სოციოლოგიური კვლევების დასმა პოსტში

WordPress – კონსულტაციები

შევდივართ მართვის პანელში. მარცხენა სვეტის ქვედა ნაწილში არის ,,Polls”. ვაკლიკებთ მასზე და შემდეგ ,, Add Poll“-ზე.

აქ,, Question“-ის ველში ჩავწერთ შეკითხვას, ხოლო მის ქვემოთ სავარაუდო პასუხებს (Answer 1,  Answer ს, Answer 3 და ა. შ.) და ბოლოს ვაკლიკებთ სულ ქვედა ღილაკზე Add Poll.

ამის შემდეგ მარცხენა სვეტში ვაკლიკებთ ,,Manage Polls“-ზე და კოპით ავიღებთ (ან დავიმახსოვრებთ) იმ კვლევის  ID ნომერს, რომლის ჩასმაც გვინდა რომელიმე პოსტში.

ეს პოსტი გადაგვყავს რედაქტირების რეჟიმში. კურსორს ჩავსვამთ ტექსტის იმ ადგილზე, სადაც გვსურს გამოკვლევის დასმა. ვაკლიკებთ ღილაკების ზედა მწკრივში, ბოლო მარჯვენა ღილაკზე Insert Polls. აქ ცარიელ ველში ჩავწერთ კვლევის  ID ნომერს და ვაკლიკებთ ok-ზე; და ბოლოს ცხადია, მარჯვნივ პოსტის ,,განახლება“-ზე.

სოციოლოგიური კვლევის ამოღება პოსტიდან:  პოსტი გადაგვყავს რედაქტირების რეჟიმში, წავშლით კვლევის  ID ნომერს და ვაკლიკებთ ,,პოსტის განახლებაზე