საკვერცხე – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები (7)

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები

დასაწყისი >>>

მეტასტაზური სიმსივნეები. საკვერცხეებში უხშირესად გვხვდება კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ორგანოების, სარძევე ჯირკვლის, ენდომეტრიუმის კიბოს მეტასტაზები. ყველაზე მეტი კლინიკური მნიშვნელობა გააჩნია კრუკენბერგის მეტასტაზურ სიმსივნეს, რომელიც შედგება ლორწოვანი შიგთავსის ბეჭდისებრი უჯრედებისგან და ”სარკომისებური” სტრომისგან.
კრუკენბერგის სიმსივნე ხშირად ზომებით რამდენჯერმე აღემატება კიბოს პირველად კერას, რომელიც, ზოგჯერ, საკვერცხეში სიმსივნის აღმოჩენის მომენტში, დაუდგენელია. პირველადი სიმსივნე უხშირესად ლოკალიზებულია კუჭში, იშვიათად კუჭ–ნაწლავის ტრაქტის სხვა ორგანოში. 70–90% შემთხვევებში კრუკენბერგის სიმსივნე ორმხრივია. კლინიკური ნიშნებით საკვერცხის პირველადი კიბოს მსგავსია. ზოგიერთ ავადმყოფს აღენიშნება ამენორეა, რაც დაკავშირებულია სიმსივნეში ჰორმონულად აქტიური, მალუთეინიზირებელი სტრომული უჯრედების არსებობასთან. დიაგნოზის დადასტურება ხდება სიმსივნის ჰისტოლოგიური გამოკვლევით და სხვა ორგანოში პირველი კერის აღმოჩენით. მკურნალობა და პროგნოზი დამოკიდებულია ძირითად დაავადებაზე.
სიმსივნური (სიმსივნეების მსგავსი) პროცესები ყველაზე გავრცელებულია საკვერცხის ფოლიკულური კისტა და ყვითელი სხეულის კისტა; პაროვარიული კისტა; საკვერცხის ენდომეტრიოიდული კისტა; საკვერცხეების მრავლობითი ფოლიკულური კისტები ანუ პოლიკისტოზური საკვერცხეები; ოოფორიტი – საკვერცხეების ანთება, რომელიც ხშირად ერწყმის ფალოპის მილის ანთებას და თან სდევს სიმსივნური კონგლომერატის – ტუბოოვარიული წარმონაქმნის – ფორმირება. საკვერცხეების სხვა სიმსივნური პროცესები – სტრომის ჰიპერპლაზია და ჰიპერთეკოზი, მასიური შეშუპება, მარტივი კისტები, ზედაპირული ეპითელური კისტები–ჩანართები და, განსაკუთრებით, ორსულთა ლუთეომა – ძალიან იშვიათად გვხვდება. მრავლობით მელუთეინიზირებელ ფოლიკულურ კისტებს და ყვითელ სხეულის კისტებს მიაკუთვნებენ იატროგენულ დაავადებებს, რომლებიც ვითარდებიან ოვულაციის მასტიმულირებელი პრეპარატების არაადექვატურად მაღალი დოზების ხმარებისას.
საკვერცხის ფოლიკულური კისტა ყალიბდება არაოვულირებულ ფოლიკულში ფოლიკულური სითხის დაგროვების შედეგად; უხშირესად აღინიშნება სქესობრივი მომწიფების პერიოდში და ახალგაზრდა ქალებში. იგი წარმოადგენს თხელკედლიან, ერთსაკნიან წარმონაქმნს დიამეტრით, რომელიც იშვიათად აღემატება 8 სმ. კისტის ზრდის პარალელურად, მისი კედლის შიგნითა ზედაპირის ამომფენი უჯრედები განიცდიან ატროფიას. გრანულოზური უჯრედებით ამოფენილი მცირე ზომის ფოლიკულურ კისტებს გააჩნიათ ზომიერი ჰორმონული აქტივობა.
4–6 სმ–მდე დიამეტრის ფოლიკულური კისტები კლინიკურად არ ვლინდებიან. ჰორმონულად აქტიური კისტების დროს შესაძლებელია განვითარდეს ჰიპერესტროგენემია და მისით განპირობებული მენსტრუალური ციკლის დარღვევები: აციკლური სისხლდენები საშვილოსნოდან რეპროდუქციული ასაკის ქალებში ან ნაადრევი სქესობრივი განვითარება 10 წლამდე ასაკის გოგონებში. 8 სმ და მეტი დიამეტრის კისტის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს მისი ფეხის გადაგრეხა, რასაც თან სდევს საკვერცხის ქსოვილში სისხლის მიმოქცევის დარღვევა და მისი ნეკროზი და/ან კისტის გასკდომა. ასეთ შემთხვევებში ყალიბდება მწვავე მუცლის კლინიკური სურათი.
ფოლიკულური კისტის დიაგნოზის დადგენა ხდება კლინიკური გამოვლინებების, გინეკოლოგიური და ულტრაბგერითი გამოკვლევების საფუძველზე. გინეკოლოგიური გამოკვლევის დროს (საშოსმხრივი, სწორი ნაწლავიდან) საშვილოსნოს გვერდით და წინ ისინჯება ელასტიური კონსისტენციის სიმსივნური წარმონაქმნი გლუვი ზედაპირით, უხშირესად მოძრავი და ნაკლებად მტკივნეული. ულტრაბგერით სკანოგრამაზე ფოლიკულური კისტა წარმოადგენს ერთსაკნიან მომრგვალო წარმონაქმნს თხელი კედლებით და ერთგვაროვანი შიგთავსით.
8 სმ–მდე დიამეტრის ფოლიკულური კისტის მქონე ავადმყოფები საჭიროებენ დინამიკურ დაკვირვებას განმეორებითი ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩატარებით. როგორც წესი, 1,5–2 თვის განმავლობაში ხდება კისტის უკუგანვითარება. აღნიშნული პროცესის დაჩქარების მიზნით, 2–3 ციკლის განმავლობაში, მენსტრუალური ციკლის მე–5 დღიდან 25–ე დღემდე გამოიყენება ესტროგენ–ჰესტაგენურ პრეპარატები (ოვიდონი, ნონ–ოვლონი, ბისეკურინი და სხ.). 8 სმ და მეტი დიამეტრის ფოლიკულური კისტის შემთხვევაში ნაჩვენებია კისტის ამოკვეთა და მისი კედლის გაკერვა ან საკვერცხის რეზექცია. აღნიშნულ ოპერაციებს ატარებენ ლაპარასკოპიული მეთოდებით. საკვერცხის კისტის ფეხის გადაგრეხის, საკვერცხის გასკდომის შემთხვევაში ოპერაციული ჩარევა ხორციელდება სასწრაფო წესით, საკვერცხეში სისხლმომარაგების დარღვევის შემთხვევაში ხდება მისი მოცილება. პროგნოზი კეთილსაიმედოა.
ყვითელი სხეულის კისტა ყალიბდება არარეგრესირებული ყვითელი სხეულის ადგილას, რომლის ცენტრშიც, სისხლმომარაგების დარღვევის შედეგად, გროვდება ჰემორაგიული სითხე. კისტის დიამეტრი ჩვეულებრივ არ აღემატება 6–8 სმ. ყვითელი სხეულის კისტა, როგორც წესი, უსიმპტომოდ მიმდინაეობს და 2–3 თვის განმავლობაში განიცდის უკუგანვითარებას. მის გართულებებს წარმოადგენენ კისტის ფეხის გადაგრეხა, კისტის გასკდომა, მის ღრუში სისხლჩაქცევის განვითარების გამო, რასაც თან სდევს მწვავე მუცლის სურათი. გინეკოლოგიური გამოკვლევის შედეგად საკვერცხის მიდამოში ისინჯება სიმსივნური წარმონაქმნი, რომელსაც ულტრაბგერით სკანოგრამაზე გააჩნია ისეთივე შენება, როგორც ფოლიკულურ კისტას, ზოგჯერ ყვითელი სხეულის კისტაში ვლინდება წვრილდისპერსიული შენარევი (სისხლი).
ყვითელი სხეულის მცირე ზომის (6–8 სმ–მდე დიამტრის), უსიმპტომო მიმდინარეობის  კისტების შემთხვევაში ავადმყოფები იმყოფებიან გინეკოლოგის მუდმივი დაკვირვების ქვეშ 2–3 თვის განმავლობაში. დიდი ზომის კისტების დროს, აგრეთვე კისტის გასკდომის ან მისი ფეხის გადაგრეხის შემთხვევაში, ტარდება ოპერაციული მკურნალობა. კისტის ამოკვეთა და მისი კედლის გაკერვა, ჯანმრთელი ქსოვილების ფარგლებში საკვერცხის რეზექცია კეთდება ლაპარასკოპიული მიდგომით. კისტის ფეხის გადაგრეხის დროს, საკვერცხის ნეკროზული ცვლილებების განვითარების შემთხვევაში, ტარდება ლაპარატომია და საკვერცხის მოცილება.
საკვერცხის სტრომის ჰიპერპლაზია და ჰიპერთეკოზი მიეკუთვნებიან ჰიპერპლაზიურ პროცესებს. საკვერცხის სტრომის ჰიპერპლაზია უპირატესად უვითარდებათ 50 წელს გადაცილებულ ქალებს. მისთვის დამახასიათებელია საკვერცხის სტრომის უჯრედების კეროვანი ან დიფუზური პროლიფერაცია, სტრომაში ხდება ანდროგენების წარმოქმნა, რომლებიც არომატიზაციის დროს გარდაიქმნებიან ესტროგენებად (ესტრონი და ესტრადიოლი). ასაკის შეუსაბამო ესტროგენების დონის მატება, არც თუ იშვიათად, იწვევს ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიას და საშვილოსნოდან სისხლდნების განვითარებას (როგორც წესი მორეციდივე ხასიათის). გინეკოლოგიური გამოკვლევის შედეგად აღინიშნება ერთ ან ორივე საკვერცხის უმნიშვნელო, დიფუზური გადიდება, ხშირად საკვერცხეების ზომები ნორმის ფარგლებშია. ულტრაბგერით სკანოგრამებზე საკვერცხის სიგრძე არ აღემატება 5 სმ, სიგანე – 3 სმ, საკვერცხის სტრუქტურა ჰომოგენური და ჰიპერექოგენურია. დიაგნოზის დადგენა ხდება მხოლოდ საკვერცხის ჰისტოლოგიური გამოკვლევების შედეგების საფუძველზე. დიაგნოსტიკაში განსაზღვრული მნიშვნელობა ენიჭება ენდომეტრიუმის მორეციდივე ჰიპერპლაზიის არსებობას, რომელიც არ ემორჩილება ჰორმონულ თერაპიას. იქიდან გამომდინარე, რომ საკვერცხის სტრომის ჰიპერპლაზიის დროს მაღალია ენდომეტრიუმის კიბოს ჩამოყალიბების რისკი, ნაჩვენებია ოპერაცია – ერთი ან ორივე საკვერცხის მოცილება.
ჰიპერთეკოზის დროს საკვერცხის ჰიპერპლაზირებულ სტრომაში წარმოიქმნებიან მალუთეინიზირებელი უჯრედების კეროვანი გროვები, რომლებსაც განაკვეთზე, საკვერცხის მასკროსკოპულიგამოკვლევის დროს, გააჩნიათ მოყვითალო კერების სახე. კლინიკური გამოვლინებებით ჰიპერთეკოზი მოგვაგონებს პოლიკისტოზური საკვერცხეების დაავადებას, თუმცა ჰიპერთიკოზის დროს უფრო მეტადაა გამოხატული ვირილიზაციის სიმპტომები, ვლინდება მნიშვნელოვანი ჰიპერტრიქოზი, სარძევე ჯირკვლების ატროფია, ხმის დაბოხება, ამენორეა. გინეკოლოგიური გამოკვლევის დროს აღინიშნება თანაბრად გადიდებული (სიგრძე 6 სმ–მდე და სიგანე 4 სმ–მდე), მკვრივი საკვერცხეები. ულტრაბგერით სკანოგრამებზე მათი სტრუქტურა ჰიპერექოგენური და ჰომოგენურია. დიაგნოზის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ საკვერცხის ჰისტოლოგიური გამოკვლევის შემდეგ, რომლის ჩატარებამდეც ავადმყოფები, ჩვეულებრივ იმყოფებიან გინეკოლოგიური მეთვალყურეობის ქვეშ პოლიკისტოზური საკვერცხეების დაავადების გამო. მკურნალობა, ისევე როგორც პოლიკისტოზური საკვერცხეების დაავადების დროს, ოპერაციულია, თუმცა საკვერცხის სოლისებური რეზექცია ნაკლებეფექტურია.
საკვერცხის მასიური შეშუპება ვითარდება მისი ჯორჯლის ნაწილობრივი ან სრული გადაგრეხის შედეგად სისხლის მიმოქცევის მოშლის გამო, რასაც თან სდევს საკვერცხის ნეკროზი, მისი კაფსულის გასკდომა. პათოლოგია უპირატესად აღენიშნებათ ახალგაზრდა ქალებს. კლინიკურად ვლინდება მწვავე მუცლის სიმპტომებით. გინეკოლოგიური გამოკვლევით ისინჯება მკვეთრად მტკივნეული და გადიდებული საკვერცხე (არა უმეტეს 10 სმ დიამეტრის). როგორც წესი, ავადმყოფებს ოპერაცია უკეთდებათ საკვერცხის სიმსივნის ან კისტის ფეხის გადაგრეხის გამო. საკვერცხის მასიური შეშუპების დროს ნაჩვენებია ოვარიექტომია.
საკვერცხის მარტივი კისტები – კისტოზური წარმონაქმნები, რომელთა შიგნითა ზედაპირი მოკლებულია ეპითელურ ამომფენ უჯრედებს – შეიძლება განვითარდეს საკვერცხეების ფოლიკულური კისტებიდან. მარტივი კისტების დიამეტრი, ჩვეულებრივ, არ აღემატება 6–10 სმ. კლინიკურად მათი გამოვლინება არ ხდება. გინეკოლოგიური გამოკვლევით აღინიშნება ერთი საკვერცხის მცირე გადიდება, ულტრაბგერითი გამოკვლევისას – იგივე სახის ცვლილებები, რაც საკვერცხის ფოლიკულური კისტის ან ყვითელი სხეულის კისტის შემთხვევებში. როგორც წესი, ავადმყოფების ოპერირება ხდება საკვერცხის კისტის ან სიმსივნის დიაგნოზით. ჭეშმარიტი დიაგნოზის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ჰისტოლოგიური გამოკვლევის შემდეგ. მკურნალობა ოპერაციულია.
ზედაპირული ეპითელური კისტები–ჩანართები წარმოადგენენ რეტენციულ წარმონაქმნებს საკვერცხეების მფარავი ჩანასახოვანი ეპითელიუმისგან, რომლებიც ვითარდებიან მოხუცებულობით ასაკში. მათი ზომა არ აღემატება 2–3 სმ. კლინიკურად აღნიშნული კისტები არ ვლინდება და სიცოცხლეში მათი დიაგნოსტირება ვერ ხერხდება.
ორსულთა ლუთეომა – საკვერცხის სიმსივნური წარმონაქმნი, რომელიც ვითარდება ორსულობის ბოლო ტრიმესტრში მალუთეინიზირებელი თეკა–უჯრედების ჰიპერტროფიის და ჰიპერპლაზიის შედეგად. სავარაუდოდ, ლუთეომის განვითარების მიზეზს წარმოადგენს ურსულობის დროს ქორიონული გონადოტროპინით ყვითელი სხეულის უჯრედების სტიმულაცია. კლინიკურად ლუთეომა არ ვლინდება, მისი აღმოჩენა ხდება შემთხვევით, საკეისრო კვეთის დროს. მშობიარობის შემდეგ ლუთეომა რეგრესირებს და მკურნალობას არ საჭიროებს.
ოპერაციები განასხვავებენ ოპერაციების ორ ტიპს: საკვერცხის ქსოვილის შემანარჩუნებელი და რადიკალური. პირველ მათგანს მიეკუთვნება საკვერცხის ქსოვილის გაკერვა (მაგ., საკვერცხის აპოპლექსიის შემთხვევაში); კისტების ამოკვეთა საკვერცხის ქსოვილის შემდგომი გაკერვით; საკვერცხის რეზექცია (მისი ნაწილის მოცილება), მათ შორის სოლისებური რეზექცია, რომელიც კეთდება პოლიკისტოზური საკვერცხეების დროს. რადიკალურ ოპერაციას – საკვერცხეების მოცილება ანუ ოვარექტომია – ძირითადად კეთდება საკვერცხის კისტის ფეხის გადაგრეხის დროს მისი ქსოვილის ნეკროზის, საკვერცხეების სიმსივნეების შემთხვევებში.

მეტასტაზური სიმსივნეები. საკვერცხეებში უხშირესად გვხვდება კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ორგანოების, სარძევე ჯირკვლის, ენდომეტრიუმის კიბოს მეტასტაზები. ყველაზე მეტი კლინიკური მნიშვნელობა გააჩნია კრუკენბერგის მეტასტაზურ სიმსივნეს, რომელიც შედგება ლორწოვანი შიგთავსის ბეჭდისებრი უჯრედებისგან და ”სარკომისებური” სტრომისგან. კრუკენბერგის სიმსივნე ხშირად ზომებით რამდენჯერმე აღემატება კიბოს პირველად კერას, რომელიც, ზოგჯერ, საკვერცხეში სიმსივნის აღმოჩენის მომენტში, დაუდგენელია. პირველადი სიმსივნე უხშირესად ლოკალიზებულია კუჭში, იშვიათად კუჭ–ნაწლავის ტრაქტის სხვა ორგანოში. 70–90% შემთხვევებში კრუკენბერგის სიმსივნე ორმხრივია. კლინიკური ნიშნებით საკვერცხის პირველადი კიბოს მსგავსია. ზოგიერთ ავადმყოფს აღენიშნება ამენორეა, რაც დაკავშირებულია სიმსივნეში ჰორმონულად აქტიური, მალუთეინიზირებელი სტრომული უჯრედების არსებობასთან. დიაგნოზის დადასტურება ხდება სიმსივნის ჰისტოლოგიური გამოკვლევით და სხვა ორგანოში პირველი კერის აღმოჩენით. მკურნალობა და პროგნოზი დამოკიდებულია ძირითად დაავადებაზე.

სიმსივნური (სიმსივნეების მსგავსი) პროცესები ყველაზე გავრცელებულია საკვერცხის ფოლიკულური კისტა და ყვითელი სხეულის კისტა; პაროვარიული კისტა; საკვერცხის ენდომეტრიოიდული კისტა; საკვერცხეების მრავლობითი ფოლიკულური კისტები ანუ პოლიკისტოზური საკვერცხეები; ოოფორიტი – საკვერცხეების ანთება, რომელიც ხშირად ერწყმის ფალოპის მილის ანთებას და თან სდევს სიმსივნური კონგლომერატის – ტუბოოვარიული წარმონაქმნის – ფორმირება. საკვერცხეების სხვა სიმსივნური პროცესები – სტრომის ჰიპერპლაზია და ჰიპერთეკოზი, მასიური შეშუპება, მარტივი კისტები, ზედაპირული ეპითელური კისტები–ჩანართები და, განსაკუთრებით, ორსულთა ლუთეომა – ძალიან იშვიათად გვხვდება. მრავლობით მელუთეინიზირებელ ფოლიკულურ კისტებს და ყვითელ სხეულის კისტებს მიაკუთვნებენ იატროგენულ დაავადებებს, რომლებიც ვითარდებიან ოვულაციის მასტიმულირებელი პრეპარატების არაადექვატურად მაღალი დოზების ხმარებისას.

საკვერცხის ფოლიკულური კისტა ყალიბდება არაოვულირებულ ფოლიკულში ფოლიკულური სითხის დაგროვების შედეგად; უხშირესად აღინიშნება სქესობრივი მომწიფების პერიოდში და ახალგაზრდა ქალებში. იგი წარმოადგენს თხელკედლიან, ერთსაკნიან წარმონაქმნს დიამეტრით, რომელიც იშვიათად აღემატება 8 სმ. კისტის ზრდის პარალელურად, მისი კედლის შიგნითა ზედაპირის ამომფენი უჯრედები განიცდიან ატროფიას. გრანულოზური უჯრედებით ამოფენილი მცირე ზომის ფოლიკულურ კისტებს გააჩნიათ ზომიერი ჰორმონული აქტივობა.
4–6 სმ–მდე დიამეტრის ფოლიკულური კისტები კლინიკურად არ ვლინდებიან. ჰორმონულად აქტიური კისტების დროს შესაძლებელია განვითარდეს ჰიპერესტროგენემია და მისით განპირობებული მენსტრუალური ციკლის დარღვევები: აციკლური სისხლდენები საშვილოსნოდან რეპროდუქციული ასაკის ქალებში ან ნაადრევი სქესობრივი განვითარება 10 წლამდე ასაკის გოგონებში. 8 სმ და მეტი დიამეტრის კისტის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს მისი ფეხის გადაგრეხა, რასაც თან სდევს საკვერცხის ქსოვილში სისხლის მიმოქცევის დარღვევა და მისი ნეკროზი და/ან კისტის გასკდომა. ასეთ შემთხვევებში ყალიბდება მწვავე მუცლის კლინიკური სურათი.

ფოლიკულური კისტის დიაგნოზის დადგენა ხდება კლინიკური გამოვლინებების, გინეკოლოგიური და ულტრაბგერითი გამოკვლევების საფუძველზე. გინეკოლოგიური გამოკვლევის დროს (საშოსმხრივი, სწორი ნაწლავიდან) საშვილოსნოს გვერდით და წინ ისინჯება ელასტიური კონსისტენციის სიმსივნური წარმონაქმნი გლუვი ზედაპირით, უხშირესად მოძრავი და ნაკლებად მტკივნეული. ულტრაბგერით სკანოგრამაზე ფოლიკულური კისტა წარმოადგენს ერთსაკნიან მომრგვალო წარმონაქმნს თხელი კედლებით და ერთგვაროვანი შიგთავსით.

8 სმ–მდე დიამეტრის ფოლიკულური კისტის მქონე ავადმყოფები საჭიროებენ დინამიკურ დაკვირვებას განმეორებითი ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩატარებით. როგორც წესი, 1,5–2 თვის განმავლობაში ხდება კისტის უკუგანვითარება. აღნიშნული პროცესის დაჩქარების მიზნით, 2–3 ციკლის განმავლობაში, მენსტრუალური ციკლის მე–5 დღიდან 25–ე დღემდე გამოიყენება ესტროგენ–ჰესტაგენურ პრეპარატები (ოვიდონი, ნონ–ოვლონი, ბისეკურინი და სხ.). 8 სმ და მეტი დიამეტრის ფოლიკულური კისტის შემთხვევაში ნაჩვენებია კისტის ამოკვეთა და მისი კედლის გაკერვა ან საკვერცხის რეზექცია. აღნიშნულ ოპერაციებს ატარებენ ლაპარასკოპიული მეთოდებით. საკვერცხის კისტის ფეხის გადაგრეხის, საკვერცხის გასკდომის შემთხვევაში ოპერაციული ჩარევა ხორციელდება სასწრაფო წესით, საკვერცხეში სისხლმომარაგების დარღვევის შემთხვევაში ხდება მისი მოცილება. პროგნოზი კეთილსაიმედოა.
ყვითელი სხეულის კისტა ყალიბდება არარეგრესირებული ყვითელი სხეულის ადგილას, რომლის ცენტრშიც, სისხლმომარაგების დარღვევის შედეგად, გროვდება ჰემორაგიული სითხე. კისტის დიამეტრი ჩვეულებრივ არ აღემატება 6–8 სმ. ყვითელი სხეულის კისტა, როგორც წესი, უსიმპტომოდ მიმდინაეობს და 2–3 თვის განმავლობაში განიცდის უკუგანვითარებას. მის გართულებებს წარმოადგენენ კისტის ფეხის გადაგრეხა, კისტის გასკდომა, მის ღრუში სისხლჩაქცევის განვითარების გამო, რასაც თან სდევს მწვავე მუცლის სურათი. გინეკოლოგიური გამოკვლევის შედეგად საკვერცხის მიდამოში ისინჯება სიმსივნური წარმონაქმნი, რომელსაც ულტრაბგერით სკანოგრამაზე გააჩნია ისეთივე შენება, როგორც ფოლიკულურ კისტას, ზოგჯერ ყვითელი სხეულის კისტაში ვლინდება წვრილდისპერსიული შენარევი (სისხლი).

ყვითელი სხეულის მცირე ზომის (6–8 სმ–მდე დიამტრის), უსიმპტომო მიმდინარეობის  კისტების შემთხვევაში ავადმყოფები იმყოფებიან გინეკოლოგის მუდმივი დაკვირვების ქვეშ 2–3 თვის განმავლობაში. დიდი ზომის კისტების დროს, აგრეთვე კისტის გასკდომის ან მისი ფეხის გადაგრეხის შემთხვევაში, ტარდება ოპერაციული მკურნალობა. კისტის ამოკვეთა და მისი კედლის გაკერვა, ჯანმრთელი ქსოვილების ფარგლებში საკვერცხის რეზექცია კეთდება ლაპარასკოპიული მიდგომით. კისტის ფეხის გადაგრეხის დროს, საკვერცხის ნეკროზული ცვლილებების განვითარების შემთხვევაში, ტარდება ლაპარატომია და საკვერცხის მოცილება.
საკვერცხის სტრომის ჰიპერპლაზია და ჰიპერთეკოზი მიეკუთვნებიან ჰიპერპლაზიურ პროცესებს. საკვერცხის სტრომის ჰიპერპლაზია უპირატესად უვითარდებათ 50 წელს გადაცილებულ ქალებს. მისთვის დამახასიათებელია საკვერცხის სტრომის უჯრედების კეროვანი ან დიფუზური პროლიფერაცია, სტრომაში ხდება ანდროგენების წარმოქმნა, რომლებიც არომატიზაციის დროს გარდაიქმნებიან ესტროგენებად (ესტრონი და ესტრადიოლი). ასაკის შეუსაბამო ესტროგენების დონის მატება, არც თუ იშვიათად, იწვევს ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიას და საშვილოსნოდან სისხლდნების განვითარებას (როგორც წესი მორეციდივე ხასიათის). გინეკოლოგიური გამოკვლევის შედეგად აღინიშნება ერთ ან ორივე საკვერცხის უმნიშვნელო, დიფუზური გადიდება, ხშირად საკვერცხეების ზომები ნორმის ფარგლებშია. ულტრაბგერით სკანოგრამებზე საკვერცხის სიგრძე არ აღემატება 5 სმ, სიგანე – 3 სმ, საკვერცხის სტრუქტურა ჰომოგენური და ჰიპერექოგენურია. დიაგნოზის დადგენა ხდება მხოლოდ საკვერცხის ჰისტოლოგიური გამოკვლევების შედეგების საფუძველზე. დიაგნოსტიკაში განსაზღვრული მნიშვნელობა ენიჭება ენდომეტრიუმის მორეციდივე ჰიპერპლაზიის არსებობას, რომელიც არ ემორჩილება ჰორმონულ თერაპიას. იქიდან გამომდინარე, რომ საკვერცხის სტრომის ჰიპერპლაზიის დროს მაღალია ენდომეტრიუმის კიბოს ჩამოყალიბების რისკი, ნაჩვენებია ოპერაცია – ერთი ან ორივე საკვერცხის მოცილება.

ჰიპერთეკოზის დროს საკვერცხის ჰიპერპლაზირებულ სტრომაში წარმოიქმნებიან მალუთეინიზირებელი უჯრედების კეროვანი გროვები, რომლებსაც განაკვეთზე, საკვერცხის მასკროსკოპულიგამოკვლევის დროს, გააჩნიათ მოყვითალო კერების სახე. კლინიკური გამოვლინებებით ჰიპერთეკოზი მოგვაგონებს პოლიკისტოზური საკვერცხეების დაავადებას, თუმცა ჰიპერთიკოზის დროს უფრო მეტადაა გამოხატული ვირილიზაციის სიმპტომები, ვლინდება მნიშვნელოვანი ჰიპერტრიქოზი, სარძევე ჯირკვლების ატროფია, ხმის დაბოხება, ამენორეა. გინეკოლოგიური გამოკვლევის დროს აღინიშნება თანაბრად გადიდებული (სიგრძე 6 სმ–მდე და სიგანე 4 სმ–მდე), მკვრივი საკვერცხეები. ულტრაბგერით სკანოგრამებზე მათი სტრუქტურა ჰიპერექოგენური და ჰომოგენურია. დიაგნოზის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ საკვერცხის ჰისტოლოგიური გამოკვლევის შემდეგ, რომლის ჩატარებამდეც ავადმყოფები, ჩვეულებრივ იმყოფებიან გინეკოლოგიური მეთვალყურეობის ქვეშ პოლიკისტოზური საკვერცხეების დაავადების გამო. მკურნალობა, ისევე როგორც პოლიკისტოზური საკვერცხეების დაავადების დროს, ოპერაციულია, თუმცა საკვერცხის სოლისებური რეზექცია ნაკლებეფექტურია.

საკვერცხის მასიური შეშუპება ვითარდება მისი ჯორჯლის ნაწილობრივი ან სრული გადაგრეხის შედეგად სისხლის მიმოქცევის მოშლის გამო, რასაც თან სდევს საკვერცხის ნეკროზი, მისი კაფსულის გასკდომა. პათოლოგია უპირატესად აღენიშნებათ ახალგაზრდა ქალებს. კლინიკურად ვლინდება მწვავე მუცლის სიმპტომებით. გინეკოლოგიური გამოკვლევით ისინჯება მკვეთრად მტკივნეული და გადიდებული საკვერცხე (არა უმეტეს 10 სმ დიამეტრის). როგორც წესი, ავადმყოფებს ოპერაცია უკეთდებათ საკვერცხის სიმსივნის ან კისტის ფეხის გადაგრეხის გამო. საკვერცხის მასიური შეშუპების დროს ნაჩვენებია ოვარიექტომია.
საკვერცხის მარტივი კისტები – კისტოზური წარმონაქმნები, რომელთა შიგნითა ზედაპირი მოკლებულია ეპითელურ ამომფენ უჯრედებს – შეიძლება განვითარდეს საკვერცხეების ფოლიკულური კისტებიდან. მარტივი კისტების დიამეტრი, ჩვეულებრივ, არ აღემატება 6–10 სმ. კლინიკურად მათი გამოვლინება არ ხდება. გინეკოლოგიური გამოკვლევით აღინიშნება ერთი საკვერცხის მცირე გადიდება, ულტრაბგერითი გამოკვლევისას – იგივე სახის ცვლილებები, რაც საკვერცხის ფოლიკულური კისტის ან ყვითელი სხეულის კისტის შემთხვევებში. როგორც წესი, ავადმყოფების ოპერირება ხდება საკვერცხის კისტის ან სიმსივნის დიაგნოზით. ჭეშმარიტი დიაგნოზის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ჰისტოლოგიური გამოკვლევის შემდეგ. მკურნალობა ოპერაციულია.
ზედაპირული ეპითელური კისტები–ჩანართები წარმოადგენენ რეტენციულ წარმონაქმნებს საკვერცხეების მფარავი ჩანასახოვანი ეპითელიუმისგან, რომლებიც ვითარდებიან მოხუცებულობით ასაკში. მათი ზომა არ აღემატება 2–3 სმ. კლინიკურად აღნიშნული კისტები არ ვლინდება და სიცოცხლეში მათი დიაგნოსტირება ვერ ხერხდება.
ორსულთა ლუთეომა – საკვერცხის სიმსივნური წარმონაქმნი, რომელიც ვითარდება ორსულობის ბოლო ტრიმესტრში მალუთეინიზირებელი თეკა–უჯრედების ჰიპერტროფიის და ჰიპერპლაზიის შედეგად. სავარაუდოდ, ლუთეომის განვითარების მიზეზს წარმოადგენს ურსულობის დროს ქორიონული გონადოტროპინით ყვითელი სხეულის უჯრედების სტიმულაცია. კლინიკურად ლუთეომა არ ვლინდება, მისი აღმოჩენა ხდება შემთხვევით, საკეისრო კვეთის დროს. მშობიარობის შემდეგ ლუთეომა რეგრესირებს და მკურნალობას არ საჭიროებს.
ოპერაციები განასხვავებენ ოპერაციების ორ ტიპს: საკვერცხის ქსოვილის შემანარჩუნებელი და რადიკალური. პირველ მათგანს მიეკუთვნება საკვერცხის ქსოვილის გაკერვა (მაგ., საკვერცხის აპოპლექსიის შემთხვევაში); კისტების ამოკვეთა საკვერცხის ქსოვილის შემდგომი გაკერვით; საკვერცხის რეზექცია (მისი ნაწილის მოცილება), მათ შორის სოლისებური რეზექცია, რომელიც კეთდება პოლიკისტოზური საკვერცხეების დროს. რადიკალურ ოპერაციას – საკვერცხეების მოცილება ანუ ოვარექტომია – ძირითადად კეთდება საკვერცხის კისტის ფეხის გადაგრეხის დროს მისი ქსოვილის ნეკროზის, საკვერცხეების სიმსივნეების შემთხვევებში.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter