ხუნდაძე გიორგი
ხუნდაძე გიორგი რომანის ძე (1905-1985) – ქართველი ქირურგი; დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი, მუშაობდა ჯანდაცვის დაწესებულებებში ექიმად. მონაწილეობდა ფინეთისა და დიდ სამამულო ომში, იყო ეკოჰოსპიტალის ქირურგიული განყოფილების გამგე.