ცხვირი – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები
ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები. ცხვირი ცხვირის ღრუს გამოკვლევა მოიცავს მის დათვალიერებას. ცხვირის ღრუს გამავლობის დადგენა ხდება ღრმა ჩასუნთქვის და გაძლიერებული ამოსუნთქვის პირობებში ცხვირის თითოეულ ნახევარში ცალ–ცალკე, აგრეთვე სპეციალური ხელსაწყოს – რინოპნევმომეტრების მეშვეობით. ცხვირის ყნოსვითი ფუნქციის გამოკვლევა ხორციელდება ოლფაქტომეტრით. ცხვირის ძვლოვანი ჩონჩხის მდგომარეობის შეფასება ხდება რენტგენოლოგიური მეთოდით. ცხვირის პათოლოგია მოიცავს განვითარების მანკებს, დაავადებებს, დეფორმაციებსა და სიმსივნეებს.