Category Archives: კერძო ფარმაკოლოგია

ანტიბიოტიკები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” ანტიბიოტიკები ბიოლოგიური წარმოშობის ქიმიური ნაერთებია, რომელთაც შერჩევითი დამაზიანებელი ან დამღუპველი მოქმედება აქვთ მიკროორგანიზმების მიმართ. სამედიცინო პრაქტიკაში გამოიყენება ანტიბიოტიკები, რომელთა პროდუცენტებია სხვადასხვა მიკროორგანიზმები, როგორიცაა აქტინომიცეტები, ობის სოკოები, სხვადასხვა ბაქტერიები. ამავე ჯგუფში შედის ასევე, ბუნებრივი ანტიბიოტიკების ნაწარმები და მათი სინთეზური ანალოგები. ანტიბიოტიკებს შესაძლოა გააჩნდეთ ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო და

Read More

ანტისეპტიკური საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”. 2000 წ. ანტისეპტიკური საშუალებები (ბერძ. anti-წინააღმდეგ+ septikos დაჩირქების გამომწვევი, ჩირქოვანი) – ნაერთები, რომელsაც გააჩნიათ ანტიმიკრობული თვისებები. ანტისეპტიკური საშუალებები მიეკუთვნებიან სხვადასხვა ქიმიური ნაერთების კლასებს და შეიძლება დაიყონ შემდეგ ჯგუფებად: 1) ჰალოიდები – ქლორის, იოდის პრეპარატები; 2) დამჟანგველები – წყალბადის ზეჟანგი, ჰიდროპერიტი, მანგანუმმჟავა კალიუმი, ბერთოლის მარილი; 3) მჟავები

Read More

სადეზინფექციო და ანტისეპტიკური საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” ანტისეპტიკები გამოიყენება კანის საფარისა და ლორწოვანი გარსის მიკროორგანიზმებით და სხვა დაზიანებით გამოწვეული ინფიცირებული ჭრილობების სამკურნალოდ. სადეზინფქციო საშუალებებისაგან მათი განსხვავება ფორმალურია: ანტისეპტიკურ საშუალებებს იყენებენ ადამიანის სხეულის ზედაპირის ან მისი ღრუების ანტიმიკრობული დამუშავებისათვის, სადეზინფექციოს  – ავადმყოფის გარემომცველი საგნების ან გამონაყოფების დასამუშავებლად. ორივე ჯგუფი ხასიათდება მოქმედების ფართო სპექტრით და

Read More

ანტიმიკრობული საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” ანტიმიკრობული საშუალებები (ბერძ. anti-წინააღმდეგ+ mikros მცირე, პატარა+ b[ios] სიცოცხლე) – ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენება პათოგენური მიკროორგანიზმების განადგურების ან ზრდის შეფერხების მიზნით. ანტიმიკრობულ საშუალებებს, რომლებიც აფერხებენ მიკროორგანიზმების გამრავლებას ეწოდებათ ბაქტერიოსტატიკები, ხოლო ანტიმიკრობულ საშუალებებს, რომლებიც იწვევენ მიკროორგანიზმების (ბაქტერიების) განადგურებას – ბაქტერიოციდები, ანტიმიკრობულ საშუალებებს, რომლებიც იწვევენ სპორების სიკვდილს – სპოროციდები.

Read More

ვაქცინები, შრატები, ფაგები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” მრავალი წლის წინ ყვავილის ეპიდემიისგან თავის დაცვას ჩინელები ნესტოებში ყვავილის გამხმარ ფუფხების მოთავსებით, ხოლო ინდიელები კანის ჩანაჭრებში შეზელვით ცდილობდენენ. ე. ჯენერმა (ემპირიულად) და ლ.პასტერმა (მეცნიერულად) შეიმუშავეს ცოცხალი მიკრობებიდან დამცავი აცრების შექმნისა და გამოყენების საფუძვლები. 1880-1885 წწ-ში ლ. პასტერმა მიიღო ქათმის ქოლერის, ციმბირის წყლულის და ცოფის საწინააღმდეგო

Read More

ანტისხეულები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” ანტისხეულები – ადამიანი და თბილსისხლიანი ცხოველების სისხლის შრატის გლობულინური ფრაქციის ცილები, რომლებიც წარმოიქმნებიან ორგანიზმში სხვადასხვა ანტიგენების (ბაქტერიები, ვირუსები, ცილოვანი ტოქსინები და სხ.) შეყვანის საპასუხოდ და სპეციფიკურად ურთიერთქმედებენ ანტიგენებთან, რომლებმაც გამოიწვიეს მათი წარმოქმნა. აქტიური უბნებით (ცენტრებით) უკავშირდებიან რა ბაქტერიებს ან ვირუსებს, ანტისხეულები ეწინააღმდეგებიან მათ გამრავლებას ან ახდენენ

Read More

იმუნოგლობულინები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” იმუნოგლობულინები წარმოადგენენ ადამიანის (ცხოველის) ცილებს, რომლებსაც გააჩნიათ ანტისხეულების აქტივობა და არსებობენ სისხლში, თავზურგტვინის სითხეში, ლიმფურ კვანძებში, ელენთაში, ნერწყვსა და სხვა ქსოვილებში. მათი სინთეზი ხდება ლიმფოიდურ უჯრედებში, შეიცავენ ნახშირწყლების დაჯგუფებებს და განიხილებიან, როგორც გლიკოპროტეინები. გლიკოპროტეინული ძვრადობის მიხედვით იმუნოგლობულინები მიეკუთვნებიან ძირითადად გამა-გლობულინებს და ბეტა2-გლობულინებს. იმუნოგლობულინების ბიოლოგიური როლი ორგანიზმში

Read More

იმუნოდეპრესანტები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” გარკვეულ პირობებში სხვადასხვა მავნე ზემოქმედებისაგან ორგანიზმის დაცვაში მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელი იმუნური მექანიზმი შესაძლოა არასასურველი რეაქციების მიზეზად გადაიქცეს. ამის მაგალითია, გადანერგილი ქსოვილებისა და ორგანოების მიუღებლობა, რაც დაკავშირებულია იმუნოლოგიურ შეუთავსებლობასთან. ქსოვილური შეუთავსებლობის დროს ორგანიზმი უცხო ქსოვილის ანტიგენების მიმართ გამოიმუშავებს ანტისხეულებს, რომლებიც ლიმფოიდურ უჯრედებთან ერთად იწვევენ მის დაზიანებას და

Read More

იმუნოსტიმულატორები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” იმუნოსტიმულატორები  ცხოველური, მიკრობული, სოკოვანი ან სინთეზური წარმოშობის პრეპარატებია, რომლებიც ხასიათდებიან იმუნური პროცესებისა და იმუნოკომპეტენტური უჯრედების (T- და B-ლიმფოციტების) სტიმულირებისა და იმუნიტეტის დამატებითი ფაქტორების (მაკროფაგების და სხვა) აქტივირების სპეციფიკური უნარით. ორგანიზმის საერთო გამძლეობის გაზრდა ამა თუ იმ ხარისხით  შეიძლება მოხდეს მასტიმულირებელი და მატონიზირებელი საშუალებების (კოფეინი, ელეუტეროკოკი და

Read More

იმუნურ პროცესებზე მოქმედი საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” ევოლუციის პროცესში წარმოქმნილი იმუნური სისტემა ორგანიზმს უზრუნველყოფს დაცვის მაღალი დონით და მისი დარღვევები მთელი რიგი დაავადების მიზეზი ხდება. ბოლო დროს დიდი ყურადღება ექცევა იმუნური რეაქციების მასტიმულირებელი ან დამთრგუნველი სპეციფიკური საშუალებების შემუშავებას და შესწავლას. დადასტურებულია, რომ მრავალი წამლის დადებითი მოქმედება აიხსნება ორგანიზმის საერთო გამძლეობის, მისი არასპეციფიკური იმუნიტეტის

Read More