უმაგრდება ინის ძვლის სხეულის წინა ზედაპირს.
მოქმედება: სწევს წინ და ზემოთ ინის ძვალს; ინის ძვლის დაფიქსირებისას მონაწილეობს ქვედა ყბის დაწევაში.
ინერვაცია: n. hypoglossus, nn. cervicales I, II, (Ñ1-Ñ2).
სისხლმომარაგება: aa. sublingualis, submentalis.

ინის ძვლის ქვემოთ მდებარე კუნთები:
1. მკერდ – ინის კუნთი – m. slernohyoideus, თხელი, ბრტყელი კუნთია; იწყება ლავიწის უკანა ზედაპირიდან, მკერდ – ლავიწის სახსრის სასახსრე ჩანთიდან და მკერდის ძვლის ტარიდან; კუნთი მიემართება ზემოთ, აღწევს ინის ძვლის სხეულს და უმაგრდება მას, ყბა – ინის კუნთის – m. mylohyoideus ქვემოთ. ამ ადგილზე, კუნთსა და ძვალს შორის მდებარეობს ინის უკანა აბგა – bursa retrohyoidea და ინისქვედა აბგა – bursa infrahyoidea. ზოგჯერ კუნთში შeიმჩნევა 1 – 2 განივად მიმავალი მყესოვანი ფირფიტა – intersectiones tendineae.
მოქმედება: სწევს ინის ძვალს ქვევით.
ინერვაცია: n. superior ansae cervicalis [Ñ1-Ñ3 (Ñ4)].

2. მკერდ – ფარისებრი კუნთი – m. sternothyroideus, ბრტყელი კუნთია; მდებარეობს მკერდ – ინის კუნთის უკან. იწყება პირველი ნეკნის ხრტილის უკანა ზედაპირიდან და მკერდის ტერიდან, მიემართება ზემოთ და უმაგრდება ხორხის ფარისებრი ხრტილის ირიბ ხაზს – Linea obliqua.
მოქმედება: სწევს ხორხს ქვევით.
ინერვაცია: a. superior ansae cervicalis [Ñ1-Ñ3 (Ñ4)].

3. ფარ – ინის კუნთი – m. thyrohyoideus, წარმოადგენს მკერდ – ფარისებრი კუნთის გაგრძელებას. იწყება ფარისებრი ხრტილის ირიბი ხაზიდან – Linea obliqua, მიემართება ზემოთ და უმაგრდება ინის ძვლის დიდი რქის კიდეს.
მოქმედება: ინის ძვალს უახლოვებს ხორხს; ინის ძვლის გამაგრებისას ზემოთ სწევს ხორხს.
ინერვაცია: ramus thyrohyoideus ansae cervicalis (Ñ1-Ñ2).

4. ფარისებრი ხრტილის ამწევი კუნთი – m. levator glandulae thyroideae, წარმოადგენს თხელ კუნთოვან კონას, რომელიც გაჭიმულია ფარ – ინის კუნთის მედიალური კიდის გასწვრივ, ინის ძვლის სხეულიდან ან ფარისებრი ხრტილიდან, ფარისებრი ჯირკვლის კაფსულამდე. ქვედა მუცელი – venter inferior, იწყება მყესოვანი ძგიდიდან – Intersectio tendinea, გამოდის მკერდ – ლავიწ – დვრილისებრი კუნთის – m. sternocleidomastoideus, გარეთა კიდის ქვემოდან, მიემართება უკან და ქვემოთ, აღწევს ბეჭის ნაჭდევს – incisura scapulae და უმაგრდება ბეჭის ზემო კიდესა და ბეჭის ზემო განივ იოგს – Lig. transversum scapulae superius.
მოქმედება: ბეჭის გამაგრებისას ინის ძვალს სწევს ქვემოთ და გარეთ, ასევე სწევს კისრის ნერვულ – სისხლძარღვოვანი კონის ბუდეს და აფართოებს შიგნითა საუღლე ვენის – v. jugularis interna სანათურს.
ინერვაცია: n. superior ansae cervicalis (Ñ1-Ñ3).
სისხლმომარაგება: ინის ძვლის ქვემოთ მდებარე ყველა კუნთი იკვებება aa. thyroidea inferior, cervicalis superficialis, transversa colli.
მოქმედება: ზემოთ სწევს ფარისებრ ჯირკვალსა და კაფსულას.

5. ბეჭ – ინის კუნთი – m. omohyoideus, გრძელი კუნთია და აქვს ორი მუცელი: ზედა და ქვედა, რომლებიც კუნთის შუა ადგილას ერთდებიან მყესოვანი ძგიდით. ზედა მუცელი – venter superior, იწყება ინის ძვლის სხეულის ქვემო კიდიდან, მიემართება ქვემოთ, შემდეგ იხრება უკან, წვება მკერდ – ლავიწ – დვრილისებრი კუნთის – m. sternocleidomastoideus უკან და გადადის მყესოვან ძგიდეში. ეს უკანასკნელი შეზრდილია კისრის ნერვულ – სისხლძარღვოვანი კონის ბუდესთან.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება

.