კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რეპარაციულ პროცესებზე მოქმედი საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის რეგენერაციისა და რეპარაციის სტიმულატორები  ხელს უწყობენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დეფექტების მოშუშების პროცესის დაჩქარებას. ამ ჯგუფის პრეპარატების რეპარაციული მოქმედების მექანიზმი ცილების ბიოსინთეზის და უჯრედული დაყოფის სტიმულაციის გარდა მოიცავს თავისუფალ-რადიკალური რეაქციების და ლიზოსომური ფერმენტების ლიბერაციის დამუხრუჭებას. დამატებით ფაქტორს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეპარაციული ეფექტის გამჟღავნებაში, წარმოადგენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსში მიკროცირკულაციის გაუმჯობესების უნარის მქონე პროსტაგლანდინების ადგილობრივი სინთეზის გაძლიერება. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის რეგენერაციის და რეპარაციის მასტიმულირებელ საშუალებებს მიეკუთვნებიან ბისმუტის ტრიკალიუმის დიციტრატი (დე-ნოლი), დალარგინი, ნატრიუმის ალგინატი, ვენტრამინი, პოლივინოქსი და სხვა. გასტროენტეროლოგიურ პრაქტიკაში რეპარანტებს უნიშნავენ რემისიის მიღწევის შემდეგ, სხვა მეთოდების მიმართ რეზისტენტობისას, მათ შორის ხანგრძლივად შეუხორცებელი წყლულების შემთხვევაში და უფრო ხშირად ასაკოვან პაციენტებს.


პოსტი წარმოადგენს ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter