Category Archives: ორგანოთა პათოლოგიები

ფილტვები – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები. ფილტვები  გამოკვლევის მეთოდები. ფილტვების დაავადებების ამოცნობის მიზნით გამოიყენება ავადმყოფის გამოკვლევის ზოგადკლინიკური, აგრეთვე რიგი სპეციალური მეთოდები. ფილტვების დაავადებების დროს ყველაზე დამახასიათებელი ჩივილია ხველა (მშრალი ან ნახველის გამოყოფით), სისხლიანი ხველა, სხვადასხვა ხარისხის ქოშინი, მოხრჩობის შეგრძნება, ტკივილები გულმკერდის არეში, ზოგადი მდგომარეობის დარღვევების სხვადასხვა სახის გამოვლინებები (მაგ., საერთო სისუსტე, ოფლიანობა, ცხელება). დაავადების და ცხოვრების ანამნეზის

Read More

ბრონქები – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები. ბრონქები  დასაწყისი იხ. >>> გამოკვლევის მეთოდები. ბრონქების პათოლოგიის გამოვლენის მიზნით გამოიყენება ავადმყოფის გამოკვლევის ზოგადკლინიკური და ზოგიერთი სპეციალური მეთოდი. გამოკითხვის დროს ავადმყოფი უჩივის ხველას (მშრალს ან ნახველის გამოყოფით), ზოგჯერ სისხლიანი ნახველის გამოყოფთ, ქოშინს, ჰაერის უკმარისობას. აუცილებელია იმ ფაქტორების დადგენა, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ ბრონქებზე (მაგ., თამბაქოს გამოყენება, ძლიერ დაბინძურებულ გარემოში მუშობა). დათვალიერების დროს

Read More

ბრონქები

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები. ბრონქები  დასაწყისი იხ. >>> ოპერაციები. მსხვილ (მთავარ და წილოვან) ბრონქებზე ტიპიურ ოპერაციებს მიეკუთვნება ბრონქების ჭრილობის გაკერვა, ბრონქების აღდგენა გასკდომის შემდეგ, ბრონქოტომია, ბრონქების დაბოლოებითი და ცირკულარული რეზექცია, ბრონქის ტაკვის რეამპუტაცია. ყველა ოპერაცია ბრონქებზე კეთდება ენდოტრაქეული ნარკოზის ქვეშ ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის პირობებში. ოპერაციული მიდგომა, როგორც წესი, მოიცავს გვერდით ან წინა–გვერდით თორაკოტომიას. ზოგიერთი ოპერაცია

Read More

ბრონქები – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები. ბრონქები  პათოლოგია. ბრონქების ფუნქციის დარღვევა გამოიხატება ვენტილაციის ობსტრუქციული ტიპის დარღვევებით, რაც შესაძლებელია განპირობებული იყოს სხვადასხვა მიზეზებით: ბრონქების სპაზმით, ბრონქული ხის შეშუპებით–ანთებითი ცვლილებებით, ბრონქული ჯირკვლების ჰიპერსეკრეციით, რასაც თან სდევს პათოლოგიური შიგთავსის დაგროვება ბრონქის სანათურში, წვრილი ბრონქების კოლაფსით ფილტვების მიერ ელასტიურობის დაკარგვის დროს, ფილტვების ემფიზემით და სხ. ფილტვ–ბრონქის დაავადებების პათოგენეზში დიდი მნიშვნელობა ენიჭება

Read More

ცხვირი – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები. ცხვირი ცხვირის ღრუს გამოკვლევა მოიცავს მის დათვალიერებას. ცხვირის ღრუს გამავლობის დადგენა ხდება ღრმა ჩასუნთქვის და გაძლიერებული ამოსუნთქვის პირობებში ცხვირის თითოეულ ნახევარში ცალ–ცალკე, აგრეთვე სპეციალური ხელსაწყოს – რინოპნევმომეტრების მეშვეობით. ცხვირის ყნოსვითი ფუნქციის გამოკვლევა ხორციელდება ოლფაქტომეტრით. ცხვირის ძვლოვანი ჩონჩხის მდგომარეობის შეფასება ხდება რენტგენოლოგიური მეთოდით. ცხვირის პათოლოგია მოიცავს განვითარების მანკებს, დაავადებებს, დეფორმაციებსა და სიმსივნეებს.

Read More

სისხლი – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები. სისხლი  სისხლის ლაბორატორიული კვლევის მეთოდები მრავალფეროვანია. ერთ–ერთ ყველაზე გავრცელებულ მეთოდს წარმოადგენს სისხლის შემადგენლობის რაოდენობრივი და ხარისხობრივი ანალიზი. აღნიშნული გამოკვლევები გამოიყენება დიაგნოსტიკის, პათოლოგიური პროცესის დინამიკის, თერაპიის ეფექტურობის შესწავლის და დაავადების პროგნოზირების მიზნით. პრაქტიკაში ლაბორატორიული გამოკვლევის უნიფიცირებული მეთოდების, ჩატარებული გამოკვლევების ხარისხის კონტროლის მეთოდების და საშუალებების დანერგვა, აგრეთვე ჰემატოლოგიური და ბიოქიმიური ავტოანალიზატორების გამოყენება უზრუნველყოფს

Read More

სისხლძარღვები

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები. სისხლძარღვები  დასაწყისი იხ. >>> გამოკვლევის მეთოდები. სისხლძარღვთა პათოლოგიით დაავადებულთა გამოკვლევა იწყება ანამნეზის შესწავლით, დათვალიერებით, პალპაციით და აუსკულტაციით. ავადმყოფის ყოფა–ცხოვრების პირობების დადგენის შემდეგ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტორების არსებობას, რომლებმაც შესაძლოა ხელი შეუწყონ სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას, განსაკუთრებით თამბაქოს მოხმარებას, გადაცივებას, ხანგრძლივად ფეხზე ყოფნასთან დაკავშირებული სამუშაოს არსებობას. ჩივილების ანალიზის შედეგად ვლინდება ქვემო

Read More

სისხლძარღვები – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები (1)

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები. სისხლძარღვები  პათოლოგიები. განვითარების მანკები (ანგიოდისპლაზიები) ვითარება ემბრიონის სისხლძარღვოვანი სისტემის ფორმირების ადრეულ ფაზებში – მუცლადყოფნის პერიოდის 4–დან 6 კვირამდე. სხვადასხვა ავტორთა მონაცემებით სისხლძარღვების განვითარების მანკების სიხშირე მერყეობს 1 შემთხვევიდან ყოველ 50 000 1 შემთხვევამდე ყოველ 500 000 ადამიანზე. კაპილარული დისპლაზიები – წითელი ფერის სისხლძარღვოვანი ლაქები, რომლებიც არ სცილდებიან კანის ზედაპირს და არ

Read More

გული – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები (4)

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები. გული დასაწყისი  იხ. >> გამოკვლევის ინსტრუმენტული მეთოდები. გამოკვლევის ინსტრუმენტულ მეთოდებს მიეკუთვნებიან გულის რენტგენოლოგიური, ულტრაბგერითი, რადიონუკლიდური, ელექტროფიზიოლოგიური და სხ. გამოკვლევები. თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში მეთოდის შერჩევა ხდება მათი მიზნობრივი დანიშნულების და ინფორმატიულობის მიხედვით და დამოკიდებულია ავადმყოფის მდგომარეობაზე, სავარაუდო პათოლოგიის ხასიათზე და მონაცემების მოცულობაზე, რაც აუცილებელია დიაგნოზის დადგენის ან დადასტურების მიზნით. გულის ზოგიერთი გამოკვლევა

Read More

გული – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები (3)

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები. გული დასაწყისი  იხ. >>> დაავადებები. სხვადასხვა პათოგენური ფაქტორების (ტოქსიკურ–ქიმიური, ინფექციური და სხ.) გულზე ზემოქმედების და მეტაბოლური პროცესების რეგულაციის მოშლის შედეგად მიოკარდიუმში, აღნიშნული პროცესების დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიოდისტროფიების განვითარება, ზოგჯერ კი მიოკარდიუმის დეგენარაციული ცვლილებები (მაგ., ამილოიდოზის დროს). დაავადებების განსაკუთრებულ ჯგუფს მიეკუთვნება კარდიომიოპათიები. ანთებითმა პროცესებმა შესაძლოა ერთდროულად დააზიანონ გულის ყველა გარსი ან უპირატესად

Read More