Category Archives: ნორმალური ანატომია

გულმკერდის ფასციები

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. გულმკერდის ფასციები Fasciae of thorax გულმკერდის ფასცია – fascia pectoralis – მისი ზედაპირული ფირფიტა – laminig superficialis ფარავს მკერდის დიდი კუნთის – M. pectoralis major გარეთა ზედაპირს. ზემოთ იგი შეზრდილია ლავიწთან, მედიალურად – მკერდთან, ლატერალურად გადადის წინა დაკბილული კუნთის – M. serratus anterior მფარავ ფასციაში და ქვემოდან გადადის მუცლის კედლის

Read More

გულმკერდის ზედაპირული კუნთები

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. გულმკერდის ზედაპირული კუნთები      Superficial muscles of thorax გულმკერდის ზედაპირული კუნთებია: მკერდის დიდი კუნთი – m. pectoralis major მკერდის მცირე კუნთი – m. pectoralis minor ლავიწქვეშა კუნთი – m. subclavius წინა დაკბილული კუნთი – m. serratus anterior 1. მკერდის დიდი კუნთი – m. pectoralis major წყვილი, ოთხკუთხა ფორმის კუნთია

Read More

გულმკერდის ღრმა კუნთები

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. გულმკერდის ღრმა კუნთები Deep muscles of thorax გულმკერდის ღრმა კუნთები მოკლე ბრტყელი კუნთებია, ავსებენ ნეკნთაშუა სივრცეებს და იყოფიან გარეთა, შიგნითა და ყველაზე შიგნითა კუნთებად. ესენია: ნეკნთაშუა გარეთა კუნთები – mm. intercostales externi ნეკნთაშუა შიგნითა კუნთები – mm. intercostales intemi ნეკნთაშუა ყველაზე შიგნითა კუნთები – mm. intercostales intimi ნეკნქვეშა კუნთები –

Read More

გულმკერდის კუნთები

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. გულმკერდის კუნთები Muscles of thorax გულმკერდის კუნთები – mm. thoracis ორ ჯგუფად იყოფა: ა) გულმკერდის ზედაპირული კუნთები (რომლებსაც კავშირი აქვთ ზემო კიდურის სარტყელთან) და ბ) გულმკერდის ღრმა, ანუ საკუთარი კუნთები. გულმკერდის ზედაპირული კუნთებია: 1. მკერდის დიდი კუნთი – m. pectoralis major 2. მკერდის მცირე კუნთი – m. pectoralis minor 3.

Read More

ზურგის ფასციები

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. ზურგის ფასციები Fasciae of back არჩევენ ზურგის შემდეგ ფასციებს: 1. ზურგის ზედაპირული ფასცია – საერთო კანქვეშა ფასციის თხელი შემაერთებელქსოვილოვანი ფურცელია; ფარავს ზურგის ზედაპირულ კუნთებს. 2. ქედის ფასცია – fascia nuchae მდებარეობს კისრის უკანა მიდამოში, ზედაპირულ და ღრმა კუნთებს შორის. მედიალურად იგი შეზრდილია ქედის იოგთან – ligamentum nuchae, ლატერალურად კი გადადის

Read More

ზურგის ღრმა კუნთები

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. ზურგის ღრმა კუნთები   Deep muscles of back ზურგის ღრმა (საკუთარი) კუნთები იყოფა გრძელ და მოკლე კუნთებად. ზურგის გრძელი კუნთები: I. თავის სალმუნის კუნთი – m. splenius capitis იწყება ქედის იოგიდან – ligamentum nuchae და კისრის III – გულმკერდის III მალების წვეტიანი მორჩებიდან და მთავრდება ქედის ზემო ხაზის განაპირა ნაწილებზე

Read More

ზურგის ზედაპირული კუნთები

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. ზურგის ზედაპირული კუნთები Superficial muscles of back ზურგის ზედაპირული კუნთებია: 1. ტრაპეციული კუნთი – m. trapezius 2. ზურგის უგანიერესი კუნთი – m. latissimus dorsi. 3. დიდი და მცირე რომბისებრი კუნთები – mm. rhomboidei major et minor 4. ბეჭის ამწევი კუნთი – m. levator scapulae 5. უკანა ზედა დაკბილული კუნთი –

Read More

ზურგის კუნთები

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. ზურგის კუნთები  Musculi dorsi Muscles of backზურგის კუნთები – musculi dorsi იყოფა ზედაპირულ და ღრმა კუნთებად. I. ზურგის ზედაპირული კუნთებია: 1. ტრაპეციული კუნთი – m. trapezius 2. ზურგის უგანიერესი კუნთი – m.  latissimus  dorsi. 3. დიდი და მცირე რომბისებრი კუნთები –  mm. rhomboidei major et minor 4. ბეჭის ამწევი კუნთი

Read More

კისრის სამკუთხედები

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. კისრის სამკუთხედები Triangles [trigone] of neck კისრის წინა მიდამო – regio colli anterior ორივე მკერდ – ლავიწ – დვრილისებრი კუნთით იყოფა სამ სამკუთხედად: ერთი წინა და ორი გვერდითი. კისრის თითოეულ ნახევარს (გვერდებზე) მკერდ – ლავიწ – დვრილისებრი კუნთი ორ სამკუთხედად ყოფს: მედიალურ და ლატერალურ სამკუთხედებად. კისრის მედიალური სამკუთხედი შემოსაზღვრულია ქვედა

Read More

კისრის ფასციები

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. კისრის ფასციები Fascia of neck კისრის მიდამოში მდებარეობს კისრის ფასცია – fascia cervicalis, რომელშიც არჩევენ სამ ფირფიტას. ზედაპირული ფირფიტა – Lamina superficialis ფარავს კისრის ყველა კუნთსა და ყბისქვეშა ჯირკვალს – gl. submandibularis; სასულესწინა ფირფიტა – Lamina pretrachealis წარმოქმნის ბუდეს ინის ძვალს ქვემოთ მდებარე ყველა კუნთისათვის, ასევე გარს აკრავს ნერვულ –

Read More