ანტიჰისტამინური ნივთიერებები
პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” ანტიჰისტამინური ნივთიერებები _ ჰისტამინის ანტაგონისტები, რომლებიც აფერხებენ ეფექტორულ უჯრედებზე მის მოქმედებას. ყველაზე მეტად გავრცელებული ანტიჰისტამინური ნივთიერებები მიეკუთვნებიან შემდეგ ქიმიურ ჯგუფებს: ეთანოლამინებს _ დიმედროლი; ეთილენდიამინებს _ სუპრასტინი; ფენოთიაზინებს _ დიპრაზინი; ტეტრაჰიდროკარბონილებს _ დიაზოლინი. ისინი თრგუნავენ ან ამცირებენ ჰისტამინის ყველა ეფექტს, კუჭის წვენის სეკრეციაზე მისი მასტიმულირებელი გავლენის გარდა.
მინერალური ნივთიერებები, ვიტამინებთან და სხვა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებთან ერთად, წარმოადგენენ ადამიანის ორგანიზმის ცხოველმოქმედების პროცესების ნორმალური მიმდინარეობის უზრუნველყოფისათვის აუცილებელ ელემენტებს. ისინი აუცილებელია ორგანიზმის შიდა გარემოს, ტუტე-მჟავა წონასწორობის, წყალ-მარილების მიმოცვლის და სხვათა მუდმივობის შესანარჩუნებლად. ადამიანის მოთხოვნილება მინერალურ ნივთიერებებზე ჩვეულებისამებრ ივსება საკვები პროდუქტებიდან (რაციონით დაბალანსებული კვების პირობებში). მაგრამ ზოგიერთი პათოლოგიური მდგომარეობის დროს, ფეხმძიმობისას, ფიზიკური დატვირთვისას, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევისას, არასწორი კვების დროს საჭიროა მინერალური ნივთიერებების დამატებითი რაოდენობა. ორგანიზმში მაკრო- და მიკროელემენტების აუცილებელი რაოდენობის მოხვედრის უზრუნველყოფა შეიძლება მათი შემცველი პრეპარატების მეშვეობით. მათგან ერთნი შეიცავენ ცალკეულ ნაერთებს (რკინის, კალციუმის, კალიუმის, მაგნიუმის, ფთორის და სხვათა პრეპარატები), სხვები – მათ ნაკრებს, ხშირად ვიტამინებთან კომბინაციაში.