ანტილეპროზული პრეპარატები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

კეთრის თანამედროვე ფარმაკოთერაპიაში ძირითად სპეციფიურ სამკურნალო საშუალებად ითვლება სულფონები, რომელთაც მოქმედების სპექტრის მიხედვით, ნაწილობრივად მსგავსება აქვთ ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალებებთან, მაგრამ ამ დაავადების გამომწვევის მიმართ გააჩნიათ უფრო გამოხატული აქტივობა. უკანსაკნელ წლებში სულფონების შერწყმით სხვა სამკურნალო საშუალებებთან (ახალი ანტიბიოტიკები და სინთეზური ქიმიოთერაპიული პრეპარატები, იმუნოსტიმულატორები, ჰორმონები და სხვ.) კეთრის მკურნალობაში სერიოზული პროგრესი იქნა მიღწეული. ფარმაკოთერაპია ტარდება ხანგრძლივად, როგორც წესი, ციკლებად გარკვეული სქემების მიხედვით.

დიაფენილსულფონი (Diaphenyl sulfonum). სინონიმები: Avlosulfon, Dapsone, Dapsonum, DDS, Diphenason, Dumitone, Eporal, Novophone, Sulfonmere და სხვ. ახდენს ანტიბაქტერიულ მოქმედებას კეთრისა და ტუბერკულოზის მიკობაქტერიებისადმი. წარმოადგენს კეთრის სამკურნალო ძირითად პრეპარატს.

სოლუსულფონი (Solusulfonum). სინონიმები: Cimedone, Novotrone, Solapsone, Solasulfone, Sulferon, Sulphedrone, Sulphonazine და სხვ. იყენებენ კეთრის სამკუნალოდ. ვარაუდობენ, რომ მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს დიამინოდიფენილსულფონი, რომელიც ორგანიზმში წარმოიქმნება ~ სოლუსულფონის ჰიდროლიზით.

დიუციფონი (Diuciphonum). დადგენილია, რომ დიუციფონს გააჩნია გამოხატული იმუნომოდულატორული აქტივობა. დიუციფონი გამოიყენება კეთრის სამკურნალოდ, ასევე სხვადასხვა  დაავადებების კომპლექსურ თერაპიაში, რომლებიც მიმდინარეობენ ორგანიზმის იმუნოდეფიციტური მდგომარეობით, მათ შორის დერმატოზებისას (ფსორიაზი, სკლეროდერმია, და სხვ.), რევმატოიდული ართრიტის, ტუბერკულოზის, ფილტვების ქრონიკული არასპეციფიური დაავადებებისა და სხვათა დროს.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.