ანტიბიოტიკები (I)

 ”პრობლემური წამლები” . ენდრიუ ჩეტლი

,,დღეს ექსპერტები უკვე თვლიან, რომ ანტიბიოტიკების ოქროს ხანა დამთავრდა”

როდესაც პირველად შეიქმნა ანტიბიოტიკები, მათ ისეთ „ჯადოსნურ ტყვიებად“ თვლიდნენ, რომლებსაც რადიკალურად უნდა შეეცვალათ ინფექციურ დაავადებათა მკურნალობა. ამის მაგივრად, დღეს ექსპერტები უკვე თვლიან, რომ ანტიბიოტიკების ოქროს ხანა დამთავრდა.

როგორ მოქმედებენ ანტიბიოტიკები

ანტიბიოტიკებს, ჩვეულებრივ, აღწერენ როგორც ბაქტერიციდულ (რომლებიც კლავენ ბაქტერიებს), ან როგორც ბაქტერიოსტატიკურს (ისინი ანელებენ ბაქტერიების ზრდას და საშუალებას აძლევენ იმუნურ სისტემას გაანადგუროს ბაქტერიები).

მაგალითად, ბეტა-ლაქტანების ჯგუფის ანტიბიოტიკები ბაქტერიციდულებს წარმოადგენენ, რამდენადაც ისინი თრგუნავენ ბაქტერიების უჯრედული გარსის სინთეზს. უჯრედული გარსის გარეშე ბაქტერიები იღუპებიან. სხვა ანტიბიოტიკები ერევიან უჯრედის შიგნით  მიმდინარე ქიმიურ პროცესებში, რასაც, თავის მხრივ, იწვევს ბაქტერიების დაღუპვას.
ანტიბიოტიკების უახლესი ტიპი – ხინოლონები – მოქმედებენ ბაქტერიის შიგნით იმ ფერმენტზე, რომელიც იმას უზრუნველყოფს, რომ დნმ-ს (დეზოიქსირიბონუკლეინის მჟავა – მთარგმ. შენ.) გრძელმა ძაფებმა შეძლონ ბაქტერიულ უჯრედში ჩატევა. ამის შედეგად, ბაქტერიული დნმ-ს ძაფები ცილდება ერთმანეთს, ბაქტერიები კარგავენ გამრავლების ან ფერმენტების გამომუშავების უნარს, რომლებიც, თავის მხრივ, აუცილებელია მათი ნორმალური ცხოველქმედებისათვის, და ამის შედეგად ისინი იღუპებიან.

ანტიბიოტიკებისადმი მდგრადობა

სპეციალური საერთაშორისო ჯგუფი, რომელიც სწავლობდა ანტიბიოტიკებისადმი მდგრადობას, თვლის, რომ თუმცა ანტიბიოტიკებმა იხსნეს და გააუმჯობესეს უფრო მეტი სიცოცხლე , ვიდრე მედიკამენტების ნებისმიერმა სხვა კლასმა, მათმა გამოყენებამ „მოძრაობაში მოიყვანა პოპულაციის გენეტიკაში ყველაზე დიდი ჩარევა, რაც კი ოდესმე უნახავს ჩვენს პლანეტას. ამ ჩარევის შედეგები ჩანს ისეთი გენების გავრცელებაში დედამიწაზე არსებული ბაქტერიების ყველა პოპულაციაში, რომლებიც მდგრადები არიან ანტიბიოტიკების მიმართ“ [6]. ამ ცვლილებამ, რომელიც თუმც კი არ ჩანს შეუიარაღებელი თვალით, ადამიანების ჯანმრთელობაზე ისეთივე ძლიერი გავლენა მოახდინა, როგორც თვით ანტიბიოტიკებმა [7].  ერთ-ერთი მკვლევარი აღნიშნავს, „ანტიმიკრობული საშუალებების მიმართ რეზისტენტობა გლობალურ მოვლენად იქცა, რომელიც ჯანმრთელობის დაცვაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში“ [8].
ზოგიერთი ბაქტერია სხვადასხვა ანტიბიოტიკების მიმართ თავისი ბუნებითაა რეზისტენტული, ხოლო ხშირად კი ეს მდგრადობა შეძენილია. ბაქტერიები მდგრადებად გადაიქცევიან მას შემდეგ, როდესაც თავის გენებში ჩართავენ „მდგრადობის ფაქტორს, ანტიბიოტიკების ზემოქმედების გასანეიტრალებლად. ეს ფაქტორი, შესაძლებელია, სწრაფად გადაეცეს სხვა ბაქტერიებს, გადაიტანებიან რა პლაზმიდებად წოდებული გენეტიკური მასალის პატარა ნაწილებით. ხანდახან, შესაძლებელია, რომ მდგრადი გენები შეიფუთონ დნმ-ს ელემენტებში, რომელთაც ტრანსპოზონები ეწოდებათ, რაც მათ საშუალებას აძლევს გადახტნენ დნმ-ს ერთი უბნიდან მეორეზე. მრავალჯერადი რეზისტენტობა – როდესაც ბაქტერიები მდგრადია ერთდროულად რამდენიმე ანტიბიოტიკის მიმართ – ასევე ესაძლებელია ერთი სახეობიდან გადავიდეს მეორეზე [9].  მდგრადობის მექანიზმი შესაძლოა, შეიცავდნეს; ბაქტერიის უჯრედის შიგნით მიმდინარე ცვლილებებს, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ანტიბიოტიკის მიმართ მგრძნობელობაზე; ცვლილებებს უჯრედის კედელში, რომლებიც აძნელებენ ანტიბიოტიკების შემოტევას; ანტიბიოტიკისუჯრედში შეღეწევის ან იქიდან გამოდევნის სიჩქარის ცვლილებას, რაც ამცირებს ანტიბიოტიკის ზემოქმედების დროს და უჯრედის შიგნით მის ეფექტურ კონცენტრაციას; ან ისეტი ფერმენტის წარმოქმნას, რომელიც ანტიბიოტიკს არაეფექტურად გადააქცევს [10]. თუმცა, თავდაპირველად, მდგრადი ბაქტერიები მხოლოდ ქალაქების საავადმყოფოებში გვხვდებოდა, ახლა კი ისინი ყველგანაა და   შესაძლებელია, რომ გავრცელდნენ მეზობელ და შორეულ ქვეყნებშიც კი: მიკროორგაზმებისათვის საზღვრები არ არსებობს. „ჩვენი ბაქტერიებიუ კვე მარტო ჩვენ აღარ გვეკუთვნიან და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ მათ ვიბერტყავთ, გამოვყოფთ ან რაიმე სხვა გზით ვავრცელებთ გარშემო სივრცეში, სადაც ისინი საერთო მასის ნაწილი ხდებიან“ [11]. ეს სწრაფი გავრცელება კი ნიშნავს იმას, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი აღარ რეაგირებს ადრე ეფექტურ ანტიბიოტიკებზე.

ანტიბიოტიკების ძირითადი ჯგუფები

პენიცილინები

შეიცავენ შემდეგ წამლებს: ამოქსაცილინი, ამპიცილინი, ამპიცილინი სულბაქტამით, ბენზილპენიცილინი, კლოქსაცილინი, კოამოქსიკლავი (ამოქსაცილინი კლავულანის მჟავით), ფლუკლოქსაცილინი, მეტიცილინი, ოქსაცილინი, ფენოქსიმეთილპენიცილინი.

ცეფალოსპორინები

ცეფაკლორი, ცეფადროქსილი, ცეფიქსიმი, ცეფოპერაზონი,  ცეფოტაქსიმი, ცეფოქსიტინი, ცეფპირომი, ცეფსულოდინი, ცეფტაზიდიმი, ცეფტიზოქსიმი, ცეფტრიაქსონი, ცეფუროქსიმი, ცეფალექსინი, ცეფალოტინი, ცეფამანდოლი, ცეფაზოლინი, ცეფრადინი.

პეციცილინები და ცეფალოსპორინები – ანტიბიოტიკებთან მონობაქტამთან და კარბაპენემთან ერთად – ერთად ცნობილნი არიან როგორც ბეტა-ლაქტამი ანტიბიოტიკები. სხვა ბეტა-ლაქტამი ანტიბიოტიკები მოიცავენ: აზტრეონამს, იმიპენემს (რომლებსაც, ჩვეულებრივ, იყენებენ ცილა სტატინთან კომბინაციაში).

ამინოგლიკოზიდები

ამიკაცინი, გენტამიცინი, კანამიცინი, ნეომიცინი, ნეთილმიცინი, სტრეპტომიცინი, ტობრამიცინი.

მაკროლიდები

აზიტრომიცინი, კლარიტრომიცინი, ერითრომიცინი, იოზამიცინი, როქსიტრომიცინი.

ლინკოზამიდები

კლინდამიცინი, ლინკომიცინი

ტეტრაციკლინები
დოქსიციკლინი, მინოციკლინი, ოქსიტეტრაციკლინი, ტეტრაციკლინი

ქინოლონები

ნალიდიქსის მჟავა, ციპროფლოქსაცინი, ენოქსაცინი, ფლეროქსაცინი, ნორფლოქსაცინი, ოფლოქსაცინი, პეფლოქსაცინი, ტემაფლოქსაცინი (ამოღებულია ხმარებიდან 1992 წელს).

სხვები

ქლორამფენიკოლი, კოტრიმოქსაზოლი (ტრიმეტოპრიმი და სულფამექსაზოლი), მუპირომიცინი, ტეიკოპლანინი, ვანკომიცინი.

შენიშვნა: ფორმალურად, „ანტიბიოტიკების“ ტერმინის ქვეშ აღიქმება მხოლოდ ისეთი ნივთიერებები, რომლებიც მიკრობებით გამომუშავდება. აქედან გამომდინარე, ისეთი ანტიბაქტერიული და მიკრობების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა სულფანილამიდები, ხინოლონები და ტრიმეტოპრიმი, მკაცრად რომ განვსაჯოთ, არ მიეკუთვნებიან ანტიბიოტიკებს. თუმცა, ისინი განეკუთვნებიან ანტიბიოტიკებს, ზოგადი მსჯელობის ფარგლებში.

ნებისმიერი ანტიბიოტიკის გაზრდილი მოხმარება იწვევს მდგრადი ბაქტერიების გამრავლებას [12]. მაგალითად, იმ ბავშვებში, რომლებიც ადრე ღებულობდნენ ანტიბიოტიკებს, იზრდება ამპიცილინის მიმართ მდგრადი Haemophilus influenzaeს  შტამების აღმოჩენის ალბათობა [13]. თუმცა, ანტიბიოტიკის მიმართ რეზისტენტობა შესაძლებელია და რეალურია იმ ადამიანებშიც, რომლებიც აღნიშნულ ანტიბიოტიკს ადრე არ ღებულობდნენ [14].

მდგრადობა იწირავს სიცოცხლეებსა და ფულებს

ჩვეულებრივი ასარჩევი ანტიბიოტიკით  (და ასევე ნებისმიერი სხვა წამლით) ინფექციის მკურნალობის უუნარობა, შესაძლოა, რომ კატასტროფით დამთავრდეს. გონორეა, დიზენტერია, პნევმონია, მენინგიტი და მძიმე ჰოსპიტალური ინფექციები – ამ ყველა დაავადებას შესაძლოა სასიკვდილო შედეგი ჰქონდეს.
გონორეა ახლა განიხილება, როგორც მსოფლიოში ჯანდაცვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. განვითარებად ქვეყნებში გონორეამ, რომელიც გამოიწვევა Neisseria gonorrhoeae-ს მდგრადი შტამებით, ჰიპერენდემური სახე მიიღო [19]. განვითარებულ სამრეწველო ქვეყნებშიც კი ასევე ნათლად ჩანს მდგრადი შტამების მომრავლება [20].

გაგრძელება იხ. >>>

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter