პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”
არსებობს ნაერთთა და საშუალებათა ჯგუფი, რომელიც სამკურნალოდ არ გამოიყენება, თუმცა გამოიყენება ცალკეულ დაავადებათა დიაგნოსტიკის მიზნით. მაგალითად, პენტაგასტრინი, მეშვეობით ადგენენ კუჭის ლორწოვანი გარსის მჟავა- და პეფსინწარმომქმნელ უნარს; ფლუოროსცეინის საშუალებით კი შესაძლებელია წყლულების ან რქოვანა გარსის ეპითელიუმსმოკლებული უბნების აღმოჩენა; აღნიშნულ ჯგუფში გაერთიანებულია რადიოდიაგნოსტიკის საშუალებები, რადიოიმუნური და იმუნოფერმენტული ანალიზის სხვადასხვა ნაერთები.
პოსტი წარმოადგენს ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.
- გაფრთხილება
- წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.