ანტიცესტოზური საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

ფენასალი (Phenasalum). სინონიმები: იომეზანი, იომესანი, Aten, Atenase, Biomesan, Cestocid, Copharten, Devermin, Grandal, Helmiantin, Jometan, Kontal, Lintex, Niclosamidum, Radeverm, Teniarene, Vermitin, Yomesan და სხვ. თანამედროვე მონაცემებით, ფენასალი წარმოადგენს ტენიარნიქოზის საწინააღმდეგო ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას.

ამინოაკრიხინი (Aminoacrichinum). ეფექტურია ზოგიერთი ცესტოზოდების სამკურნალოდ. გამოიყენება აგრეთვე ტრიქომონადული კოლპიტების მკურნალობისას.

გოგრის თესლები (SeminaCucurbitae). გამოიყენება გოგრისებრთა (Cucurbitaceae) ოჯახის ჩვეულებრივი გოგრის (Cucurbitae pepo L ), დიდი გოგრის (Cucurbitae maxima Duch.) და მუსკატის გოგრის (Cucurbitae mochata Duch) თესლები. მწიფე, გასუფთავებული და გაცხელების გარეშე გამომშრალი, ერთწლიანი კულტივირებული გოგრის თესლები გარკვეულად ეფექტურია სხვადასხვა თასმისებრი ჭიების საწინაღმდეგოდ. აქტიურობით ისინი ჩამორჩებიან თანამედროვე სინთეზურ პრეპარატებს, მაგრამ არ ახდნენ ტოქსიურ მოქმედებასა და არ იწვევენ გვერდით მოვლენებს.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.