სამკურნალო საშუალებებით მწვავე მოწამვლების მკურნალობის ზოგადი პრიციპები
პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” ქიმიური ნივთიერებებით, მათ შორის სამკურნალო საშუალებებით, მწვავე მოწამვლები საკმაოდ ხშირად გვხვდება. ინტოქსიკაციები შეიძლება იყოს შემთხვევითი, წინასწარ განზრახული (სუიციდური) და პროფესიის თავისებურებებთან დაკავშირებული. ყველაზე ხშირად გვხვდება ეთილის სპირტით, საძილე საშუალებებით, ფსიქოტროპული პრეპარატებით, ნარკოტიკული და არანარკოტიკული ანალგეტიკებით, ფოსფოორგანული ინსექტიციდებით და სხვა ნაერთებით მწვავე მოწამვლები. ქიმიური ნივთიერებებით ინტოქსიკაციების მკურნალობის