Category Archives: ნორმალური ანატომია

კუჭი

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. კუჭი  Ventriculus (s. gaster) Stomach, venter კუჭი – ventriculus (s. gaster), ღრუ ორგანოა, რომლის უმეტესი ნაწილი (3/4) მდებარეობს მარცხენა ფერდქვეშა მიდამოში, ნაწილი კი (1/4) ეპიგასტრულ მიდამოშია. კუჭის ფორმა და ზომა ცვალებადია და დამოკიდებულია მისი ავსების ხარისხზე, კედლების ფუნქციურ მდგომარეობაზე (შეკუმშვა, მოდუნება), ასაკზე და სხვ. კუჭის სიგრძე მისი გრძივი ღერძის მიმარულებით

Read More

კბილები

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. კბილები Dentes;  Teeth კბილები – dentes, ძვლოვანი ორგანოებია, რომლებიც გამაგრებულია ზედა და ქვედა ყბების კბილბუდეებში. კბილი და ალვეოლა (კბილბუდე) – alveola ერთმანეთს უკავშირდება ე. წ. ჩაჭდეულობის – gomphosis (junctura fibrosa) საშუალებით. ადამიანს კბილები ორჯერ ეცვლება. პირველი პერიოდის კბილებს მოსაცვლელ კბილებს – dentes decidui უწოდებენ. მოსაცვლელი კბილები ოცია: აქედან ოთხი საჭრელი

Read More

სანერწყვე ჯირკვლები

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. სანერწყვე ჯირკვლები Glandulae salivare;  Salivary glands პირის ღრუსა და პირის კარიბჭეს სადინრების საშუალებით უკავშირდება სამი წყვილი მსხვილი სანერწყვე ჯირკვალი; ესენია: ყბაყურის ჯირკვალი, ყბისქვეშა და ენისქვეშა ჯირკვლები. ყბაყურის ჯირკვალი – glandula parotis, არასწორი სამკუთხა ფორმისაა; მისი ერთი ნაწილი მდებარეობს საღეჭ კუნთზე, ნაწილი კი მოთავსებულია ქვედა ყბის უკანა ფოსოში – fossa retromandibularis.

Read More

ენა  Lingua (s. glossa) Tongue

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. ენა  Lingua (s. glossa); Tongue ენა – lingua (s. glossa), კუნთოვანი ორგანოა. ენაში არჩევენ სამ ნაწილს: ენის წვეტი – apex linguae, ენის სხეული – corpus linguae და ენის ძირი – radix linguae. ენის სხეული წინიდან ბოლოვდება ბრტყელი და მომრგვალებული ენის წვეტით; უკან ენის სხეული ენის ძირისაგან მოსაზღვრულია სასაზღვრო ღარით –

Read More

პირის ღრუ

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. პირის ღრუ   Cavum oris;  Oral cavity პირის ღრუ – cavum oris, წარმოადგენს საჭმლის მომნელებელი აპარატის დასაწყის ნაწილს; თავად პირის ღრუ იწყება პირის ნაპრალით – rima oris, რომელიც მდებარეობს ჰორიზონტალურ სიბრტყეში და მოსაზღვრულია ზემო და ქვემო ტუჩებით – labium superioris et inferioris. პირის კუთხეებში – angulus oris ზემო და ქვემო ტუჩი

Read More

საჭმლის მომნელებელი სისტემა

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. საჭმლის მომნელებელი სისტემა Digestive system ,,განვითარების მიხედვით, საჭმლის მომნელებელი მილი იყოფა სამ ნაწილად: 1. წინა ნაწლავი – პირი ნაპრალიდან კუჭის გასავლამდე, 2. შუა ნაწლავი – კუჭის გასავლიდან მსხვილი ნაწლავების დასაწყისამდე და 3. უკანა ნაწლავი – მსხვილი ნაწლავის დასაწყისიდან ყითამდე. ყოველი აღნიშნული ნაწილი თავის მხრივ რამდენიმე ნაწილად იყოფა. ამრიგად, საჭმლის მომნელებელი

Read More

ქვემო კიდურის ფასციები და სინოვიური ბუდეები

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. ქვემო კიდურის ფასციები და სინოვიური ბუდეები Fasciae and synovial sheath of lower limb კანჭის ფასციები კანჭის ფასცია – fascia cruris წარმოადგენს ბარძაყის განიერი ფასციის უშუალო გაგრძელებას, მაგრამ გამოხატულია გაცილებით სუსტად. კანჭის ფასცია სიღრმეში გზავნის ორ კუნთთაშუა ძგიდეს: წინასა და უკანას, რომლებიც ქმნიან ფასციურ ბუდეებს წინა, უკანა და ლატერალური ჯგუფის კუნთებისათვის.

Read More

მუხლქვეშა ფოსო

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. მუხლქვეშა ფოსო Fossa poplitea; Popliteal space მუხლქვეშა ფოსო – fossa poplitea – მდებარეობს მუხლის უკანა ზედაპირის მიდამოში, აქვს რომბის ფორმა. ზემოდან და ლატერალურად ფოსოს ესაზღვრება – ორთავა კუნთი, ზემოდან და მედიალურად – თითისტარა კუნთი, ქვემოდან – კანჭის ტყუპი კუნთის ორივე თავი და ტერფძირის კუნთი; ფოსოს ფსკერს ქმნის ბარძაყის ძვლის მუხლქვეშა

Read More

მომზიდველი არხი

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. მომზიდველი არხი Canalis adductorius;  Adductor [Hunter’s, subsartorial] canal დიდი მომზიდველი კუნთის მყესს გააჩნია რამდენიმე ხვრელი, რომელშიც გადიან სისხლძარღვები; მათგან ყველაზე ქვემოთ მდებარესა და ყველაზე  დიდს მომზიდველი შესავალი – hiatus tendineus ეწოდება. აღნიშნული ხვრელის ზემოთ მდებარეობს ბარძაყის მედიალური განიერი კუნთსა – m.vastus medialis და დიდ მომზიდველ კუნთს – m. adductor magnus

Read More

ბარძაყის არხი

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. ბარძაყის არხი   Canalis femoralis;  Femoral [crural] canal ბარძაყის არხი – canalis femoralis – ნორმის პირობებში არ არსებობს. იგი წარმოიქმნება მხოლოდ ბარძაყის თიაქრის განვითარების დროს. ნორმის პირობებში არსებობს მხოლოდ ბარძაყის ღრმა რგოლი – anulus femoralis profundus. მას ფარავს მუცლის განივი ფასციის – fascia transversalis abdominis ნაწილი ბარძაყის ძგიდის – septum

Read More