ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

ორგანული ნაერთები, რომლებიც ორგანიზმში ასრულებენ კატალიზურ, ბიოტურ, აბიოტურ და სხვა ფუნქციებს და გააჩნიათ მაღალი აქტივობა და სპეციფიკურობა.
ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ჯგუფში შედიან როგორც რთული მაღალმოლეკულური ნაერთები (მაგ., ცილები, რომელთაც გააჩნიათ ფერმენტული თვისებები), ასევე შედარებით მარტივი ორგანული ნივთიერებებიც (ბიოგენური ამინები და სხ.). ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს მიეკუთვნებიან ფერმენტები, ჰორმონები, ვიტამინები, ანტიბიოტიკები, ზრდის აქტივატორები, ჰერბიციდები, ინსექტიციდები, ბიოგენური სტიმულატორები და სხ. მრავალ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას გააჩნია ანტიტუბერკულოზური, სიმსივნის საწინააღმდეგო, სპაზმოლიზური აქტივობა. ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების თერაპიის პროცესში, აგრეთვე მოლეკულური ბიოლოგიის მეთოდის გამოყენებით ჩატარებული კვლევებში.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.