თირკმელზედა ჯირკვალი – პათოლოგიური ანატომია და ფიზიოლოგია
პათოლოგიური ანატომია და ფიზიოლოგია. თირკმელზედა ჯირკვალი პათფიზიოლოგია. თირკმელზედა ჯირკვლების პათოლოგია, როგორც წესი, იწვევს მათი სტეროიდული ფუნქციების დარღვევას (დაქვეითებას ან მომატებას, ერთი ან რამდენიმე სტეროიდული ჰორმონის სინთეზის დათრგუნვა ან გაძლიერება და ა.შ.). თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დაქვეითება ან მისი სრული დათრგუნვა შეიძლება იყოს ერთი ან ორივე თირკმელზედა ჯირკვლის მოცილების, რომელიმე პათოლოგიური პროცესის დროს (ტუბერკულოზი, ამილოიდოზი, სარკოიდოზი,