პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”
ინტერმედიანტური ტიპის პრეპარატებს მიეკუთვნება საშუალებები, რომლებიც სპეციფიკურად ურთიერთქმედებენ მედიატორ/მოდულატორების გარკვეულ სისტემებთან. ისინი ძირითადად წარმოადგენენ შესაბამისი რეცეპტორების აგონისტებს ან ანტაგონისტებს.
ზოგიერთი მათგანის მოქმედება ხორციელდება ენდოგენური ლიგანდების მეშვეობით მათი მეტაბოლიზმის შეცვლის, გამოთავისუფლების, მიტაცებისა და დეპონირების გზით. ინტერმედიანტებს შორის არჩევენ დოფამინერგულ, სეროტონინერგულ, ადენოზინერგულ და სხვა სისტემებზე უპირატესი ზემოქმედების პრეპარატებს.
პოსტი წარმოადგენს ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.
- გაფრთხილება
- წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.